image-1
ი. ლომიძე, გ. ხელიძე

ჰიდროტურბინების მონტაჟის, გამართვის, ექსპლუატაცის და რემონტის სპეცკურსი

უაკ: 621.224

სალექციო კურსში გაშუქებულია სამონტაჟო სამუშაოების პროექტის შედგენილობა, მონტაჟისთვის აუცილებელი მექანიზმები, სამარჯვები, მასალები, აგრეთვე ყველა ის ოპერაცია თუ მონტაჟის წარმოების მეთოდი და მიმდევრობა, რაც სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინისთვის არის დამახასიათებელი. ჩამოყალიბებულია ჰიდროტურბინების რემონტის ორგანიზაციისა და დაგეგმვის საკითხები, მოცემულია რემონტის სახეობები, მათი ჩატარების პროცედურები, ჰესების ტექნოლოგიური მართვისა და ექსპლუატაციის პირობები.
სალექციო კურსი შეესაბამება სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ მიერ გათვალისწინებული სალექციო კურსის იდენტური დასახელების სასწავლო საგნის სილაბუსს.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ ჰიდროენერგეტიკის სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. მანაგაძე

ძიების გეოფიზიკური მეთოდები

უაკ: 550.83

სალექციო კურსში აღწერილია საველე გეოფიზიკური მეთოდების ფიზიკური საფუძვლები, მიღებული შედეგების დამუშავება და ინტერპრეტაცია. განხილულია გეოფიზიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები გეოლოგიური ამოცანების გადასაწყვეტად.
კურსში, კვლევის მეთოდები წარმოდგენილია ცალ-ცალკე. თითოეული მეთოდის ბოლოს განხილულია მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები წიაღისეულის საბადოთა ძებნა-ძიებისას.
სალექციო კურსი გამოადგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე წიაღისეულის საბადოთა ძებნა-ძიების სპეციალობების სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი

კრიოგენული ტექნიკა

უაკ: 621.8

სალექციო კურსში მოცემულია კრიოგენული ტექნიკის არსი და მისი გამოყენება კვების მრეწველობაში. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა კრიოაგენტების გათხევადების საკითხებს, ზედაბალი ტემპერატურის მიღების ტექნოლოგიებს, აგრეთვე რეფრიჟერატორულ ციკლებს.
ნაშრომში განხილულია აირის მაცივარი მანქანების გაანგარიშების მეთოდები, როგორც ანალიტიკურად, ისე კომპიუტერული პროგრამის      მეშვეობით.
გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების  სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი

სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექმომსახურება

უაკ: 621.565

სალექციო კურსში მოცემულია სამაცივრო მანქანა-დანადგარების რემონტის, მონტაჟისა და ექსპლუატაციის საკითხები. წარმოდგენილია ავტომატიკის ხელსაწყოების, კომპრესორების ამძრავების, სამაცივრო მილგაყვანილობებისა და სამფაზიანი სისტემების სამონტაჟო და ტექნოლოგიური საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: „სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექმომსახურება“, „დგუშიანი კომპრესორები“, „როტაციული კომპრესორები“ და „ხრახნული კომპრესორები“. მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

 

 

image-1
ლ. გორგიძე, ნ. გაჩეჩილაძე

გეოტექნიკის საფუძვლები

უაკ: 622.011.4:693.625

სალექციო კურსში განხილულია საინჟინრო-გეოლოგიის ზოგადი კანონები და გრუნტების კლასიფიკაცია, გეოტექნიკური კვლევების სტადიები და ციკლები.
ნაშრომი ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტული გეოტექნიკური კვლევის მეთოდების და სტადიების, სატრანსპორტო, ხაზოვანი, ჰიდროტექნიკური და მიწისქვეშა მშენებლობის საკითხების განხილვაზე.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სალექციო კურსით შეიძლება ისარგებლონ აგრეთვე ხსენებული ფაკულტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამებით მოსწავლე სტუდენტებმა, რომლებიც გადიან საინჟინრო გეოლოგიის და სპეციალური საინჟინრო გეოლოგიის კურსებს.

