image-1
ზ. კოვზირიძე

მოწინავე კერამიკული მასალები

უაკ: 669.018.95:621.793

განხილულია ტექნიკის დარგებში გამოყენებული კერამიკული მასალების მიღების ტექნოლოგია, თვისებები და გამოყენების სფეროები. შესწავლილია მყარი სხეულების სტრუქტურულ-მექანიკური, თერმომექანიკური, თერმული, ფიზიკურ-ქიმიური და თბოფიზიკური თვისებები. დადგენილია დამოკიდებულება სტრუქტურულ და მექანიკურ თვისებებს შორის. განხილულია როგორც ტექნიკის მოწინავე დარგებში გამოყენებული ჟანგბადიანი, ისე უჟანგბადო კერამიკული მასალები, ნაკეთობები: კარბიდების, ნიტრიდების და სილიციდების ნაერთებისაგან.
განკუთვნილია სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისა და კერამიკულ წარმოებაში მომუშავე პერსონალისათვის.

 

 

image-1
კ. მეიერ-ვეგენერი, გ. სურგულაძე, გ. ბასილაძე

საინფორმაციო სისტემების აგება მულტიმედიური მონაცემთა ბაზებით (ელექტრონული საარჩევნო სისტემის პროექტი)

უაკ: 004.5

განიხილება კორპორაციულ სისტემებში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებების, მათ შორის მონაცემთა მულტიმედიური საცავების დაპროექტების, პროგრამული და აპარატურული რეალიზაციის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე. შემოთავაზებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემის, როგორც რთული და დიდი სისტემის მოდელირების, ობიექტორიენტირებული დაპროექტების, ობიექტორიენტირებული ანალიზის და შემდგომი პროგრამული რეალიზაციის საკითხები. გაანალიზებულია დასმული პრობლემების გადაწყვეტის საზღვარგარეთული გამოცდილება, არსებული მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აუცილებელია ელექტრონული საარჩევნო სისტემის წარმატებით დასანერგად.
მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე ვებ-ტექნოლოგიების შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველისათვის.

 

 

image-1
†გ. შარაშენიძე

სახსრულ გადაცემათა დინამიკური მოდელების ფორმირების თეორიული საფუძვლები

უაკ: 629.472.7-629.4.077

მონოგრაფია ეძღვნება ვაგონებისა და დანადგარების სახსრულ-ბერკეტული მექანიკური გადაცემების რეალური დინამიკური მოდელების ფორმირების პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას. შექმნილია სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემებისა და ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების დინამიკური მოდელები, ჩატარებულია მათი სისტემატიზაცია. მოდელების ფორმირებისას შემოტანილია მოძრავი კოორდინატთა სისტემები. დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებების შედგენის მიზნით დამუშავებულია ამ მოძრაობათა აღძვრის საწყისი პირობები. დინამიკური მოდელების შექმნის თეორიული საფუძვლები გამოსადეგია ნებისმიერი სირთულის ბრტყელი და სფერული მექანიკური გადაცემის დინამიკური მოდელის ფორმირებისათვის.
წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებს, მეცნიერ მუშაკებსა და საინჟინრო პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახსრულ-ბერკეტული გადაცემების დაგეგმარების პირობებთან. 

 

 

image-1
ი. ყრუაშვილი

ღვარცოფები და მათთან ბრძოლის მეთოდები

უაკ: 631.423.2

განხილულია ღვარცოფული მოვლენები და მათი ბუნება, კლასიფიკაცია, გავრცელების არეალი მსოფლიოსა და კავკასიაში, ღვარცოფული მოვლენების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა. შემოთავაზებულია ბმული ღვარცოფების ზღვრული წონასწორობისა და მოძრაობის ძირითადი განმსაზღვრელი მაჩვენებლების ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული კვლევების ჩატარების მეთოდიკა და ანალიზი, ბმული ღვარცოფის ჩამოყალიბების პირობები და მათთან ბრძოლის მეთოდები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის აგრეთვე, იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების პროექტირება-მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაკავებულ ინჟინრებს.

