image-1
ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, ვ. ბოცვაძე, გ. არჩვაძე, თ. გორშკოვი, დ. შარაბიძე

განაწილებისა და დისტრიბუციის პროცესის მენეჯმენტი ლოგისტიკურ ცენტრებში

უაკ: 658.78:(075)

მონოგრაფია მიეკუთვნება საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის ორგანიზაციულ-ფუნქციურ სტრუქტურას, მოიცავს ფუნქციური და უზრუნველყოფის ქვესისტემის კომპლექსს, რომელიც ინტეგრირებულია სასაქონლო-მატერიალური ნაკადით.
მონოგრაფიაში პროდუქციის დისტრიბუციისა და განაწილების პროცესები შესწავლილია და კვლევის შედეგები განზოგადებულია სხვადასხვა ტიპის გამანაწილებელი ცენტრების მაგალითზე; ცენტრალური კომპანიების, თანამედროვე სამრეწველო ფირმების, საერთაშორისო და რეგიონული სადისტრიბუციო ცენტრების, საბითუმო და სპეციალური გამანაწილებელი ცენტრების მაგალითზე. 
ინტეგრირებული ლოგისტიკის და სატრანსპორტო-სასაწყობო ობიექტების გამოყენება ხელს შეუწყობს მიწოდებათა ჯაჭვების შექმნას, მართვას ISO-9000 და ხარისხის მენეჯმენტის სხვა პრინციპების თანახმად საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნებსა და ინტერმოდალურ საზღვაო გადაზიდვაში პროდუქციის მასობრივი ნაკადების მართვის სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირების დროს.
მონოგრაფია განკუთვნილია უნივერსიტეტებში სატრანსპორტო ლოგისტიკის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, სავაჭრო დარგისა და სატრანსპორტო გადაზიდვის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისათვის. 

 

 

image-1
შ. გაგოშიძე, მ. კოდუა, ი. საღინაძე, ი. ქადარია

სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური პროცესები

უაკ: 627.221.2

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში წარმოქმნილი სახიფათო გეომორფოლოგიური ცვლილებები, განპირობებული ჰიდროსაინჟინრო მშენებლობით მდინარეების – ენგურის, რიონისა და ჭოროხის წყალშემკრებ აუზებში. გამოკვლეულია ნაპირდამცავ ღონისძიებათა წარუმატებლად განხორციელების მიზეზები. კრიტიკულადაა შეფასებული უცხოური ფირმების მიერ საქართველოში განხორციელებული გარემოსდაცვითი და საზღვაო-ჰიდროსაინჟინრო ხასიათის პროექტები. შემუშავებულია ზღვის სანაპირო არეებში კალაპოტური პროცესებისა და საზღვაო-სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდრავლიკური გაანგარიშების ანალიზური და რიცხვითი მეთოდები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს სანაპირო ზოლის სტაბილიზაციასა და მდინარეთა შესართავებში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედო ექსპლუატაციას.
წიგნი ძირითადად მოიცავს ავტორთა მიერ, სხვადასხვა პერიოდში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის პროგრამა – "Black Sea Basin Joint Operational Programme 2007 – 2013" გრანტების ფარგლებში შესრულებულ კვლევათა შედეგებს. მასში გამოყენებულია საქართველოში მოქმედი მრავალი საპროექტო-კვლევითი ორგანიზაციის, კერძოდ, შპს "ნაპირდაცვის", სსიპ "თბილწყალგეოს", შპს "გამა კონსალტინგის" და სხვა ორგანიზაციების მონიტორინგული ხასიათის კვლევების ხელმისაწვდომი მასალა;
ნაშრომი განკუთვნილია სამდინარო და საზღვაო ჰიდროტექნიკური მშენებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

 

 

image-1
ს. პოჩოვიანი

მორწყვის რეჟიმების მართვის ავტომატიზებული სისტემა

უაკ: 658.012.011.56

მონოგრაფიაში განხილულია დაპროექტების მეთოდიკა როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის რეჟიმების მართვის ავტომატიზებული სისტემებისათვის (მთლიანობაში), ისე მისი შემადგენელი ინფორმაციული, მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ქვესისტემებისათვის.
ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე – მონაცემთა ბაზებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების დამპროექტებლებისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე, ნ. დარახველიძე

სიალონური და მცირევოლფრამიანი კომპოზიციური მასალები

უაკ: 546.261+546.171.1

მონოგრაფიაში განხილულია სიალონური და მცირევოლფრამიანი კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე. მოცემულია მათი გამოყენების სფეროები.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე საინტერესო იქნება სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. არველაძე

ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში

უაკ: 620.9:338.97

წიგნში აღწერილია მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისი, მოცემულია მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და დაძლევის გზების ძიება.

