უაკ: 546
სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურაში კითხვა-პასუხის მეშვეობით განხილულია ზოგადი ქიმიის თითქმის ყველა თეორიული საკითხი. სტუდენტს საშუალება ექნება თანამედროვე ქიმიის მონაცემებზე დამყარებული კონკრეტული პასუხი მიიღოს შემდეგ საკითხებზე: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ელემენტთა პერიოდული სისტემა, არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები, ატომის აღნაგობა, ქიმიური ბმა; თერმოქიმია, ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები, დისპერსიული სისტემები, ხსნარები, არაელექტროლიტები; მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენა, ელექტროქიმია. არაორგანული ქიმიის ნაწილში განხილულია s-ელემენტები, p - ელემენტები, d - ელემენტები. ყურადღება გამახვილებულია ქვეჯგუფის ელემენტების ზოგიერთი თვისების განსხვავებაზე. ახსნილია ამ განსხვავების მიზეზები. მოცემულია ამ ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების გამოყენება.