image-1
გ. წულეისკირი, ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

სამკუთხედის გეომეტრიის ზოგიერთი საკითხი
I ნაწილი

უაკ: 513

XIX საუკუნეში, ელემენტარულ გეომეტრიაში, ბევრი საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევების ერთ-ერთი შედეგია სამკუთხედის ელემენტებს შორის დამოკიდებულებების დადგენა. ყველასათვის ცნობილ სამკუთხედის შესანიშნავ წერტილებს, წრფეებსა და წრეწირებს შეემატა არანაკლებ შესანიშნავი წერტილების, წრფეების და წრეწირების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ გამოკვლევების აღწერილობა სათაურით „Новая геометрия треугольника“ შეადგენს პლანიმეტრიის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
უცხო ენებზე არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომლებშიც სისტემატიზებულად არის მოცემული სამკუთხედის გეომეტრიის სფეროში არსებული გამოკვლევების შედეგები. 1913 წელს გამოიცა პროფ. დ. ეფრემოვის ნაშრომი „Новая геометрия треугольника“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ასეთივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა 1962 წელს მოსკოვში გამოცემული იგივე დასახელების პროფ. ს. ზეგელის წიგნი, რომელიც წინამდებარე ნაშრომს დაედო საფუძვლად.  ავტორებმა ზედმიწევნით შეისწალეს და ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადეს ნაშრომში მოცემული თეორემები და დებულებები, განაზოგადეს ისინი არასაკუთრივი ელემენტების ცნების გამოყენების და კერძო შემთხვევების განხილვის გზით.
მონოგრაფია საინტერესო იქნება გეომეტრიით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.

 

 

image-1
ბ. გვასალია

სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების ოპტიმალური დაპროექტების მეთოდები

უაკ: 624.01

მონოგრაფიაში განხილულია სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტების ტრადიციული (კერძოდ, ცილინდრული  ზამბარის, შენობა-ნაგებობის ფუძის, სამღეროვანი სიმეტრიული წამწის, მართკუთხა, უბან-უბან მუდმივ განივკვეთიანი სვეტის და  ორტესებრი კოჭის პარამეტრების გაანგარიშების) მეთოდები, როგორც არაწრფივი მათემატიკური დაპროგრამების ამოცანები. მრავალი ცვლადის, მრავალექსტრემუმიანი მიზნის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მოსანახად გამოყენებულია ოპტიმიზაციის სტოქასტიკური, სახელდობრ, შემთხვევითი ძებნისა და სიმძიმის ცენტრების მეთოდები. აღნიშნული მეთოდები დასმულ ამოცანებს ყველაზე წარმატებულად გადაწყვეტენ.
ნაშრომში განხილული რეალური ამოცანების ამოხსნის თეორიულ მასალასთან ერთად დამუშავებულია კომპიუტერული პროგრამები. პროგრამების ფუნქციონირების საილუსტრაციოდ მოყვანილია რიცხვითი მაგალითები.
მონოგრაფია გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის, მეცნიერი მუშაკების, ინჟინერ-კონსტრუქტორების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ს. ფირალიშვილი

გეომეტრიულ ნიველობაში დამოკიდებული განაზომების გაწონასწორება

უაკ: 513

ნაშრომში განხილულია გეომეტრიულ ნიველობაში დამოკიდებული გაზომვების ჩატარების მეთოდები, თავისებურებანი, გამოყენების არეალი, უპირატესობანი და სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება მიქცეულია ასეთი განაზომების მათემატიკური დამუშავებისადმი, რადგან სწორედ ამ მოქმედებების სირთულეა მიზეზი დამოკიდებულ განაზომებზე პრაქტიკაში უარის თქმის. განხილულია ასეთი გაზომვების თავისებურებანი, ყველა შესაძლებელი ვარიანტი და მათი გაწონასწორება რეკურენტულ-პარამეტრული ხერხით. დეტალურადაა განხილული დამოკიდებული და დამოუკიდებელი გაზომვებით შექმნილი გეომეტრიული ნიველობის ქსელების გაწონასწორება. ყველა მეთოდში დადგენილია დადებით-უარყოფითი მხარეები და მოცემულია გაწონასწორების თანმიმდევრობა, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ყველა მეთოდისათვის ერთი კომპიუტერული პროგრამა და გამარტივდეს ასეთი კომბინირებული გაზომვების მათემატიკური დამუშავება რიგითი საინჟინრო პერსონალისათვის.