 

 

 

image-1
გ. ჩოგოვაძე, ა. ფრანგიშვილი, გ. სურგულაძე

მართვის საინფორმაციო სისტემების დაპროგრამების ჰიბრიდული ტექნოლოგიები და მონაცემთა მენეჯმენტი

უაკ: 004.5

მონოგრაფიაში განხილულია მართვის საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ობიექტორიენტირებული ანალიზის, დაპროექტების, დეველოპინგის, ტესტირების, დანერგვისა და რეინჟინერინგის საკითხები, UML/Agile/ITIL მეთოდოლოგიების, ბიზნესპროცესების IT-სერვისების უსაფრთხოების BSI/COBIT სტანდარტების, მონაცემთა რელაციური და NoSQL/NewSQL ტიპის ბაზების მართვის სისტემების გამოყენების საფუძველზე. მოცემულია აგრეთვე დაპროექტების ავტომატიზაციის და სერვისორიენტირებული სისტემების იმიტაციური მოდელების აგებისა და ანალიზის საკითხები პეტრის ფერადი ქსელებით (CPN). ექსპერიმენტული ნაწილი შესრულებულია უნივერსიტეტის, საფინანსო ბანკის, მულტიმოდალური გადაზიდვების სისტემის, ელექტრონული არჩევნების, შავი ზღვის ეკოლოგიის მონიტორინგის სისტემის და საწარმოო ფირმის მარკეტინგის საპრობლემო სფეროებისათვის. პრაქტიკული ამოცანები რეალიზებულია დაპროგრამების ჰიბრიდული ტექნოლოგიების (WPF, WF, WCF) გამოყენებით MsVisual Studio.NET Frame-work 4.5 ინტეგრირებულ პლატფორმაზე.
განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობათა ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის და მონაცემთა მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image-1
ვ. ზეიკიძე, გ. მაისურაძე, მ. ზურიკაშვილი

სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის განვითარება საქართველოში

უაკ: 338.1

წიგნში განხილულია, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობათა აქტივიზაციის ტენდენცია და სახელმწიფო საკუთრებაში კერძო კაპიტალის შეღწევის საკითხები, განხილულია სახელმწიფოს ფუნქციები და ქვეყნის შიგნით ეკონომიკის ცალკეული სფეროების განსახელმწიფოებრივებასთან დაკავშირებული ამოცანები.
იგი შეიძლება გამოიყენოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ყველა საფეხურის სტუდენტმა. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image-1
კ. ოდიშარია, ნ. წიკლაური, ნ. ცომაია, გ. ზირაქაშვილი

რისკის ანალიზისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ავტომატიზებული სისტემა

უაკ: 62-5

მონოგრაფიაში გაანალიზებულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების (იტ) როგორც ნებისმიერი მიზანდასახული სისტემის აუცილებელი კომპონენტის საყოველთაო გავრცელების დადებითი მხარეები და მასთან დაკავშირებული რისკები. ცალკეა წარმოდგენილი ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ორგანიზაციები რისკების მართვისას. ნაჩვენებია ასეთ პირობებში ორგანიზაციის პერსონალისაგან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობა და მათგან დაცვის პრობლემატიკა, წარმოდგენილია მიზანდასახული სისტემის (მზა) რისკმენეჯმენტის ზოგადი სისტემის აგების თანამედროვე მიდგომა.
მიგვაჩნია, რომ მონოგრაფიაში შემოთავაზებულ ამოცანათა გადაჭრის ზემოთ აღნიშნული თანამედროვე მეცნიერული მიდგომები და მეთოდები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მომუშავე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

 

 

image-1
ზ. ბოგველიშვილი

მრავალღერძიანი ავტომობილის შერესორების პნევმატიკური სისტემები
(თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები)

უაკ: 629.1.065

მონოგრაფია ეძღვნება მრავალღერძიანი ავტომობილის შერესორების პნევმატიკური სისტემების შექმნას, გაანგარიშებას, თეორიულ და ექსპერიმენტულ გამოკვლევებს, მათი გავლენის შესწავლას სვლის სიმდოვრეზე. მიღებული მათემატიკური მოდელები აღწერს პნევმოსისტემაში მიმდინარე თერმოდინამიკურ პროცესებს მუშა სხეულის მასის ცვლილების და გარემოსთან თბოგადაცემის გავლენის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ანალიზური გამოსახულებების საფუძველზე დამუშავებულია შერესორების პნევმატიკური სისტემების ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდიკები.
მონოგრაფია განკუთვნილია სატრანსპორტო სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, დარგის მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერ-კონსტრუქტორებისათვის.