უაკ: 62-5
ნაშრომში განხილულია 15 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის წარმოდგენილია თეორიული წანამძღვრები და აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.მოცემული მეთოდიკური მითითებანი განკუთვნილია დაპროგრამების ალგორითმული ენა C#-ის ასათვისებლად.
უაკ: 656 13. 072
თანამიმდევრულად, იერარქიის შესაბამისად არის განხილული ძირითადი ნორმატიული აქტების მთავარი მოთხოვნები, მიღების და ძალაში შესვლის წესები, რომელთა პრაქტიკულად განხორციელება დიდად გარანტირებულს გახდის საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საშემსრულებლო და ტექნოლოგიური პროცესების სამართლებრივად წარმართვას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც დარგის ხელმძღვანელი მუშაკებისათვის, ისე სისტემაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის. განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულებების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 528.48 (076.5)
დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლე თეორიულ წანამძღვრებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ცნობები საინჟინრო ნაგებობათა მიმოკვლევის, დაპროექტებისა და ექსპლუატაციის პერიოდებში შესასრულებელ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილებულია საინჟინრო ობიექტების გეოდეზიური მომსახურებისათვის საჭირო გეგმური და სასიმაღლო საყრდენი ქსელების პროექტების შეფასების მიახლოებით და ზუსტ მეთოდებზე. განხილულია შენობა-ნაგებობათა გეოდეზიური უზრუნველყოფისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოები მსხვილი საინჟინრო ობიექტების–ხიდების, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბებისათვის. განკუთვნილია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმატიკის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 546
სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურაში კითხვა-პასუხის მეშვეობით განხილულია ზოგადი ქიმიის თითქმის ყველა თეორიული საკითხი. სტუდენტს საშუალება ექნება თანამედროვე ქიმიის მონაცემებზე დამყარებული კონკრეტული პასუხი მიიღოს შემდეგ საკითხებზე: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ელემენტთა პერიოდული სისტემა, არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები, ატომის აღნაგობა, ქიმიური ბმა; თერმოქიმია, ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები, დისპერსიული სისტემები, ხსნარები, არაელექტროლიტები; მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენა, ელექტროქიმია. არაორგანული ქიმიის ნაწილში განხილულია s-ელემენტები, p - ელემენტები, d - ელემენტები. ყურადღება გამახვილებულია ქვეჯგუფის ელემენტების ზოგიერთი თვისების განსხვავებაზე. ახსნილია ამ განსხვავების მიზეზები. მოცემულია ამ ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების გამოყენება.