უაკ: 347.77.028.4
განხილულია ტვირთამწევი მანქანების მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების საკვანძო საკითხები. განკუთვნილია მანქანა-დანადგარების დიზაინისა და ექსპერტიზის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება მომავალ მაგისტრს, დამოუკიდებლად შეასრულოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები.
უაკ: 543
რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის.
უაკ: 54
რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქტიკულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.რვეული გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 341.24
განხილულია საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მისი მომხმარებლამდე მიწოდების პროცესში მონაწილე სუბიექტთა შორის ორგანიზაციული და უფლებრივი ურთიერთობების გადაწყვეტისას წარმოქმნილ ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობანი, კოლიზიის გამორიცხვის მიზნით. განკუთვნილია ბაკალავრიატის საგამანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის“ სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყველა სპეციალობისა და საფეხურის სტუდენტებს და ბიზნესში დასაქმებულებს.
უაკ: 621.3
წიგნში მოცემულია გამტარი, ნახევრად გამტარი და დიელექტრიკული მასალების ძირითადი ელექტრული მახასიათებლების დადგენის მეთოდები და მათი ცვლილებების გამოკვლევა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების დროს. განკუთვნილია სტუ-ს ელექტროტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის.
კითხვები და სავარჯიშოები შედგენილია სტუ-ს „ელექტრო-ტექნიკური მასალების“ სილაბუსის მიხედვით. იგი განკუთვნილია ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ელექტროტექნიკური მასალების კურსში პრაქტიკული მეცადინეობების შესასრულებლად და შეესაბამება ლექციების და ლაბორატორიის თანმიმდევრობას. სავარჯიშოს შესასრულებლად სტუდენტმა უნდა შეისწავლოს შესაბამისი თეორიული ნაწილი და შეასრულოს ლაბორატორიული სამუშაო.
უაკ: 546
მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული თეორიული მასალის შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოები (პერიოდული სისტემის s-, p- და d-ელემენტები). თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს წინ უძღვის მოკლე კითხვარი, რომელიც გაფორმებულია ცხრილის სახით და ითვალისწინებს ლაბორატორიული სამუშაოს შესაბამის თეორიულ საკითხებს.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ზოგად ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის.
უაკ: 681.3
წინამდებარე სახელმძღვანელო „კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2012“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.