image-1
დ. კუპატაძე, გ. მაჩაიძე

მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგია

უაკ: 553.277(07)

სალექციო კურსში მოცემულია მოკლე ცნობები მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგიის შესახებ. გაშუქებულია მადნეულ საბადოთა დამუშავების სისტემები, აღწერილია ბექთაქარის მაღაროს გახსნის და მომზადების მეთოდები.

ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. კუპატაძე, გ. მაჩაიძე

დინამიკური პროცესები და მათი მართვა

უაკ: 65.011.

სალექციო კურსში განხილულია მოკლე ცნობები ისეთი დინამიკური გამოვლინებების შესახებ, როგორიცაა სამთო დარტყმები, გაზისა და მასივის უეცარი გამოტყორცნები, სამთო სამუშაოების შედეგად გამოწვეული დინამიკური გამოვლენების ბუნება და ხასიათი, მათი ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია დამუშავების უსაფრთხო ტექნოლოგიის მეთოდებისა და პარამეტრების შემუშავება.

ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ს. კარიპიდისი, მ. ცოცხალაშვილი, პ. ბარბაქაძე

მეთოდური მითითებები საკურსო სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „რკინიგზის ელექტრომომარაგება და მატარებელთა წევის საფუძვლები“

უაკ: 621.331:621.331:006.354

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად.

გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
ს. კარიპიდისი, მ. ცოცხალაშვილი, პ. ბარბაქაძე

მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის შესასრულებლად სასწავლო კურსში „ელექტრული წევა და რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის ავტომატიზაცია“

უაკ: 004.051

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად.

გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. ნეფარიძე, ე. ჩხაიძე, გ. ჯოხაძე

ფუნქციური პოლიმერები ქიმიურ კვლევებსა და ტექნოლოგიებში

უაკ: 541.6

სალექციო კურსი არის ლექციების ერთობლიობა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგენილია მონოგრაფიის – „ფუნქციური პოლიმერები და მათი გამოყენება სამეცნიერო კვლევებში, ტექნოლოგიებსა და ბიომედიცინაში“ – საფუძველზე.

ნაშრომში განხილულია სხვადასხვა თვისების მქონე ფუნქციური პოლიმერებისა და მათ ბაზაზე ბიომასალების მიღება, თვისებები და გამოყენების სფეროები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევით ცენტრში შესრულებულ კვლევებს ფუნქციური პოლიმერების, სხვადასხვა კლასის AA-BB ტიპის ჰეტეროჯავური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზს ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე – ჰიდროფობური გვერდითი ჯაჭვის შემცველ პოლიესტერამიდებს, უჯერ პოლიესტერამიდებს ფუმარის მჟავას საფუძველზე, ახალი კლასის ეპოქსიპოლიესტერამიდებს, წამლების/ბიოპრეპარატების კონტროლირებადი გამოყოფისა და უჯრედშიგა ტრანსპორტის ახალ სისტემებს ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე, წამლებისა და ბიოაქტიური ნაერთების კოვალენტურ/არაკოვალენტური შეკავშირებით ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპოზიტების მისაღებას რბილ პირობებში და სხვ.

სალექციო კურსის ერთ-ერთი თავი ეძღვნება გელების, განსაკუთრებით კი ჰიდროგელების დახასიათებას, მიღებასა და გამოყენებას ქიმიურ კვლევებსა და ტექნოლოგიებში, აგრეთვე სხვადასხვა სახის ბიოდეგრადირებად ამფიფილურ სისტემებს.

გამოცემა მნიშვნელოვან და აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სტუდენტებს, ასევე დაინტერესებულ მკითხველს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოლიმერული ბიომასალების დარგში.

 

 

image-1
თ. ისაკაძე, ლ. კობახიძე

კვების პროდუქტების გაცივების, გაყინვისა და შენახვის თეორიული საფუძვლები

უაკ: 641

სალექციო კურსში განხილულია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გაცივების, გაყინვისა და შენახვის პროცესის თეორიული საფუძვლები, ქიმიური და ბიოლოგიური ცვლილებები კვების პროდუქტების გაყინვის დროს; აღწერილია გაცივებისა და გაყინვის პროცესების მიმდინარეობა პროდუქტის სიცივით დამუშავებისას.

გამოცემა განკუთვნილია საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო მოწყობილობების პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

 

image
ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი, ჟ. გოგიაშვილი

ღრმა სწავლება

უაკ: 004.85

თქვენს წინაშეა ქართულ ენაზე დაწერილი ლექციების პირველი კურსი ღრმა სწავლების შესახებ. ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების ნაირსახეობა, რომელიც ანიჭებს კომპიუტერს უნარს ისწავლოს გამოცდილებაზე და შეიცნოს სამყარო კონცეფციათა იერარქიით. ლექციებში გადმოცემულია შემდეგი საკითხები: ღრმა სწავლების განვითარების ისტორიის ასპექტები, მრავალშრიანი სრულადბმული ნეირონული ქსელები, ღრმა სწავლების ბიბლიოთეკების გამოყენება, კონვოლუციური ნეირონული ქსელები და ღრმა ნარჩენი ქსელები, ნიშანთა ვიზუალიზაცია და ინტერპრეტაცია კონვოლუციურ ქსელებში, სწავლება მასწავლებლის გარეშე, რეკურენტული ნეირონული ქსელები, ღრმა ნეირონული ქსელების სწავლების გადატანა, ღრმა სწავლების ფილოსოფია.

