image-1
მ. პაპაშვილი, ზ. გამეზარდაშვილი

საქართველო XIII-XVIII საუკუნეების ევროპულ სამყაროში

უაკ: 339.1.

მონოგრაფიაში უცხოურენოვანი და ქართულენოვანი წყაროების საფუძველზე გამოკვლეულია საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის რელიგიური, პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და კულტურული ურთიერთობის საკითხები. გაანალიზებულია დასავლურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის „რეალ-პოლიტიკის“ საფუძვლები, ქართულ-ევროპულ იდენტობის მახასიათებლები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლერანტულ დამოკიდებულებას საქართველოში მოღვაწე კათოლიკებისადმი; ნაჩვენებია დასავლური ფასეულობების მიმართ ქართველ სასულიერო იერარქთა და პოლიტიკოსთა დამოკიდებულება.

 

 

 

image-1
ლ. კლიმიაშვილი

წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემების საიმედოობა

უაკ: 628.1

განხილულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემების ნორმალური ფუნქციონირების პროცესი და გაუმართავი მდგომარეობის დახასიათება, საიმედოობის ძირითადი საკითხები, ნაგებობებისა და ელემენტების განმარტებები და მათი კომბინაციების საიმედოობის რიცხვითი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, წყლის მიწოდების რეზერვირების საკითხები, აგრეთვე ავარიებისა და მტყუნებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიღებისა და დამუშავების ხერხები.
მოცემულია დაპროექტების სტადიაზე და ექსპლუატაციის პროცესში წყალმომარაგების სისტემების ფუნქციონირების საიმედოობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კომპლექსური ანალიზი. 
შესწავლილია თბილისის წყალსადენის მილსადენების, მოწყობილობების საიმედოობის მაჩვენებლები და გაანალიზებულია მათი  პროგნოზისა და შეფასების შედეგები.
განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერ-მკვლევარების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
М. ШИЛАКАДЗЕ

ЛИФТОВЫЕ ПРИВОДЫ С ФРИКЦИОННОЙ ЛЕБЕДКОЙ

უაკ: 621.86

В работе приводятся основные вопросы проектирования лифтовых приводов с фрикционной лебедкой. Представлена методика расчета фрик­ционных приводов сог­ласно международным стандартам EN81-1:1998 и требованиям.
Подробно изложен метод определения реализуемой силы тяги фрик­ционной лебед­ки. Уточнено значение приведенного коэффициента трения в ручье шкива в зависимости от разных конструктивных параметров исполнения шкива.
Исследованы актуальные проблемы определения минимального коэффи­циента запа­са прочности для тягового каната лифтов. Представлены новые кинематические схемы лифтовых лебедок и их конструктивные решения.
Предназначена для конструкторов, инженерно-технических работников производства, инспекторов по технике безопасности, а также для всех сту­дентов механических специальностей – бакалавров, магистров, докторантов.

 

 

image-1
მ. წიქარიშვილი, მ. ვარდიაშვილი

ისტორიულ-კულტურული ძეგლების სისტემური მონიტორინგი და დიაგნოსტიკა

უაკ: 061.75:351.853

ნაშრომში განხილულია ისტორიულ-კულტურული ძეგლების სისტემური მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, დოქტორანტებს, კონსტრუქტორებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

 

image-1
მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი, ი. წერეთელი

ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის პარამეტრების შერჩევა და ამუშავების დინამიკური რეჟიმის ოპტიმიზაცია

უაკ: 625.52:624.94

განხილულია ერთმალიანი, ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ძირითადი პარამეტრების - სარელსო და საწევი ბაგირების, ამძრავისა და რედუქტორის და სხვ. გაანგარიშება და შერჩევა, როგორც დამჭიმტვირთიან, ისე უძრავად ჩამაგრებულ - ბოლოებიან სარელსო ბაგირების შემთხვევაში.
განხილულია აგრეთვე ბაგირგზის დინამიკური რეჟიმების დროს აღძრული მექანიკური რხევების ჩაქრობა, როგოც დამატებით ჩართული მექანიკური ელემენტების, ისე ძრავას მართვის საშუალებით.
განკუთვნილია სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია განხილული საკითხებით.