 

 

image-1
ნ. ხაბეიშვილი

დიზაინის ისტორია

უაკ: 93/99:72.03

სალექციო კურსში თანამიმდევრულად მოცემულია დიზაინის განვითარების ისტორია, მისი ფორმირების ეტაპები, ფუნდამენტური ასპექტები და პრინციპები, ასევე დიზაინის თეორიის გაცნობიერებისთვის აუცილებელი თეორიული საკითხები: ერგონომიკა გარემოს დიზაინში, კონსტრუქციისა და დიზაინის კავშირი, მასალის როლი დიზაინში, ავეჯის დიზაინი და მისი სტილები, გრაფიკული დიზაინის თავისებურებანი, უნივერსალური დიზაინის კანონზომიერებები, ქუჩის ხელოვნება – სტრეეტ არტ და სხვ.
წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა არქიტექტურული დიზაინის, მათ შორის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის საკითხებს, ნაჩვენებია თანამედროვე საქალაქო გარემოს დიზაინის კრეატიული გადაწყვეტები, რომელთა შედეგადაც მიიღწევა გამომსახველობითი და ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე დიზაინის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

 

 

image-1
ა. გოჩოლეიშვილი, ზ. ლებანიძე, დ. კუპატაძე

გვირაბების მშენებლობის თანამედროვე მეთოდები

უაკ: 622.26:622.268.4./5

სალექციო კურსში „გვირაბების მშენებლობის თანამედროვე მეთოდები“ განხილულია: ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების გაყვანის პროცესის რაციონალური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდიკა; სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე, გვირაბების გაყვანის ტექნოლოგიები; გვირაბის მშენებლობის არსებული და თანამედროვე მეთოდები (ახალავსტრიული, ნორვეგიული, იტალიური); ღია წესით გაყვანილი გვირაბების სამაგრის სტატიკური გაანგარიშება; ფეთქებადი ნივთიერების მუხტების ინიცირების თანამედროვე სისტემები.
წიგნი დაეხმარება სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.

 

 

image-1
ი. ლომიძე, ი. ნონიევი

ჰესების რეაბილიტაცია (ჰიდრომექანიკური ნაწილი)

უაკ: 621.311.21:532

სალექციო კურსში განხილულია ჰიდროელექტროსადგურების ჰიდრომექანიკური ნაწილის რეაბილიტაციის საკითხები, კერძოდ, სარეაბილიტაციო კვანძების არჩევის კრიტერიუმები, ტექნიკური აუდიტის შედეგების გამოყენება რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი ვარიანტის არჩევაში, საპროექტო დოკუმენტაციის და ბიზნესგეგმის შემუშავების პრინციპები, დაფინანსების წყაროების ძიება და მათი სამართლებრივი საფუძვლები, სამუშაოების ჩატარების კონტრაქტორის არჩევის კრიტერიუმები და პროცედურები, კონტრაქტების გაფორმების პირობები და კრიტერიუმები, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ტექნიკური და ფინანსური კონტროლი, შრომის უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის საკითხები, სამუშაოების მიღების პროცედურა და დოკუმენტაციის მომზადება და სხვა.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“, „ჰიდროენერგეტიკის“ სპეციალიზაციის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს ამავე პროგრამის სხვა სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და ენერგეტიკაში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

 

 

image-1
თ. მჭედლიშვილი, ბ. ნავროზაშვილი, ვ. ქირია, ხ. ამყოლაძე

მანქანებისა და ხელსაწყოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი

უაკ: 62-52

სალექციო კურსში მოცემულია მეცნიერული კვლევებისა და დაპროექტების მანქანა-ხელსაწყოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. განხილულია პარამეტრებისა და მაჩვენებლების შერჩევისა და სისტემატიზაციის, მათემატიკური მოდელირებისა და საკონსტრუქტორო გადაწყვეტილების ოპტიმიზაციის საკითხები.
წიგნი განკუთვნილია „მექანიკის ინჟინერია და სამრეწველოების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ამავე დროს იგი გამოადგება სხვა მონათესავე სპეციალობის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.