image-1
ც. ბასილაშვილი, მ. სალუქვაძე, ვ. ცომაია, გ. ხერხეულიძე

კატასტროფული წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები საქართველოში და მათი უსაფრთხოება

უაკ: 551.482.311.578.215.48.8

მონოგრაფიაში სისტემატიზებული და გაანალიზებულია საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური მოვლენები: წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები. დაზუსტებულია მათი პარამეტრები, დადგენილია მათი მრავალწლიური დინამიკა, ცვლილების ტენდენციები და განვითარების მასშტაბები. შედგენილია მათი გავრცელების სქემატური რუკები. განსაზღვრულია მთავარ მდინარეთა მაქსიმალური ხარჯების ალბათური მნიშვნელობები სხვადასხვა უზრუნველყოფით და შემუშავებულია მათი გრძელვადიანი საპროგნოზო მეთოდიკა. შედგენილია, აგრეთვე, ღვარცოფებისა და თოვლის ზვავების განვითარების საპროგნოზო რუკები. კატასტროფების ნეგატიური შედეგების შერბილებისათვის შემუშავებულია საჭირო ღონისძიებათა რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური პროცესებით გამოწვეული ზარალის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, რომლებიც მუშაობენ გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გლაციოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროგეოლოგიის განხრით.

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ე. ბარათაშვილი, მ. კიკნაძე, მ. მაჭარაძე, ს. ზუმბურიძე

რეგიონის მდგრადი განვითარების პარადიგმა

უაკ: 330.34

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია დიდმასშტაბიანი ორგანიზაციული სისტემების ეფექტური დაგეგმვის კვლევისა და ანალიზის მეთოდები, მოდელები და ალგორითმები.
მიღებული მოდელების საშუალებით დამუშავებულია რეგიონის მდგრადი განვითარების მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელიც  ანალიტიკურ მოდელებს ეფუძნება და რეგიონის განვითარების სცენარების კვლევასა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა.
დამუშავებულია სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის ორგანიზაციული მოდელი.
განკუთვნილია დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციული სისტემების, რეგიონის მდგრადი განვითარების და სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის  კვლევისა და ანალიზის საკითხებით.

 

 

image-1
М.Г. Цинцадзе, †А.Н. Нариманидзе, Н.Г. Гегешидзе, Л.И. Схиртладзе, И.О. Гвелесиани

КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ МЕТАЛЛОВ С ОРТО-АМИНОПИРИДИНОМ И ЕГО МЕТИЛПРОИЗВОДНЫМИ

უაკ: 54

Книга посвящена химии координационных соединений галогенидов, тиоцианатов и нитратов марганца(II), кобальта(II), никеля(II), меди(II), цинка и кадмия с метилпроизводными орто-аминопиридина (орто-аминопиридин, орто-амино-2-, 4- и 5-метилпиридин ).
В книге приведены результаты квантово-химических расчетов влияния различных растворителей на комплексообразующую способность метилпроизводных орто-аминопиридина методом АМ1, которые дают указания о проведении синтеза с приведенными органическими лигандами, дается описание синтеза, физико-химических свойств, спектров координационных соединений металлов с перечисленными ацидолигандами и метилпроизводными ортоаминометилпиридина. Книга рассчитана на научных сотрудников, магистрантов, докторантов и специалистов, работающих в области неорганической, органической химии и химии координационных соединений.

 

 

image-1
ნ. გამყრელიძე

ინტერსუბიექტურობა და სოციალური ფაქტორი გერმანულ, ქართულ, რუსულ ფრაზეოლოგიზმებში ფილოლოგია

უაკ: 80

მონოგრაფიაში წარმოდგენილია უნივერსალური სემანტიკური კატეგორიის „ინტერსუბიექტური მიმართებებისა და სოციალური ფაქტორის“, კვლევა მის ზოგად კონცეპტუალურ შინაარსზე დაყრდნობით. განხორციელებულია ენობრივი ერთეულების ლინგვისტური სპეციფიკის კულტუროლოგიური ანალიზი ინტერლინგვური მეთოდით სინქრონულ-შეპირისპირებით დონეზე. კვლევის კონცეპტუალური ინტერპრეტაცია ეყრდნობა თანამედროვე ლინგვისტიკაში დომინანტურ – ლინგვო-კულტუროლოგიურ პარადიგმას.
მონოგრაფია განკუთვნილია ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
ნაშრომს აქვს კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა გერმანული ენის შემსწავლელი ქართული აუდიტორიისათვის. ჩატარებული ანალიზის შედეგები შეიძლება შემდგომში გამოყენებული იყოს გერმანული ენის პრაქტიკული სწავლებისას, ასევე ფრაზეოლოგიური ლექსიკონების შედგენისას, გერმანული ენის ლექსიკოლოგიის, კულტუროლოგიის და შედარებითი ტიპოლოგიის სალექციო კურსებში. 
მონოგრაფია შედგება: შესავლის, სამი თავის, დასკვნითი ნაწილის, ორი დანართისა და გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სიისაგან.

