ი. ლომიძე, გ. ხელიძე
ჰიდროტურბინები და შექცევადი
ჰიდრომანქანები

უაკ 621.224:621.224.7
ISBN 978-9941-28-153-2 (PDF)
232 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსი „ჰიდროტურბინები და შექცევადი ჰიდრომანქანები“ შედგენილია ამავე დასახელების საგნის სასწავლო პროგრამის მიხედვით. მასში განხილულია თანამედროვე აქტიური და რეაქტიული ჰიდროტურბინების მუშაობის პრინციპები, ჰიდროტურბინის გამდინარე ნაწილში სითხის მოძრაობის კანონზომიერებები, ჰიდროტურბინის მუშაობის ძირითადი (ეილერის) განტოლების ანალიზი, ენერგიის ბალანსი და ხარჯის რეგულირება ჰიდროტურბინაში, ენერგეტიკული პარამეტრების განსაზღვრის თეორიული დამოკიდებულებები, ჰიდროტურბინების გეომეტრიული, კინემატიკური და დინამიკური მსგავსების კრიტერიუმები, სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინების მოდელების ენერგეტიკული და კავიტაციური გამოცდების მეთოდიკა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნივერსალური და საექსპლუატაციო მახასიათებლების აგება, ჰიდროტურბინების ჰიდრომექანიკური და ელექტროჰიდრავლიკური რეგულატორების ტიპები, მათი პრინციპული სქემები. ჰიდროტურბინების გაქანების ბრუნვის სიხშირის, ჰიდრავლიკური ღერძული ძალის, სრული ღერძული ძალის და რეგულირების (რეგულირების გარანტიების) გამოთვლა.
გაშუქებულია აგრეთვე ჰიდრომანქანების შექცევადობის პრინციპი, შექცევადი ჰიდრომანქანების დანიშნულება და მათი გამოყენების პირობები, მათი სახეობები (ღერძული, დიაგონალური, რადიალურ-ღერძული), კონსტრუქციული სქემები და მათი გაანგარიშების პირობები სატუმბო და სატურბინო რეჟიმებში.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია“ ჰიდროენერგეტიკის სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- ჰიდროენერგეტიკული დანადგარები – †ი. ლომიძე, გ. ხელიძე, პ. სამსონაშვილი
- ფრთებიანი ტუმბოები – †ი. ლომიძე, †ნ. ქუთათელაძე, გრ. ხელიძე, დ. ნამგალაძე, ლ. შატაკიშვილი
- გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლები – †ი. ლომიძე, გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი, თ. კიზირია
- ჰიდროტურბინების რემონტისა და ექსპლუატაციის საფუძვლები – ი. ლომიძე †, ზ. ჩუბინიძე
- ჰიდროტურბინების მონტაჟის საფუძვლები – ი. ლომიძე †, ზ. ჩუბინიძე
- ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსი – †ი. ლომიძე, გრ. ხელიძე
- მიკრო-, მინი- და მცირე ჰესების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების დაპროექტება – 2 – ი. ლომიძე, გ. ხელიძე
- ჰიდროტურბინების მონტაჟის, გამართვის, ექსპლუატაცის და რემონტის სპეცკურსი – ი. ლომიძე, გ. ხელიძე
- ჰესების რეაბილიტაცია (ჰიდრომექანიკური ნაწილი) – ი. ლომიძე, ი. ნონიევი
- ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები – ი. ლომიძე, გ. ხელიძე, პ. სამსონაშვილი
- ენერგოაუდიტი სამრეწველო სექტორში Industrial Energy Audit – გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, ო. კიღურაძე, ი. ლომიძე თ. ჯიშკარიანი
- ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა I ნაწილი – თ. ბჟალავა, კ. გორგაძე, ა. ესაკია, ი. ლომიძე, ლ. მაცაბერიძე, მ. მეცხვარიშვილი, თ. ჩიჩუა