უაკ: 621.313.33
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ასინქრონული ძრავას ძირითადი მახასიათებლები, სიხშირული მართვის თეორიული ნაწილი. მოცემულია განივ-იმპულსური და სივრცით-ვექტორული სიხშირის გარდამსახების მუშაობის პრინციპები, სამრეწველო დანიშნულების ვექტორული მართვის სიხშირის გარდამსახების სქემები და მუშაობის პრინციპები.გამოცემა განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის მიმართულების ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავისა და ელექტრომექანიკის სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 331.015.11:389.6:621.01
მეთოდიკურ მითითებებში წარმოდგენილია საკურსო მოცემულობები, კვანძების კონსტრუქციების აღწერა და მათი ტექნიკური დახასიათებები; მოცემულია რეკომენდაციები ჩასმების სწორად შესარჩევად სხვადასხვა სახის შეერთებისათვის,ასევე საცნობარო მასალა დეტალების ნახაზების გასაფორმებლად. შემუშავებული მეთოდიკური მითითებების გამოყენება შეიძლება როგორც პრაქტიკული, ისე საკურსო და საკვალიფიკაციო ნამუშევრების შესასრულებლად.
უაკ: 629.1.014
სალექციო კურსში გაშუქებულია ქანების მასივის მდგომარეობის მართვა ღია წესით დამუშავებისას. ლექციების კურსში მოცემულია მოკლე ცნობები ქანების დეფორმაციის ფორმების შესახებ ღია წესით დამუშავების დროს; განხილულია ქანების დეფორმაციაზე მოქმედი ფაქტორები; საფეხურის (ნაყარის) მდგრადობის ანგარიში. განმარტებულია კარიერის გვერდების და ნაყარის მდგრადობის უზრუნველყოფის ხერხები. მოცემულია საკარიერო ველის დაშრობის ტექნიკური საშუალებები. გამოცემა განკუთვნილია „ღია სამთო სამუშაოების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს პრაქტიკულ საქმიანობაში სამთო საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 622.791
სალექციო კურსში აღწერილია კოროზიის მოვლენა, მისი მნიშვნელობა ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. განხილულია ძირითადი ელექტროქიმიური და კოროზიული განმარტებები, კანონზომიერებები და ექსპერიმენტული მონაცემები. დაწვრილებით აღწერილია მოვლენების თერმოდინამიკური და კინეტიკური მხარეები. განხილულია კოროზიის კონტროლის, ინსპექციის და დაცვის მეთოდები. გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 638.24
სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო კურსის „შესავალი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ სილაბუსის მიხედვით. მასში მოცემულია 15 სალექციო თემა. განხილულია ადამიანური რესურსების მართვის მეთოდები, ამოცანები, შრომითი კოლექტივის სახეები მათი ფორმირების გზები და სხვ. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის.
უაკ: 546:547:517
დამხმარე სახელმძღვანელოში ტოპოლოგიური ინდექსების მეთოდის ბაზაზე განხილულია არაორგანული და ორგანული ნაერთების აღნაგობასა და მათ ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს შორის კავშირის მათემატიკურ-ქიმიური კვლევის შედეგები.ნაშრომი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და თანამედროვე თეორიული ქიმიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 621.8
სალექციო კურსში განხილულია სამრეწველო საწარმოთა ტვირთნაკადები, მექანიზაციის საშუალებების ფუნქციური დანიშნულება, კონსტრუქციული და კინემატიკური აგებულება და გაანგარიშების საკითხები. გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 69.057.16
სალექციო კურსში განხილულია მილების წარმოების ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტის კონსტრუქციები და აღჭურვილობა. სალექციო კურსში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების, ისე დამხმარე ოპერაციების დაგეგმარების საკითხები, მათი გეომეტრიული, დეფორმაციული, კინემატიკური და ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკები. ლექციების კურსი შეიცავს სხვადასხვა სახის მილების გლინვის ტექნოლოგიური პროცესების ანგარიშის მეთოდებს. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 626/627
სალექციო კურსი მთლიანად ორიენტირებულია ჰესების მექანიკური ნაწილის საექსპლუატაციო პერსონალის მომზადებაზე ენერგოსისტემის მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტექნიკურ პერსონალს.