image-1
გ. ღვინეფაძე

WEB-დაპროგრამება JQuery

უაკ: 681.3.06

წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს JavaScript  ენისათვის განკუთვნილი JQuery ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესასწავლად.
იგი განკუთვნილია ინფორმატიკის 22.02, 22.01 და 0719.08 სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

 

 

image-1
გ. ჯოლია, დ. სეხნიაშვილი

ცოდნის ეკონომიკა და მართვა

უაკ: 33:62-5

წინამდებარე სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში – ცოდნის ეკონომიკა – განხილულია ცოდნის არსი, სახეები, კლასიფიკაცია და წყაროები, საზოგადოების განვითარების კონცეფციები, ცოდნის ეკონომიკის განვითარების პირობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტელექტუალურ კაპიტალს, მის არსს, სტრუქტურასა და შემადგენელი ნაწილების ურთიერთზემოქმედებას, ინტელექტუალური კაპიტალის, როგორც ინვესტირების ობიექტისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფაქტორის, შეფასებას.
მეორე ნაწილი მოიცავს ცოდნის მართვის საკითხებს. მასში განხილულია ცოდნის მართვის თეორიული საფუძვლები, ცოდნის მართვის პროცესი, ახალი ცოდნის შეძენა, გენერაცია და ცოდნის მართვის ტექნოლოგია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. იგი დიდად დაეხმარება ცოდნის ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

 

 

image-1
ვ. გოგილაშვილი, ნ. დავითაშვილი, დ. თავხელიძე, კ. ილურიძე, ზ. ნაცვლიშვილი

მექანიზმებისა და მანქანების თეორია

უაკ: 531/534

სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია მექანიზმების სტრუქტურისა და კინემატიკის საკითხები, მეორე ნაწილში მექანიზმებისა და მანქანების დინამიკა, მესამე ნაწილში კი – მექანიზმების სინთეზის, მანქანების მოძრაობის რეგულირებისა და მართვის საკითხები. მასალა ემყარება გრაფიკულ და ანალიზურ მეთოდებს, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრთათვის.

 

 

image-1
ი. ბერძენიშვილი

ფიზიკური ქიმიის საფუძვლები

უაკ: 541.1

განხილულია ფიზიკური ქიმიის სრული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები: ნივთიერების აღნაგობა, ქიმიური თერმოდინამიკა და წონასწორობა, ფაზური წონასწორობა, ხსნარის თეორია, ელექტროქიმია, ქიმიური კინეტიკა და კატალიზი.
განკუთვნილია ძირითადად ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის. აგრეთვე სასარგებლო იქნება მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, გ. ჩიხლაძე, ი. კალანდაძე, ქ. ბარამიძე

ფიზიკა
(უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის)

უაკ: 53

მოცემულია ძირითადი, საპროგრამო ფიზიკური სიდიდეების განმარტებები, ფორმულირებულია ფიზიკის ფუნდამენტური კანონები, მოყვანილია აღნიშნული კანონების და მათი დამახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების აღმწერი მათემატიკური ფორმულები.
განკუთვნილია როგორც უმაღლესი პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება ფიზიკა პროფესიულ საქმიანობაში.

 

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი

C++ ყველასათვის

უაკ: 681.3.06

წიგნი ეძღვნება C++ ენის „გულს“– ძირითად მიდგომას (ობიექტების აგებას და მათ შორის თანამოქმედების მოწესრიგებას), რომლის გარეშე შეუძლებელია დაპროგრამების ამ ენის შესწავლა. მოკლე და მარტივი მაგალითების განხილვისას მკითხველი თანდათანობით ეცნობა ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების იდეათა წრეს და C++ ენის ძირითად კონსტრუქციებს. ამ წიგნის შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება საკმაოდ რთული პროგრამების დაწერა. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითადი იდეებისა და კონსტრუქციების ცოდნა C++ ენისა და ობიექტზე ორიენტირებული მრავალი სხვა ენის  სამყაროში ადვილად მოქმედების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს დამოუკიდებლად იმ ცოდნის მიღებას, რომელიც მკითხველს აკლია.
წიგნი განკუთვნილია საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეებისათვის, აგრეთვე ბაკალავრიატის პირველი-მეორე კურსების სტუდენტებისათვის.
C++ (რაც ქართულად ჟღერს როგორც  „სი პლუს პლუს“) საერთო დანიშნულების დაპრო-გრამების ენაა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაპროგრამების კომერციულ ენებს შორის C++  ენა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენად იქცა. იგი შექმნა დანიელმა პროგრამისტმა ბიორნ სტრაუსტრუპმა (დან. Bjarne Stroustrup) 1983 წელს  Bell Telephone Laboratories  კორპორაციის კომპიუტერულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობისას C  პროგრამული ენის შესაძლებლობათა გასაფართოებლად. C++ ენის სტანდარტის რატიფიკაცია მხოლოდ 1989 წელს მოხდა (ISO/IEC 14882:1998).  მისი მოქმედი ISO/IEC 14882:2003  ვერსია კი 2003 წელს არის მიღებული. ამჟამად დამუშავების პროცესშია ახალი სტანდარტი, რომელიც ცნობილია არაფორმალური  C++0x  სახელწოდებით (See plus plus oh ex).

 

 

image-1
ნ. ფაილოძე, ჯ. ალანია, ზ. ლიპარტია, ვ. კეკენაძე, ო. ხუციშვილი, გ. სულაშვილი

საბუღალტრო საქმე (მეორე გამოცემა)

უაკ: 657.1+657.3(075.8)

საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ  საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო  საქმის შემდგომი სრულყოფა და  მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება  გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება  და  შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.
სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. იგი ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოს მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

 

 

image-1
დ. ბიბილეიშვილი, ნ. ორმოცაძე

თეორიული ფიზიკური ქიმია

უაკ: 541.1

სახელმძღვანელოში განხილულია ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ სისტემებში ქიმიური წონასწორობის, ხსნარების, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის ძირითადი საკითხები.
წიგნი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატის სუდენტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და ფიზიკური ქიმიით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ა. აბშილავა

წიაღისეულთა გამდიდრების საფუძვლები

უაკ: 622.7

განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კლასიკური და თანამედროვე მეთო­დები. აღწერილია გამ­დიდ­რების მოსამზადებელი, ძირითადი, სპეციალური დანიშნუ­ლე­ბის და დამხმარე პროცესები, მათი თეორიული საფუძვლები, პრო­ცესებში გამოყენებული მანქანა-დანადგარები, მუშა­ობის პრინციპები და გამოყენების სფერო.
გან­კუთვნილია საქარ­თვე­ლოს ტექნიკური უნი­ვერ­სიტეტის უმაღლესი პროფესიული სწავლების „მინერალური გადა­მუშავების“ და „სამთო ტექ­ნოლოგიების“ საგან­მა­ნათ­ლებლო მიმართულების I-V საფეხურის სტუ­დენ­ტე­ბი­სათვის. გარკვეულ დახ­მარებას გაუწევს ბაკალავრიატის „გეოლოგიისა“ და „სამთო საქმის“ სპეციალობის, უმაღლესი პროფესიული სწავლების, მეტალურგიული პროფილის სტუდენტებს, აგრეთვე სამთო დარგში მომუშავე ახალ­გაზრდა სპეციალისტებს.