ღრმა მოდელები აღმოჩნდა იმ გასაღებად, რომელიც უდგება ყველა საკეტს ერთდროულად: ახალი არქიტექტურები და სწავლების ალგორითმები, ასევე გაზრდილი გამოთვლითი სიმძლავრეები და მონაცემთა გაჩენილი უზარმაზარი კოლექციები იქცა იმ ფაქტორებად, რომლებსაც მოჰყვა რევოლუციური გარღვევები კომპიუტერულ ხედვაში, მეტყველების გამოცნობაში, ბუნებრივი ენის დამუშავებაში, რეკომენდაციების მაგენერირებელ ონლაინურ სისტემებში, ბიოინფორმატიკასა და ვიდეოთამაშებში, ასევე მანქანური სწავლების მრავალ სხვა ამოცანაში.

კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის სხვადასხვა პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებსაც უნდათ ღრმა სწავლების გამოყენება თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად.

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი, ჟ. გოგიაშვილი

ღრმა სწავლება

უაკ: 004.85

თქვენს წინაშეა ქართულ ენაზე დაწერილი ლექციების პირველი კურსი ღრმა სწავლების შესახებ. ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების ნაირსახეობა, რომელიც ანიჭებს კომპიუტერს უნარს ისწავლოს გამოცდილებაზე და შეიცნოს სამყარო კონცეფციათა იერარქიით. ლექციებში გადმოცემულია შემდეგი საკითხები: ღრმა სწავლების განვითარების ისტორიის ასპექტები, მრავალშრიანი სრულადბმული ნეირონული ქსელები, ღრმა სწავლების ბიბლიოთეკების გამოყენება, კონვოლუციური ნეირონული ქსელები და ღრმა ნარჩენი ქსელები, ნიშანთა ვიზუალიზაცია და ინტერპრეტაცია კონვოლუციურ ქსელებში, სწავლება მასწავლებლის გარეშე, რეკურენტული ნეირონული ქსელები, ღრმა ნეირონული ქსელების სწავლების გადატანა, ღრმა სწავლების ფილოსოფია.

ღრმა მოდელები აღმოჩნდა იმ გასაღებად, რომელიც უდგება ყველა საკეტს ერთდროულად: ახალი არქიტექტურები და სწავლების ალგორითმები, ასევე გაზრდილი გამოთვლითი სიმძლავრეები და მონაცემთა გაჩენილი უზარმაზარი კოლექციები იქცა იმ ფაქტორებად, რომლებსაც მოჰყვა რევოლუციური გარღვევები კომპიუტერულ ხედვაში, მეტყველების გამ¬ოცნობაში, ბუნებრივი ენის დამუშავებაში, რეკომენდაციების მაგენერირებელ ონლაინურ სისტემებში, ბიოინფორმატიკასა და ვიდეოთამაშებში, ასევე მანქანური სწავლების მრავალ სხვა ამოცანაში.

კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის სხვადასხვა პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებსაც უნდათ ღრმა სწავლების გამოყენება თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად.

 

 

image-1
მ. თოფურია, ა. გოგოლაძე, ა. სურმავა

მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად ზოგად ჰიდრავლიკაში
მეორე შევსებული გამოცემა

უაკ: 532

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ის ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჰიდრავლიკის თეორიული კურსის პარალელურად.

პრაქტიკუმი ზოგად ჰიდრავლიკაში მიზნად ისახავს, სტუდენტთა თეორიული ცოდნის განმტკიცებას, მათთვის ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკის დაწვრილებით გაცნობას და აუცილებელი ჩვევების გამომუშავებას დამოუკიდებელი ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევისთვის. პრაქტიკუმის შედგენისას გავითვალისწინეთ გადმოცემული მასალის რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოება, რათა ის დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი ჰიდრავლიკის კურსის დამოუკიდებლად შესწავლაში.

განსახილველი საკითხის თეორიიდან ზოგადი ცნების მოკლედ გადმოცემის შემდეგ თითოეულ სამუშაოში მოცემულია შესაბამისი ექსპერიმენტული დანადგარის აღწერა, სამუშაოს მიზანი, მისი შესრულების თანამიმდევრობა და გაზომვებისა და გამოთვლების შედეგების ჩასაწერი ჟურნალი.

პრაქტიკუმში აღწერილია 10 ლაბორატორიული სამუშაო.

ლაბორატორიული სამუშაოს დაწყებამდე თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ამ პრაქტიკუმში აღწერილი სამუშაო და მის გარშემო მასწავლებელთან გაიაროს გასაუბრება თეორიულ საკითხებზე.

ექსპერიმენტულ დანადგარზე 4-5 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებლის ან ლაბორანტის მეთვალყურეობით ასრულებს დავალებას.

ჯგუფის თითოეულ სტუდენტს საზომი ხელსაწყოების ჩვენებები შეაქვს ლაბორატორიულ სამუშაოთა რვეულში, რის შემდეგაც იწყებს ცდის მონაცემების დამუშავებას.

გამოთვლების დამთავრების შემდეგ სტუდენტი მასწავლებელს აბარებს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.