 

 

image-1
კ. კამკამიძე, ი. ბერძენიშვილი, ე. კამკამიძე

გაზსადენი სისტემები, რისკების შეფასება და საიმედოობის უზრუნველყოფა

უაკ: 622.692.48

აღწერილია საქართველოს ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი სისტემების დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები. შეჯამებულია საფრთხეების ანალიზი და რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრისათვის შექმნილია სათანადო მოდელები და ალგორითმები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საიმედოობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია და აღწერილია პრევენციული ეფექტური სტრატეგია.
განკუთვნილია გაზსადენი სისტემების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. სარუხანიშვილი, მ. გუგეშიძე, დ. ერისთავი, ა. გოგიშვილი, თ. ნებიერიძე

რუსთავის მეტალურგიული წიდების ტექნოგენური ნედლეულისადმი მიკუთვნების ფიზიკურ-ქიმიური პრინციპები

უაკ: 669

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია რუსთავის მეტალურგიული საწარმოს წიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების 15-წლიანი შესწავლის ძირითადი შედეგები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ წიდების ღია ცის ქვეშ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, განლაგების შედეგად წარმოიქმნა თვისობრივად ახალი მასალა, რომლის გათვალისწინების გარეშე, მისი, როგორც ტექნოგენური ნედლეულის ოპტიმალური გამოყენების (რაციონალური უტილიზაციის) ამოცანის გადაჭრა, მართებული არ იქნება.
ავტორების მოსაზრებები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ზოგადად, მყარი ნარჩენების ტექნოგენური ნედლეულისადმი მიკუთვნების ფიზიკურ-ქიმიური ასპექტების შესახებ. მათი მართებულობის დასამტკიცებლად ლაბორატორიულ პირობებში განხორციელებულია  შეფერილი ტარის მისაღებად გამიზნული მინის მიღება წიდების გამოყენებით.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია მულტიმინერალურ ხელოვნურ და ბუნებრივ სისტემებში (სხვადასხვა სახის ზეგავლენის პირობებში) მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისათვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ მყარი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე, ჯ. ანელი

კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები

უაკ: 546.261+546.171.1

მონოგრაფიაში განხილულია კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე. მოცემულია მათი გამოყენების სფეროები.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი ასევე საინტერესო იქნება: სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
А. ДИДИДЗЕ

РЕЛИКТОВЫЕ АЛКАНЫ И НАФТЕНЫ В НЕФТЯХ ГРУЗИ

უაკ: 665.63

Целью работы являлось изучение индивидуальных насыщенных углеводородов, в основном реликтов, в различных фракциях нефтей месторождений Грузии. Основным методом исследования служила газожидкостная хроматография и хроматомасс-спектрометрия. Определены химические типы грузинских нефтей на основе относительного концентрационного распределения нормальных ( C12-C32) и изопреноидных ( iC14-C32 )  алканов в отбензиненных сырых нефтях (фр. 2000-КК).
Для характеристики нефтей установлен также структурно-групповой состав средней фракции 200-4300С (т.к. „тело нефти“). Приведены результаты изучения индивидуальных насыщенных углеводородов ( C5-C11 ) в легкой фракции НК-2000С. Рассмотрены основные методы их анализа, а также результаты по определению углеводородов ряда адамантана ( C10-C14 )   в нефтях различного химического типа месторождений Самгори-Сартичала (А1), Норио (Б1) и Мирзаани (Б2).
Монография предназначена для магистрантов и докторантов химических специальностей.

 

 

 

image-1
Р.Ш. ВАРСИМАШВИЛИ

ЗУБЧАТЫЕ ПЕРЕДАЧИ С ПЕРЕМЕННЫМ ПЕРЕДАТОЧНЫМ ОТНОШЕНИЕ

უაკ: 621:831

Зубчатые передачи с переменным передаточным отношением.
Р.Ш. Варсимашвили, доктор технических наук, профессор, академик инженерной академий Грузий, Тбилиси, Грузинский технический университет. 2015 г. 601 с.
Посвящаю Мариам и Луке.
Монография посвящена теории, конструирования, производства некруглых зубчатых колес плоских, пространственных зацеплении и передач с переменным углом между осями вращения колес. Рассмотрены новые зубчатые передачи, планетарные, волновые передачи и зубчатые вариаторы. Приведены кинематические схемы зуборезных станков с числовым программным управлением. Рассмотрен расчет на прочность. Изложен опыт изготовления и использования некруглых колес.
Монография окажет помощь преподавателям, научным работникам, конструкторам, докторантам, магистрантам и студентам.