 

 

image-1
ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ვ. პირმისაშვილი, თ. თავაძე

ბუნებრივი კალთების და მიწის ნაგებობების ფერდოების მდგრადობის უზრუნველყოფის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები

უაკ: 624

მოცემულია ბუნებრივი კალთების და მიწის ნაგებობათა ფერდოების მდგრადობის ამაღლების არსებული ხერხების და მეთოდების კრიტიკული ანალიზი. შემოთავაზებულია აღნიშნული ამოცანის განხორციელების ახალი ტექნოლოგია ელექტროოსმოსის მოვლენის გამოყენებით.
განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
გ. მალაშხია

მოგების მეტათეორია ახალი ხედვა

უაკ: 003.13

ნაშრომში გადმოცემულია  მოგების სრულიად ახალი, არსებული თეორიებისაგან რადიკალურად განხვავებული, გაგება. ნაშრომი ადრე (2007 წ.) გამოცემული წიგნის „მოგების მეტათეორიის (რა არის სინამდვილეში მოგება?)“ გადამუშავებული და დაზუსტებული ვარიანტია.
განკუთვნილია მეცნიერ-მკვლევართა, სტუდენტებისა და ეკონომიკური თეორიის პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ვ. პირმისაშვილი

მონოლითურ მშენებლობაში მოუხსნადი ყალიბების გამოყენების კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტა

უაკ: 69.05(075.8)

განხილულია შენობის მონოლითური დაბეტონებისათვის არსებული მოუხსნადი ყალიბების კოსნტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკითხები. დაწვრილებითაა აღწერილი მონოლითურ ნაგებობათა ახალი ტიპის მზიდი, შემომფარგლავი ელემენტების კონსტრუირება, თბოტექნიკური გაანგარიშების მეთოდიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
დ. ნატროშვილი, გ. ბერიკელაშვილი, გ. სამსონაძე

წრფივი ალგებრისა და დისკრეტული მათემატიკის ელემენტები

უაკ: 512.51

ტრადიციულ მასალასთან (მატრიცები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები, ვექტორები, წირები და ზედაპირები, წრფივი სივრცეები და წრფივი ოპერატორები, ჯგუფები, რგოლები და ველები) ერთად სახელმძღვანელოში განხილულია საკითხები გამოყენებითი ალგებრის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა ბულის ალგებრების თეორია და გრაფთა თეორია, აგრეთვე კოდირების თეორიისა და კრიპტოგრაფიის ელემენტები. წიგნის მეორე ნაწილში მოცემულია სავარჯიშოები, რომლებიც თემატურად მჭიდროდაა დაკავშირებული თეორიულ ნაწილში გადოცემულ მასალასთან. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკისა და საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ბ. კოტია

ელექტრონ-პოლარონული გამტარობისა და დაბალტემპერატურული დრეიფული ძვრადობის კვანტური თეორიის საკითხები ნახევარგამტარებსა და იონურ კრისტალებში

უაკ: 539.21

განხილულია დროითი წონასწორული კორელაციური ფუნქციების ახალი, ზუსტი განზოგადებული კვანტური ევოლუციური (კინეტიკური) განტოლებების მიღება და გამოკვლევა დინამიკური სისტემებისთვის, რომლებიც ურთიერთქმედებს ბოზონურ (ფონონური) ველთან. მოცემულია ევოლუციური განტოლების გამოყვანის ორი მიდგომა.
კუბოს წრფივი გამოძახილისა და შეშფოთების თეორიაზე დაყრდნობით აგებულია ნახაევარგამტარებსა და იონურ კრისტალებში ელექტრონ-პოლარონული გადატანის მოვლენების თანამიმდევრული კვანტური თეორია კვაზინაწილაკის სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედების შემთხვევაში ფონონურ ველთან. გამოთვლილია გადატანის კინეტიკური (მექანიკური) კოეფიციენტები პოლარონის სხვადასხვა მოდელებისათვის.
განკუთვნილია მყარი სხეულის ფიზიკის, არაწონასწორული სტატისტიკური მექანიკისა და პოლარონის თეორიის სპეციალისტებისათვის. დიდ სარგებლობას მოუტანს აგრეთვე, მყარი სხეულების ფიზიკის მკვლევარებს, თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს (მაგისტრანტებს) და დოქტორანტებს.

 

 

image-1
ზ. მიქაძე, ც. ნამჩევაძე, თ. ჭუმბურიძე

მასობრივი მომსახურების გამოთვლითი სისტემების ანალიზი

უაკ: 681

გადაწყვეტილია რთული სამეცნიერო პრობლემა, როგორიცაა მაღალმწარმოებური, მტყუნებამდგრადი გამოთვლითი სისტემების სისტემური (ფუნქციონალური) დაპროექტების მეთოდებისა და თეორიის დამუშავება:
–უზრუნველყოფილია გამოთვლითი რესურსების არამწარმოებლური დანაკარგების ხარჯზე სისტემების მაქსიმალური გამტარუნარიანობა;
–განსაზღვრულია გამოთვლითი სისტემების მწარმოებლობა სიჭარბის შემცველი სისტემების როგორც ერთ, ისე მრავალქმედითუნარიან მდგომარეობაში ფუნქციონირებისას, ამოსახსნელი ამოცანის მახასიათებლების და მტყუნებათა სახეობების გათვალისწინებით;
–შეფასებულია და განსაზღვრულია ეფექტურობის მაჩვენებლები (რიგის სიგრძე, მოთხოვნის რიგში ყოფნისა და სისტემაში ყოფნის დრო);
–დადგენილია კონტროლის ოპტიმალური სახე.