უაკ: 681.3.06
ნაშრომში წარმოდგენილია, ინტელექტუალური სისტემების დაპროექტებისას, გრაფიკული ოპერატორების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ავტორები პროგრამულ ინსტრუმენტად იყენებენ მიზნობრივი დაპროგრამების ალგორითმული ენის „პროლოგის“ უახლეს ვერსიას: „Strawberry Prolog (Light edition, version 2.92, for Windows XP/NT). სახელმძღვანელოში მოცემულია „პროლოგის“ გრაფიკული ოპერატორების წარმოდგენის ფორმები და აღწერა. მათ ბაზაზე, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მიმართულების სასწავლო კურსში - „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“, 2006-2010 წწ. ბაკალავრებისა და მაგისტრების მიერ, ადამიანის გონებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა „საპრობლემო არისათვის“, დაპროექტდა ინტელექტუალური სისტემები. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. იგი დააინტერესებს მეცნიერების ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს და პროფესორ-მასწავლებელთა ფართო წრეს.
უაკ: 621.1.016.4
განხილულია თბოგადამტანის ერთფაზა კონვექციური ნაკადის თბოგადაცემის, ორთქლწარმოქმნისა და კონდენსაციის პროცესების ინტენსიფიკაციის მეთოდები და მოწყობილობები. აღწერილია ის თბური და ტექნოლოგიური დანადგარები, სადაც პრაქტიკულად რეალიზებულია თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მეთოდები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროებისა და სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების მიმართულებების მაგისტრანტებისათვის და შედგენილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. წიგნით შეუძლიათ ისარგებლონ დოქტორანტებმა და ენერგოეფექტურობის საკითხებით დაინტერესებულმა, თბოგადაცემის საფუძვლებს დაუფლებულმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა.
უაკ: 538
განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა ილუსტრირებულია მაგალითებით. შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 338.244
განხილულია კომერციული საქმიანობის არსი, მატერიალური რესურსების, სავაჭრო გარიგებების, ვაჭრობის მართვის და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება ეთმობა გადაზიდვებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების ორგანიზაციას. შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ბიზნესის მენეჯმენტის“ და „ტრანსპორტის მენეჯმენტის“ სპეციალობის სტუდენტების სასწავლო პროგრამის მიხედვით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოიცავს 15 თემას. თითოეული მათგანისათვის გამოყენებულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, წარმოდგენილ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები. განკუთვნილია შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ვაჭრობის ორგანიზაციისა და მენეჯმენტით დაინტერესებულ მუშაკებს, ტრანსპორტის საწარმოებში კომერციული საქმიანობით დაკავებულ საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ და საფინანსო სამსახურებს. სტუდენტს მისცემს საგნის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნას.
უაკ: 621.86
განხილულია სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები. აღწერილია თხევადი მასალების სატრანსპორტო მოწყობილობები; აირის შეკუმშვის, გაფართოების და გადაადგილებისათვის საჭირო მოწყობილობები. წარმოდგენილია ნედლეულის გადამამუშავებელი, გამწმენდ-დამხარისხებელი და თანაბარი მიწოდების მოწყობილობები. მოცემულია ლითონის მილების გადასაჭრელი და მოსაღუნი მოწყობილობები. აღწერილია სამრეწველო საწარმოებში გამოყენებული საერთო შემზეთი და შემდუღებელი მოწყობილობა. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული მზომი-საკონტროლო ხელსაწყოები. სახელმძღვანელო განკუთვნილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრებისათვის, რათა უკეთ გაეცნონ იმ მოწყობილობებს, რომლებიც მათ შეხვდებათ წარმოებაში მუშაობის შემთხვევაში.
უაკ: 620.9
სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგიის განახლებადი წყაროების (მზე, ქარი, გეოთერმული და ბიომასა) მახასიათებლები, მათი დადგენის მეთოდები, გამოყენების ტექნოლოგიები და საშუალებები, აგრეთვე განხილულია მსოფლიო მიღწევები და გამოცდილება ამ დარგში. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისათვის და, ჩვენი აზრით, იგი სარგებლობას მოუტანს ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებსაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების პრობლემებით.
უაკ: 658.26:338.244
კურსის დანიშნულებაა გააფართოოს ენერგეტიკული წარმოების ცოდნის დონე საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. მასში ასახულია ენერგეტიკული საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მართვის სამამულო გამოცდილება ამ დარგში მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით. სტუდენტები გაეცნობიან წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფუნქციურ კონცეფციებსა და მეთოდებს. ოპერაციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერსპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიაში, მონაწილეობა მიიღოს განახლებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორედ დაგეგმოს ფირმის სტრატეგიული განვითარეის ორიენტირები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტთათვის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი), ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
უაკ: 535.317.2:633.5
სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები. მასში მოცემულია ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემების აგების პრინციპები, აღწერილია მათი სტრუქტურული სქემები, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი დროითი დიაგრამებით. განხილულია აგრეთვე ტელეკომუნიკაციის სისტემაში გამოყენებული ზოგიერთი ანალოგიური და ციფრული მოწყობილობა, ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზები, მათი ძირითადი პარამეტრების გაზომვისა და გათვლის მეთოდები. იგი არის იმ სალექციო კურსის შესაბამისი, რომლის შესწავლაც ევალებათ ტელეკომუნიკაციის პროფესიული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. ის სასარგებლო იქნება ასევე ამავე დარგის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს აგრეთვე საზომი ტექნიკის სპეციალისტებსა და მაგისტრანტებს ბოჭკოვან-ოპტიკური საზომი სისტემების უკეთ შესწავლასა და დაპროექტებაში.
უაკ: 004.2
გაშუქებულია თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურის ძირითადი საკვანძო საკითხები მათი აპარატურული მოწყობის, მუშაობის პრინციპის და ალგორითმული გადაწყვეტის ასპექტში. გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტების და მაგისტრებისათვის და შესაძლებელია სასარგებლო იყოს უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო-ტექნიკური დარგის სტუდენტების და მეცნიერ-მუშაკებისათვის.