ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი

C++ ყველასათვის

image-1

უაკ 681.3.06

ISBN 978-9941-14-859-0

464 გვერდი

დამტკიცების თარიღი 11.10.2010


 

წიგნი ეძღვნება C++ ენის „გულს“– ძირითად მიდგომას (ობიექტების აგებას და მათ შორის თანამოქმედების მოწესრიგებას), რომლის გარეშე შეუძლებელია დაპროგრამების ამ ენის შესწავლა. მოკლე და მარტივი მაგალითების განხილვისას მკითხველი თანდათანობით ეცნობა ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების იდეათა წრეს და C++ ენის ძირითად კონსტრუქციებს. ამ წიგნის შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება საკმაოდ რთული პროგრამების დაწერა. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითადი იდეებისა და კონსტრუქციების ცოდნა C++ ენისა და ობიექტზე ორიენტირებული მრავალი სხვა ენის  სამყაროში ადვილად მოქმედების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს დამოუკიდებლად იმ ცოდნის მიღებას, რომელიც მკითხველს აკლია.
წიგნი განკუთვნილია საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეებისათვის, აგრეთვე ბაკალავრიატის პირველი-მეორე კურსების სტუდენტებისათვის.
C++ (რაც ქართულად ჟღერს როგორც  „სი პლუს პლუს“) საერთო დანიშნულების დაპრო-გრამების ენაა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაპროგრამების კომერციულ ენებს შორის C++  ენა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენად იქცა. იგი შექმნა დანიელმა პროგრამისტმა ბიორნ სტრაუსტრუპმა (დან. Bjarne Stroustrup) 1983 წელს  Bell Telephone Laboratories  კორპორაციის კომპიუტერულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობისას C  პროგრამული ენის შესაძლებლობათა გასაფართოებლად. C++ ენის სტანდარტის რატიფიკაცია მხოლოდ 1989 წელს მოხდა (ISO/IEC 14882:1998).  მისი მოქმედი ISO/IEC 14882:2003  ვერსია კი 2003 წელს არის მიღებული. ამჟამად დამუშავების პროცესშია ახალი სტანდარტი, რომელიც ცნობილია არაფორმალური  C++0x  სახელწოდებით (See plus plus oh ex).


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები