უაკ: 551.49
სალექციო კურსი „ზოგადი ჰიდროგეოლოგია“ შედგენილია გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ ბერდი ზაუტაშვილის სახელმძღვანელოს „ზოგადი ჰიდროგეოლოგია“ (თსუ, 1997 წ.) მიხედვით. მასში განხილულია დედამიწის ჰიდროსფეროს წარმოშობა, განაწილება და მიმოქცევა; დახასიათებულია წყლის სახეობანი ქანებში, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს აგებულება, მიწისქვეშა წყლების გენეზისი და ზონალობა, წყლის მიმოქცევა მიწისქვეშა ჰიდროსფეროში და ქანების წყლოვან-კოლექტორული თვისებები, განხილულია მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებები და შედგენილობა, მიწისქვეშა წყალშემცველი სისტემები, მიწისქვეშა წყლების ძირითადი ტიპები, მათი გამოყენებისა და დაცვის საკითხები. გამოცემა განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი გამოადგება გეოლოგიის დარგის სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
სალექციო კურსში, წარმოდგენილია მსოფლიოში ფართოდ განვითარებული არხების კომუტაციის მეთოდი, ამ მეთოდით აგებული ქსელები და სისტემები, აღწერილია მათი კომპონენტები. ექსპლუატაციაში შევიდა პროგრამული მართვის მქონე საკომუტაციო სადგურები. ეს იყო წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებლობა შექმნა მომსახურების სახეების ორგანიზება განხორციელებულიყო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე. ინტელექტუალური ქსელების კონცეფცია ითვალისწინებს მომსახურების პროცედურების უზრუნველყოფის ფუნქციურ განაწილებას, მათ საერთაშორისო სტანდარტებით სპეციალიზაციას, რაც საშუალებას აძლევს კავშირგაბმულობის ქსელების ოპერატორებს დანერგონ მომსახურების ახალი სახეები თავიანთი ქსელების ინფრასტრუქტურის მაქსიმალური ეფექტურობის გამოყენებით. განხილული საკითხები წიგნში ჩამოყალიბებულია თავებად: გადაცემის მრავალარხიანი სისტემები; სატელეკომუნიკაციო ქსელებში გამოყენებული სიგნალები; კაბელები სატელეკომუნიკაციო ქსელებში; რადიოკავშირი; რადიოკავშირის ხაზები; მოძრავი კავშირის სისტემები და ქსელები;თანამგზავრული კავშირის სისტემები; უძრავი და მოძრავი გამოსახულების გადაცემა; ტელეხედვა; ტელეკომუნიკაციის ქსელებისა და კომუტაციის სისტემების აგების პრინციპები; მომავალი თაობის ქსელების (NGN) არქიტექტურა და პროტოკოლები; ელექტრული კვების მოწყობილობები. ლექციების კურსი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის II კურსზე ამავე დასახელების საგნის შესწავლად. იგი შეიძლება გამოიყენონ ტელეკომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა, როგორც საცნობარო მასალა.
უაკ: 549
სალექციო კურსში განხილულია გენეტიკური მინერალოგიის არსი და ამოცანები, მინერალების გენეზისი და მათი გენეტიკური ნიშნები ცალკეული გეოლოგიური პროცესების შესაბამისად. გამოცემა გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს მინერალოგიით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.
უაკ: 550-8
სალექციო კურსში მოკლედ განხილულია დედამიწის წიაღში ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნისა და ძიების მეთოდები. ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპსა და სტადიაზე, დასახული ამოცანის გადაწყვეტა, გარემოებების მრავალფეროვნებების გამო, ცალკეული მეთოდების თანამიმდევრულ და ხშირად კომპლექსურ გამოყენებას ითხოვს. ამდენად ნაშრომში მოკლედ წარმოდგენილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის გეოლოგიური აგეგმვისა და გეოფიზიკური მეთოდების არსი, მათი ჩატარების თანამიმდევრობა; ჭაბურღილის კვლევის გეოფიზიკური მეთოდები; სტრუქტურების პერსპექტიულობის შეფასების გეოქიმიური მეთოდები; ნავთობისა და გაზის გეოლოგიური საძიებო სამუშაოების ჩატარებისას აეროკოსმოსური მეთოდები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სპეციალობის სტუდენტებისათვის, იგი მათ ამ დისციპლინის მოკლე კუსად გამოადგება.
უაკ: 659.127:659.132
სალექციო კურსში მიმოხილულია სამრეწველო პროდუქციის ბრენდის მოდელირების, კონსტრუირებისა და ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები, საჭირო მონაცემების შეგროვების, განმარტებისა და მათი გაანალიზების გზები, საფირმო სტილის ძირითადი ელემენტები და მახასიათებლები, განხილულია ბრენდის შექმნაში მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტების როლი. გამოცემა განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ის დააინტერესებს იმ პირებსაც, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პოლიგრაფიულ მრეწველობასთან.
უაკ: 664
სალექციო კურსში განხილულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო რეგულატორები, სარეგულირო ობიექტის თვისებები და ავტომატური მოწყობილობების ელემენტები. გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.7
სალექციო კურსში განხილულია მყარი წიაღისეულის გრავიტაციული გამდიდრების ტექნოლოგიის კვლევის კლასიკური და თანამედროვე მეთოდები. მოცემულია გრავიტაციული მანქანა-დანადგარების ტექნოლოგიური პარამეტრები და მათი რეგულირების საშუალებები, გრავიტაციული გამდიდრების ტექნოლოგიური მაჩვენებლების თეორიული მნიშვნელობების განსაზღვრის მეთოდები და ტექნოლოგიური სქემები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, გარკვეულ დახმარებას გაუწევს სამთო დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 621 774 35
სალექციო კურსში განხილულია მილების გლინვის პროცესებში მოქმედი ძალების განსაზღვრის მეთოდები. ლექციების კურსში შესულია გლინებზე მოქმედი ნორმალური და მხები ძაბვებისა და ძალების განსაზღვრა, საკონტაქტო ზედაპირზე გლინებსა და ლითონს შორის წნევის განაწილების თეორიების ანალიზი, ძაბვების ძირითადი დიფერენციალური განტოლების შედგენის და ამოხსნის ხერხები.სალექციო კურსი შეიცავს მილების გლინვის ტექნოლოგიური პროცესების გეომეტრიული, დეფორმაციული, კინემატიკური და ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრის და სხვადასხვა ტიპის მილსაგლინი დანადგარების კვანძებში მოქმედი ძალების ანგარიშის მეთოდებს.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.061
სალექციო კურსში „მცენარეული ნედლეულის საექსტრაქციო მოწყობილობები“ წარმოდგენილია მცენარეული ნედლეულის ექსტრაჰირების თეორიული საფუძვლები. გაკეთებულია ექსტრაქციის მეთოდების და მოწყობილობების კლასიფიკაცია, განხილულია მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები.გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და დაეხმარება აგრეთვე შესაბამისი პროფილის დოქტორანტებსაც.