უაკ: 622.235
მეთოდურ მითითებებში მოცემულია შვიდი ლაბორატორიული სამუშაო. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემული ამოცანის მიზანია, აღწეროთ გამოყენებული ხელსაწყოები, სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგების გაფორმება.ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების სრული პროფესორის აკაკი გოჩოლეიშვილის მიერ.
უაკ: 338.244
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელოვანი პრობლემები – გლობალიზაცია, კონკურენტუნარიანობა, კულტურული მახასიათებლების გავლენა მენეჯმენტის მეთოდებზე, მულტინაციონალური კომპანიების სტრუქტურა, ფინანსები, გადაწყვეტილების მიღების სახეები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, მათთვის ვინც შეისწავლის კურსს „საერთაშორისო მენეჯმენტი“.
უაკ: 681.3
განხილულია სამგანზომილებიანი ხაზვისა და მოდელირების მეთოდები. მკითხველი გაიცნობს AutoCAD 2013-ის შესაძლებლობებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგებათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.
უაკ: 347.77.028.4
განხილულია ტვირთამწევი მანქანების მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების საკვანძო საკითხები. განკუთვნილია მანქანა-დანადგარების დიზაინისა და ექსპერტიზის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება მომავალ მაგისტრს, დამოუკიდებლად შეასრულოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები.
უაკ: 543
რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის.
უაკ: 54
რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქტიკულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.რვეული გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 341.24
განხილულია საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მისი მომხმარებლამდე მიწოდების პროცესში მონაწილე სუბიექტთა შორის ორგანიზაციული და უფლებრივი ურთიერთობების გადაწყვეტისას წარმოქმნილ ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობანი, კოლიზიის გამორიცხვის მიზნით. განკუთვნილია ბაკალავრიატის საგამანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის“ სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყველა სპეციალობისა და საფეხურის სტუდენტებს და ბიზნესში დასაქმებულებს.
უაკ: 621.3
წიგნში მოცემულია გამტარი, ნახევრად გამტარი და დიელექტრიკული მასალების ძირითადი ელექტრული მახასიათებლების დადგენის მეთოდები და მათი ცვლილებების გამოკვლევა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების დროს. განკუთვნილია სტუ-ს ელექტროტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის.
კითხვები და სავარჯიშოები შედგენილია სტუ-ს „ელექტრო-ტექნიკური მასალების“ სილაბუსის მიხედვით. იგი განკუთვნილია ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ელექტროტექნიკური მასალების კურსში პრაქტიკული მეცადინეობების შესასრულებლად და შეესაბამება ლექციების და ლაბორატორიის თანმიმდევრობას. სავარჯიშოს შესასრულებლად სტუდენტმა უნდა შეისწავლოს შესაბამისი თეორიული ნაწილი და შეასრულოს ლაბორატორიული სამუშაო.