უაკ: 658.52.011.56
სალექციო კურსში განხილულია მანქანათმშენებლობისა და სხვა ტიპის ინდუსტრიული წარმოების, ასევე მქუბუქი მრეწველობისა და სურსათის, საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს შეფუთვის საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები და სატრანსპორტო-სასაწყობო სისტემების ფუნქციური, სტრუქტურული და კონსტრუქციული სქემების, გამოყენებული და რეკომენდებული აღჭურვილობის, ავტომატიზებული და ავტომატური უბნების, ხაზების, საამქროების დაპროექტების, აგების პრინციპები და ხერხები.ნაშრომი გათვალისწინებულია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 331.015.11
სალექციო კურსში განხილულია ერგონომიკის საგანი, მისი მიმართულებები – ანთროპომეტრია, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის ფიზიოლოგია და შრომის ჰიგიენა. სალექციო კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ერგონომიკის, როგორც სემეცნიერო დისციპლინის, სწორად გააზრებაში, სასწავლო მასალის სრულად ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ (საპროექტო) გამოყენებაში. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 622.323:662.764(479.22)
სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს საქართველოს ნავთობგაზიანი რეგიონების გეოლოგიური აგებულება. ნავთობისა და გაზის რეგიონული და ლოკალური დაგროვების დამოკიდებულება გეოლოგიურ აგებულებაზე, ნავთობისა და გაზის საბადოების აგებულების კანონზომიერებით არსებული წარმოდგენის განმტკიცება, ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიური კანონზომიერებები წიაღის ნავთობგაზიანობის პროგნოზირებისათვის. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.3:551.2
სალექციო კურსის პირველ ნაწილში გადმოცემულია თანამედროვე წარმოდგენები დედამიწის, როგორც პლანეტის წარმოშობის, შინაგანი აგებულების, ფიზიკური თვისებების, გეოლოგიურ მოვლენათა დათარიღების, ტექტონიკური მოძრაობების ბუნების, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ. მეორე, ძირითადი ნაწილი, ეძღვნება დედამიწის ზედაპირსა და მის წიაღში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების განხილვას; ნაჩვენებია ამ მოვლენების, როგორც დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებების მამოძრავებელი ძალების უნივერსალური ბუნება. სალექციო კურსი გათვალისწინებულია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი დაეხმარება მომიჯნავე დარგების მოსწავლე ახალგაზრდობას და გეოლოგიით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 31:63
სალექციო კურსში მოცემულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში ექსპერიმენტული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის საკითხები.სასოფლო-სამეურნეო და წყალსამეურნეო წარმოებების პირობებში სოფლის მეურნეობის დარგში ჩატარებული კვლევის საკითხების მეცნიერულ საფუძველზე გადასაწყვეტად დღევანდელ ეტაპზე აუცილებელია ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენება. ასეთ საკითხთა რიგს მიეკუთვნება ატმოსფერული ნალექების, აორთქლების, აორთქლებადობის, მცენარის წყალმოთხოვნილების, ნიადაგის წყლოვან-ფიზიკური თვისებების, ზედაპირული ჩამონადენის, მდინარის ხარჯების, და სხვა მახასიათებლების საანგარიშო მნიშვნელობების დადგენა და ამ მნიშვნელობებიდან მოსალოდნელი გადახრების განსაზღვრა. მელიორაციული ცდებისა და დაკვირვებების მონაცემების დამუშავება ვარიაციულ-სტატისტიკური მეთოდებით, სწორი დასკვნების გამოტანის მიზნით და ამ დასკვნების სარწმუნოობის შეფასება. მელიორაციული ღონისძიებებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას შორის ურთიერთკავშირის გამოკვლევა, ამ კავშირის დამაჯერებლობის შეფასება და მრავალი სხვა.მიუხედავად ასეთი დიდი მნიშვნელობისა, აღნიშნული მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ჯერ კიდევ სათანადო ადგილი არ აქვს დათმობილი მელიორაციული განხრის სპეციალობების სასწავლო პროგრამებში.სალექციო კურსი შედგენილია სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის სპეციალიზაციის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით და მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნული ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრას.
უაკ: 749.1:682.5
Лекционный курс посвящен основным принципам проектирования мебели, истории, этапам развития и стилям дизайна мебели. Материал курса призван научить студентов индивидуальному и комплексному проектированию мебели для интерьеров с различными функциями. „Дизайн мебели“ предназначен для студентов факультета архитектуры, градостроительства и дизайна Грузинского технического университета, которые в процессе учения проходят учебный курс дизайна мебели.
В лекционном курсе обсуждён и рассмотрен предмет эргономики, его основные на-правления - антропометрия, инженерная психология, физиология труда и гигиена труда. Цель курса - помочь учащимся научиться правильно осознать эргономику как научную дисциплину, полностью освоить учебные материалы и использовать их в практике (проектировании). Материал декций предназначен для факультета архитектуры, градостроительства и дизайна Грузинского технического университета - для студентов бакалавриата и магистратуры, которые в процессе учёбы изучают курс эргономики.
უაკ: 546:621.311
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგოქიმიურ-ტექნოლოგიური სისტემების შექმნის ძირითადი პრინციპები; წარმოდგენილია ენერგოტექნოლოგიური კვანძის ძირითადი ელემენტების დანიშნულება და მათში მიმდინარე პროცესების თერმოდინამიკური ანალიზი. მოცემულია რეკომენდაციები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად და მოყვანილია ანგარიშები კონკრეტული თემების მაგალითზე.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს ქიმიურ ტექნოლოგიაში გამოყენებულ ენერგოტექნოლოგიურ სისტემებზე მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 621.643.2:536.24
სალექციო კურსში მოცემულია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების თეორიის საფუძვლები, მათი ნაირსახეობების კონსტრუირების, დამზადებისა და გამოცდის ანალიზი. აღწერილია თითოეული მათგანის მუშაობის რესურსის გამოცდის შედეგები. მოყვანილია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების გამოყენებისა და დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემები. გამოცემა განკუთვნილია ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), მანქანათმშენებლობის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო- და აირმომარაგება) სფეროს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.