 

 

image-1
გ. ცინცაძე, ა. მამულაშვილი

ციანატები და ფულმინატები

უაკ: 546.268.1:662.412

მონოგრაფია „ციანატები და ფულმინატები“ ეძღვნება არაორგანული ნივთიერებების ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კლასის - ფსევდოჰალოგენიდების, კერძოდ, ციანატების და ფულმინატების შესწავლას.
მოცემულ ნაშრომში დეტალურად არის განხილული ციანატ- და ფულმინატიონების შემცველი როგორც მარტივი, ისე კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, თვისებები, აღნაგობა, ციანატ- და ფულმინატ იონების ლითონებთან კოორდინირება.
ნაშრომი განკუთვნილია კოორდინაციული ქიმიით დაინტერესებული მეცნიერების, უმაღლესი სასწავლებლის ქიმიის, ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის.

 

 

image-1
მ. ჩიქავა

მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური თავისებურებები და პრევენციული ფარმაკოთერაპია

უაკ: 615.015

განხილულია მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კლინიკური მიმდინარეობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები. რისკის ფაქტორთა და მათი კომბინაციების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია მიზანშეწონილ პრევენციულ ღონისძიებათა იერარქიული თანამიმდევრობა დიფერენცირებულად: პრაქტიკულად ჯანმრთელი, რისკისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების მქონე მოზარდთა ჯგუფებისთვის. დადგენილია ამ დაავადებათა ჰომეოპათიური პრევენციული ფარმაკოთერაპიის ეფექტურობა მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნათა შესაბამისად.
განკუთვნილია მეცნიერების, პრაქტიკოსი ექიმების, განსაკუთრებით პრაქტიკოსი ჰომეოპათების, ფარმაცევტების, სტუდენტებისა და მედიცინით დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც სურთ გაეცნონ ამ საინტერესო, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომის ძირითად არსს, ჰომეოპათიური წამლის თავისებურებებსა და ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებს გაეცნონ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალები და სტუდენტები, არამედ თვით მოზარდები და მათი მშობლები.

 

 

image-1
გ. ღვინეფაძე

ვისწავლოთ შემოქმედებითად აზროვნება!

უაკ: 001

მონოგრაფიაში განიხილება შემოქმედებითი აზროვნების მეთოდოლოგიების შემქმნელი სპეციალისტების დე ბონოს, პოიას, ალტშულერის და სხვათა ნააზრევი. ამგვარ კონცეფციებზე დაყრდნობით, შემოთავაზებულია ახლებური მიდგომა ზოგიერთი რთული პრობლემის გადასაწყვეტად.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის შემსწავლელი სტუდენტებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
ზ. გასიტაშვილი, მ. კიკნაძე, გ. კირცხალია

კომპიუტერული ქსელის მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები

უაკ: 681.3

განხორციელებულია მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე კომპიუტერული ქსელების დაპროექტების მეთოდოლოგიური გარემოს დამუშავება.
დამუშავებულია საკვლევი მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერული ცენტრების დაგეგმარებისა და მართვის ამოცანის ეფექტურ გადაწყვეტას და პროვაიდერული ცენტრების, როგორც ერთიანი სისტემის, გააზრებას.
განკუთვნილია მეცნიერი მუშაკების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპიუტერული ქსელების კვლევისა და დაპროექტების საკითხებით.

 

 

image-1
ც. ბასილაშვილი

მრავალფაქტორიანი სტატისტიკური მეთოდოლოგია წყალდიდობა – წყალმოვარდნების პროგნოზირებისათვის

უაკ: 001.8.551.482.215.3.627.14

შემუშავებულია მეთოდოლოგია სტატისტიკური რიგების ანალიზის, მათი მახასიათებლების დადგენის, ურთიერთდამოკიდებულებათა შეფასების, საპროგნოზო პრედიქტორების შერჩევის, ოპტიმალური საპროგნოზო მოდელის შედგენისა და საპროგნოზო განტოლებათა განსაზღვრისათვის შესაბამის შეფასებათა კრიტერიუმებით.
შედგენილია საქართველოს მდინარეთა წყალდიდობების ჩამონადენისა და მათი მაქსიმალური ხარჯების გრძელვადიანი (2-3 თვის დროულობის) და წყალმოვარდნების მოკლევადიანი (12-24 სთ-ის წინსწრებით) საპროგნოზო მეთოდები. წყლის მაღალი პიკის შემთხვევისათვის, მათი უსაფრთხოების მიზნით, შედგენილია ჩასატარებელ ღონისძიებათა რეკომენდაციები.
მდინარეთა საპროგნოზო მეთოდები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული წყალდიდობა-წყალმოვარდნებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სამეურნეო ორგანიზაციების მიერ.
შემუშავებული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი სახის მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება, ამიტომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს, ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა.
ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო შესაბამისი მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.