უაკ: 538
განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა ილუსტრირებულია მაგალითებით. შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 338.244
განხილულია კომერციული საქმიანობის არსი, მატერიალური რესურსების, სავაჭრო გარიგებების, ვაჭრობის მართვის და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება ეთმობა გადაზიდვებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების ორგანიზაციას. შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ბიზნესის მენეჯმენტის“ და „ტრანსპორტის მენეჯმენტის“ სპეციალობის სტუდენტების სასწავლო პროგრამის მიხედვით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოიცავს 15 თემას. თითოეული მათგანისათვის გამოყენებულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, წარმოდგენილ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები. განკუთვნილია შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ვაჭრობის ორგანიზაციისა და მენეჯმენტით დაინტერესებულ მუშაკებს, ტრანსპორტის საწარმოებში კომერციული საქმიანობით დაკავებულ საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ და საფინანსო სამსახურებს. სტუდენტს მისცემს საგნის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნას.
უაკ: 621.86
განხილულია სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები. აღწერილია თხევადი მასალების სატრანსპორტო მოწყობილობები; აირის შეკუმშვის, გაფართოების და გადაადგილებისათვის საჭირო მოწყობილობები. წარმოდგენილია ნედლეულის გადამამუშავებელი, გამწმენდ-დამხარისხებელი და თანაბარი მიწოდების მოწყობილობები. მოცემულია ლითონის მილების გადასაჭრელი და მოსაღუნი მოწყობილობები. აღწერილია სამრეწველო საწარმოებში გამოყენებული საერთო შემზეთი და შემდუღებელი მოწყობილობა. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული მზომი-საკონტროლო ხელსაწყოები. სახელმძღვანელო განკუთვნილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრებისათვის, რათა უკეთ გაეცნონ იმ მოწყობილობებს, რომლებიც მათ შეხვდებათ წარმოებაში მუშაობის შემთხვევაში.
უაკ: 620.9
სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგიის განახლებადი წყაროების (მზე, ქარი, გეოთერმული და ბიომასა) მახასიათებლები, მათი დადგენის მეთოდები, გამოყენების ტექნოლოგიები და საშუალებები, აგრეთვე განხილულია მსოფლიო მიღწევები და გამოცდილება ამ დარგში. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისათვის და, ჩვენი აზრით, იგი სარგებლობას მოუტანს ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებსაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების პრობლემებით.
უაკ: 658.26:338.244
კურსის დანიშნულებაა გააფართოოს ენერგეტიკული წარმოების ცოდნის დონე საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. მასში ასახულია ენერგეტიკული საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მართვის სამამულო გამოცდილება ამ დარგში მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით. სტუდენტები გაეცნობიან წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფუნქციურ კონცეფციებსა და მეთოდებს. ოპერაციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერსპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიაში, მონაწილეობა მიიღოს განახლებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორედ დაგეგმოს ფირმის სტრატეგიული განვითარეის ორიენტირები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტთათვის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი), ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
უაკ: 535.317.2:633.5
სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები. მასში მოცემულია ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემების აგების პრინციპები, აღწერილია მათი სტრუქტურული სქემები, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი დროითი დიაგრამებით. განხილულია აგრეთვე ტელეკომუნიკაციის სისტემაში გამოყენებული ზოგიერთი ანალოგიური და ციფრული მოწყობილობა, ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზები, მათი ძირითადი პარამეტრების გაზომვისა და გათვლის მეთოდები. იგი არის იმ სალექციო კურსის შესაბამისი, რომლის შესწავლაც ევალებათ ტელეკომუნიკაციის პროფესიული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. ის სასარგებლო იქნება ასევე ამავე დარგის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს აგრეთვე საზომი ტექნიკის სპეციალისტებსა და მაგისტრანტებს ბოჭკოვან-ოპტიკური საზომი სისტემების უკეთ შესწავლასა და დაპროექტებაში.
უაკ: 004.2
გაშუქებულია თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურის ძირითადი საკვანძო საკითხები მათი აპარატურული მოწყობის, მუშაობის პრინციპის და ალგორითმული გადაწყვეტის ასპექტში. გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტების და მაგისტრებისათვის და შესაძლებელია სასარგებლო იყოს უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო-ტექნიკური დარგის სტუდენტების და მეცნიერ-მუშაკებისათვის.
უაკ: 551.583
განხილულია გლობალური კლიმატური სისტემა და კლიმატის რეგიონული ტიპები, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების როლი კლიმატის ჩამოყალიბებაში, ასევე ცნობები დედამიწის კლიმატის ცვალებადობის შესახებ ისტორიულ წარსულსა და ინსტრუმენტული გაზომვების ბოლო საუკუნე-ნახევრიან პერიოდში. განსაზღვრულია სათბური ეფექტი და მისი გამომწვევი ფაქტორები, მოცემულია გლობალური კლიმატის პროგნოზი 2100 წლამდე. ჩამოთვლილია გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მთავარი საფრთხეები. დახასიათებულია გავლილი საუკუნის მანძილზე კლიმატის ცვლილება საქართველოში, შეფასებულია კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მოწყვლადობა. განხილულია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, მათ შორის კიოტოს მექანიზმები და მათ წინაშე არსებული ბარიერები. დახასიათებულია კლიმატის ცვლილების დარგში საქართველოში მიღწეული ძირითადი შედეგები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგისტრანტების, დოქტორანტების და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ. საინტერესო იქნება კლიმატის ცვლილების პრობლემით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.
უაკ: 62-5
Рассмотрены принципы разработки и проектирования встраиваемых систем. Дано введение в архитектуру ввода/вывода встраиваемых систем; приведены стандарты интерфейса ввода/вывода для внешних устройств, включая интерфейсы PC/2, SPI, I2C, USB, а также сетевые интерфейсы CAN и LIN. Рассмотрены стандарты сетевого интерфейса, сетевой протокол TCP/IP, а также сегментация, мосты и маршрутизаторы сетей. Отдельно рассмотрены стандарты беспроводных сетей.Дан обзор встраиваемых систем, предназначенных для выполнения определенных специфических задач.Книга предназначена для бакалавров и магистрантов электроинженерных и энергетических специальностей, а также специалистов по информатике и компьютерной технике.