უაკ: 327/ k45
წიგნში განხილულია საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი თეორიული ასპექტები. ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ თეორიებსა და მის კონცეპტუალურ საფუძვლებზე. წარმოდგენილია საერთაშორისო პოლიტიკური აზრის აღიარებულ მკვლევართა შეხედულებები და გაანალიზებული მათი პოზიციები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული სკოლებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 626/627
სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის კაშხლებისა და წყალსატარი ჰიდროტექნიკური ნაგებობების სახეობები, მათი დაპროექტებისა და გაანგარიშების საკითხები.
მოცემულია გრუნტის მასალების სახეობები, მათი ძირითადი საანგარიშო დებულებები და კონსტრუქციული თავისებურებები. დამუშავებულია კაშხლების დაპროექტებისა და გაანგარიშების საკითხები.
განხილულია ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხლების სახეობები. მოცემულია მათი კლასიფიკაცია და კონსტრუქციები.
ყურადღება აქვს დათმობილი წყალსატარი ჰიდროტექნიკური ნაგებობების განხილვას. ნაგებობების სახეობების და კონსტრუქციულ თავისებურებებს.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტების სტუდენტებისთვის, აგრეთვე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების, დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე.
უაკ: 62
სახელმძღვანელო შედგენილია ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ აპრობირებული და დანერგილი სწავლების ინოვაციური მეთოდების მიხედვით, რომელიც ემყარება ინტერნეტ-რესურსების აქტიურ გამოყენებას და განათლების მოდერნიზაციის საფუძველია.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის შესწავლის ინოვაციური მიდგომის (მეთოდის) არსი შემდეგში მდგომარეობს: სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგის ორგანიზების საშუალებას იძლევა სხვადასხვა ჯგუფსა და კურსთან.
განკუთვნილია აგროინჟინერიის, წყლისა და ნიადაგის ინჟინერიის, აგრონომიის და აგროტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, შესაბამისი სილაბუსების მიხედვით დაეხმარება პროფესიული სასწავლებლებლების სტუდენტებს, ფერმერებსა და მიწათმოსარგებლეებს.
სახელმძღვანელოს წინა ყდის უკანა გვერდზე დამაგრებულია კონვერტი, რომელშიც განთავსებულია ელექტრონული მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ელექტრული ვერსია, რაც სტუდენტს საგნის ათვისებას საგრძნობლად გაუადვილებს.
უაკ: 615.46
სახელმძღვანელოში განხილულია იშვიათმიწა ელემენტების მედიცინაში გამოყენების მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები თითოეული ელემენტის ელექტრონული კონფიგურაცია, ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, გარკვეულ სარგებლობას მოუტანს სამედიცინო მასალათმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
უაკ: 638.244
სახელმძღვანელოს დანიშნულებაა ბაზრის განვითარების თანამედროვე დონეზე ენერგეტიკულ ობიექტებში აამაღლოს წარმოების მოცულობა და ხარისხის დონე. ასახულია ენერგეტიკულ ობიექტზე მიმდინარე საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მართვის გამოცდილება მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით.
მოცემულია წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფუნქციური კონცეფციები და მეთოდები. ოპერაციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერსპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიებში, მონაწილეობა მიიღოს განახლებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორად დაგეგმოს ფირმის სტრატეგიული განვითარების ორიენტირები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო, მენეჯერული და ეკონომიკური განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის [(ბაკალავრიატი - I-II თავი, მაგისტრატურა - III,IV,V,IVთავი, დოქტორანტურა - VII-VIII-IX-X თვი)], ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
უაკ: 613.6 (075.8)
განხილულია შრომის ჰიგიენის აქტუალური საკითხები, მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების ჰიგიენური დახასიათება, ასევე საწარმოო ფაქტორების ადამიანის ორგანიზმზე ბიოლოგიური ზემოქმედება და პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელთა წარმატებით გატარება უზრუნველყოფს ნებისმიერ საწარმოში შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოებაზე მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 613.6
განხილულია გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და ძირითადი პრინციპები; საწარმოო ნარჩენების გაუვნებლების უსაფრთხო და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, ნარჩენების წინასწარი მომზადებისა და მეორეული გადამუშავების სისტემები, გარემოზე სხვადასხვა საწარმოო ობიექტის ზემოქმედების მექანიზმი და შედეგი, სამეურნეო დარგების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები; საწარმოო ნარჩენებთან ადამი-ანის საქმიანობისა და ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების ღონისძიებები. აღწერილია სხვა-დასხვა ტექნოგენური წყაროს მიერ ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნის პროცესები. გაანალიზებულია განსაკუთრებით მავნე და საშიში საწარმოებისა და ტექნოლოგიების ტექნო-გენური ზემოქმედების შედეგების მინიმიზაციის ღონისძიებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ სტუდენტები-სათვის. დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხიხმგებელ პირებს.
უაკ: 338.14
სახელმძღვანელოში ლოგიკური თანამიმდევრობით განხილულია თემები: ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ბიზნესის მდგრადი განვითარების საფუძველი, კონკურენცია ბიზნესის უსაფრთხოებაში, ინფორმაციისა და შესაბამისი ანალიზის როლი მეწარმეობის მდგრად განვითარებაში, პერსონალის უსაფრთხოება, ბიზნესის დაზვერვა და საერთაშორისო ბიზნესის უსაფრთხოება, თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციური ტექნოლოგიები კომპანიის მენეჯმენტის სისტემის კონტექსტში, ბიზნესის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები.
ნაშრომი ბიზნესის უსაფრთხო განვითარებაზე შეიქმნა მოწინავე საზღვარგარეთული და ადგილობრივი ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლისა და გააზრების შედეგად. თეორიულ-მეთოდურ მასალასთან ერთად განხილულია ბიზნესის მდგრადი მართვის სფეროში წარმატებული ქვეყნებისა და კომპანიების გამოცდილება.
სასწავლო კურსი პირველი ცდაა იმ ყამირის ათვისებისა, რომელიც ბიზნესის მართვის ამ სფეროში არსებობს. მისი მიზანია სტუდენტებს მისცეს სათანადო ცოდნა და ჩვევები, რათა უკეთ გაერკვნენ გამოწვევებით სავსე ბიზნესგარემოს ტენდენციებში. აღნიშნული დაეხმარება მეწარმეობრივი ხედვის განვითარებაში, მისცემს მოტივაციას, თავად წამოიწყონ და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ბიზნესი.
განკუთვნილია შესაბამისი სფეროს მაგისტრატურისა და დოქტორატურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე იმ პრაქტიკოსი მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხოდ მართონ ბიზნესი.