image-1
ნ. ბოჭორიშვილი, ი. ბოჭორიშვილი

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები II ნაწილი

უაკ: 629.13.658.82

სახელმძღვანელოში „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები“ განხილულია უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლების შემდეგი ძირითადი საკითხები: პირველი ნაწილი – შრომის კანონმდებლობის საფუძვლები, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაცია, შრომის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებანი, საინჟინრო ფსიქოლოგია, მეტეოროლოგიური პირობები, სამრეწველო ვენტილაცია, განათება, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური და ვიბრაცია. მეორე ნაწილი – ელექტრული უსაფრთხოება, წნევის გავლენით მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სახანძრო პროფილაქტიკა, მანქანა-მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სანიტარული ნორმები.
სახელმძღვანელო შედგენილია პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენოს აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
აღნიშნულ სასწავლო დისციპლინაში წინამდებარე სახელმძღვანელო პირველი ნაშრომია ქართულ ენაზე. ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემოდგომ გამოცემაში.

 

 

image-1
ნ. ბოჭორიშვილი, ი. ბოჭორიშვილი

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები I ნაწილი

უაკ: 629.13.658.82

სახელმძღვანელოში „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე და უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები“ განხილულია უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლების შემდეგი ძირითადი საკითხები: პირველი ნაწილი – შრომის კანონმდებლობის საფუძვლები, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაცია, შრომის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებანი, საინჟინრო ფსიქოლოგია, მეტეოროლოგიური პირობები, სამრეწველო ვენტილაცია, განათება, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური და ვიბრაცია. მეორე ნაწილი – ელექტრული უსაფრთხოება, წნევის გავლენით მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სახანძრო პროფილაქტიკა, მანქანა-მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია, სანიტარული ნორმები.
სახელმძღვანელო შედგენილია პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენოს აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
აღნიშნულ სასწავლო დისციპლინაში წინამდებარე სახელმძღვანელო პირველი ნაშრომია ქართულ ენაზე. ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემოდგომ გამოცემაში.

 

 

image-1
ნ. ფოფორაძე

საქართველოს მინერალები და ქანები

უაკ: 549(2):552

განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მინერალები და ქანები. მოცემულია მათი თავისებურებანი, გავრცელების არეალი და გამოყენების სფეროები.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ამასთან გარკვეულ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და საქართველოს მინერალებითა და ქანებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

 

 

image-1
ნ. დოლიძე, ქ. კოტეტიშვილი, გ. ჩიხლაძე

მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში დიაგნოსტიკა I ნაწილი

უაკ: 615.849.1

წინამდებარე ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი - „დიაგნოსტიკა“. განხილულია დიაგნოსტიკის თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულებები, სადაც გამოყენებულია მაიონიზებელი გამოსხივება. მოცემულია ამ მეთოდების ფიზიკური არსი და მათი მნიშვნელობა მედიცინაში. განმარტებულია რადიაციის ცნება და რადიაციის ენერგიის ნივთიერებაზე გადაცემის მექანიზმები, მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე. მოცემულია გამოსხივების დოზები და საზომი ერთეულები. განხილულია რადიაციული მედიცინის ძირითადი პრინციპები. ფართოდ არის გაშუქებული რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის კლინიკური მეთოდები: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენული დიაგნოსტიკა, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და მათი ფიზიკური არსი. მოყვანილია მთელი რიგი დაავადების რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მაგალითები.
იგი განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.

 

 

image-1
ბ. კიზირია, ბ. კიზირია

გრაფიკული ოპერატორების გამოყენება ინტელექტუალური სისტემების დაპროექტებაში

უაკ: 681.3.06

ნაშრომში წარმოდგენილია, ინტელექტუალური სისტემების დაპროექტებისას, გრაფიკული ოპერატორების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ავტორები პროგრამულ ინსტრუმენტად იყენებენ მიზნობრივი დაპროგრამების ალგორითმული ენის „პროლოგის“ უახლეს ვერსიას: „Strawberry Prolog (Light edition, version 2.92, for Windows XP/NT).
სახელმძღვანელოში მოცემულია „პროლოგის“ გრაფიკული ოპერატორების წარმოდგენის ფორმები და აღწერა. მათ ბაზაზე, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მიმართულების სასწავლო კურსში - „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“, 2006-2010 წწ. ბაკალავრებისა და მაგისტრების მიერ, ადამიანის გონებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა „საპრობლემო არისათვის“, დაპროექტდა ინტელექტუალური სისტემები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. იგი დააინტერესებს მეცნიერების ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს და პროფესორ-მასწავლებელთა ფართო წრეს.

 

 

image-1
ი. შეყრილაძე, ჯ. რუსიშვილი, თ. მაგრაქველიძე

თბოგადაცემის ინტენსიფიკაცია მეთოდები და მოწყობილობები

უაკ: 621.1.016.4

განხილულია თბოგადამტანის ერთფაზა კონვექციური ნაკადის თბოგადაცემის, ორთქლწარმოქმნისა და კონდენსაციის პროცესების ინტენსიფიკაციის მეთოდები და მოწყობილობები. აღწერილია ის თბური და ტექნოლოგიური დანადგარები, სადაც პრაქტიკულად რეალიზებულია თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მეთოდები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროებისა და სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების მიმართულებების მაგისტრანტებისათვის და შედგენილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. წიგნით შეუძლიათ ისარგებლონ დოქტორანტებმა და ენერგოეფექტურობის საკითხებით დაინტერესებულმა, თბოგადაცემის საფუძვლებს დაუფლებულმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა.

 

 

image-1
შ. ნემსაძე

ელექტრომაგნეტიზმი

უაკ: 538

განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა ილუსტრირებულია მაგალითებით.
შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
მ. ზუბიაშვილი, ნ. კიკნაძე, ბ. სოსელია

კომერციული საქმიანობის მენეჯმენტი

უაკ: 338.244

განხილულია კომერციული საქმიანობის არსი, მატერიალური რესურსების, სავაჭრო გარიგებების, ვაჭრობის მართვის და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება ეთმობა გადაზიდვებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების ორგანიზაციას.
შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ბიზნესის მენეჯმენტის“ და „ტრანსპორტის მენეჯმენტის“ სპეციალობის სტუდენტების სასწავლო პროგრამის მიხედვით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოიცავს 15 თემას. თითოეული მათგანისათვის გამოყენებულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, წარმოდგენილ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები.
განკუთვნილია შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ვაჭრობის ორგანიზაციისა და მენეჯმენტით დაინტერესებულ მუშაკებს, ტრანსპორტის საწარმოებში კომერციული საქმიანობით დაკავებულ საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ და საფინანსო სამსახურებს.
სტუდენტს მისცემს საგნის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნას.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, გ. გოლეთიანი, ე. სადაღაშვილი

სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები

უაკ: 621.86

განხილულია სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები. აღწერილია თხევადი მასალების სატრანსპორტო მოწყობილობები; აირის შეკუმშვის, გაფართოების და გადაადგილებისათვის საჭირო მოწყობილობები. წარმოდგენილია ნედლეულის გადამამუშავებელი, გამწმენდ-დამხარისხებელი და თანაბარი მიწოდების მოწყობილობები. მოცემულია ლითონის მილების გადასაჭრელი და მოსაღუნი მოწყობილობები. აღწერილია სამრეწველო საწარმოებში გამოყენებული საერთო შემზეთი და შემდუღებელი მოწყობილობა. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული მზომი-საკონტროლო ხელსაწყოები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრებისათვის, რათა უკეთ გაეცნონ იმ მოწყობილობებს, რომლებიც მათ შეხვდებათ წარმოებაში მუშაობის შემთხვევაში.