 

 

image-1
ო. ვერულავა

ხელოვნური ინტელექტი ინტელექტუალური აგენტების თეორია

უაკ: 612.821.3

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო ლიტერატურაში ინტელექტუალური აგენტების თეორია პირველი ნაშრომია, რომელიც ქვეყნდება ქართულ ენაზე. მიუხედავად მეცნიერული დარგების მრავალფეროვნებისა, რომლებსაც განიხილავს ინტელექტუალური აგენტების თეორია, ნაშრომში, დიდი მოცულობის გამო არ არის მოცემული ხელოვნური ინტელექტის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა სახეთა ამოცნობის თეორია, ნეირონული ქსელების მოდელირება და სხვა. აქედან გამომდინარე, ავტორს მიაჩნია, რომ შემდგომში საჭიროა ამ ხარვეზის გამოსწორება, შესაბამისი შინაარსის ნაშრომების შემუშავებით და გამოცემით.

 

 

image-1
დ. ჩომახიძე

საქართველოს ენერგეტიკა ეკონომიკა, რეგულირება, ტერმინოლოგია, სტატისტიკა

უაკ: 620.9(47.93)

ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგის − ენერგეტიკის განვითარების აქტუალურ თემებს. მდიდარ სამეცნიერო ლიტერატურასა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაშრომში გაანალიზებულია ენერგეტიკისა და მისი ცალკეული დარგების ეკონომიკისა და სახელმწიფო რეგულირების საკვანძო საკითხები. განმარტებულია მოქმედი ტერმინები, წარმოდგენილია მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების საპასპორტო მონაცემები, აგრეთვე სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში ენერგიაშემცველების წარმოებისა და მოხმარების, მათი გამოყენების ეფექტურობის შესახებ.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის; შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის; ყველასათვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის.

 

 

image-1
გ. ვარშალომიძე

საბურღი და ცემენტის ხსნარების დამუშავების ტექნოლოგიის საფუძვლები

უაკ: 622.24

ნაშრომი წარმოადგენს ნავთობზე და გაზზე ღრმა ჭაბურღილების გაყვანისა და გამაგრების დროს გამოყენებულ საბურღი და ცემენტის ხსნარებთან დაკავშირებულ საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური პრობლემების მთლიან კომპლექსზე არსებულ თანამედროვე შეხედულებების სრულ ინფორმაციას.
სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები საბურღი ხსნარების შესახებ, მეორეში – სატამპონაჟო მასალებზე და ხსნარებზე.
ფრიად საინტეროსო და ორიგინალურია მონოგრაფიის ის თავები, სადაც მოცემულია ავტორის პირადი სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეხება საბურღი და ცემენტის ხსნარების ხარისხის ასამაღლებლად ჩაისა და ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენების პერსპექტივებს.
ყველა განხილულ საკითხზე მოყვანილია ძალიან ფართო მასალა, რომლებიც სასარგებლო იქნება შესაბამისი სპეციალობის, როგორც სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, ასევე ნავთობის მომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისათვის.

 

 

image-1
გ. შარაშენიძე

რეფრიჟერატორული ვაგონის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის დინამიკური გამოკვლევა

უაკ: 625.23./.25

მონოგრაფიაში გამოკვლეულია რკინიგზის რეფრიჟერატორული ვაგონის მაცივარი მანქანის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის მახასიათებელი პარამეტრების დინამიკა. რეალური დინამიკური ფონის მიღების მიზნით შექმნილია გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სამ სახსრულ შეერთებაში. ჩამოყალიბებულია კვლევის ზოგადი თეორიული დებულებანი დამატებით მოძრაობათა განზოგადოებული ძალებისა და კოორდინატების გათვალისწინებით. მიღებულია გადაცემის დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებები კინემატიკური, ძალური და განზოგადოებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად. ჩატარებულია კვლევის თეორიულ შედეგებზე აგებული პროგრამის მიხედვით მანქანური გაანგარიშებანი და მოცემულია რეკომენდაციები კომპრესორის საიმედო მუშაობის შესახებ ოპტიმალური ღრეჩოსა და დინამიკური დატვირთვების მხედველობაში მიღებით.
წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ასევე მეცნიერების მუშაკებს, ვინც დაინტერესებულია ვაგონების დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის საკითხებით.