image-1
მ. თოფჩიშვილი

საქართველოში უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის განვითარების ასპექტები

უაკ: 663.236:615.327

მონოგრაფიაში ასახულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების განვითარების ძირითადი ასპექტები. მასში ლოგიკური თანამიმდევრობითაა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები, უალკოჰოლო სასმელების როლი და ადგილი მომხმარებლის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ისტორია და განვითარების თანამედროვე მდგომარეობა, უალკოჰოლო სასმელების ბაზრის კვლევა, მისი კონკურენტუნარიანობის შეფასება, კლასტერიზაცია, როგორც უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგია.
ნაშრომი დაეხმარება ბაკალავრიატისა და მაგისტრაურის სტუდენტებისათვის, უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ბ. გაფრინდაშვილი

მარიამ კერესელიძე დაკარგული ქართველი ქალი

უაკ: 92:82-94

წიგნი მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტის, მარიამ კერესელიძის ქარტეხილებით სავსე ცხოვრებაზე. ევროპაში დაბადებულსა და გაზრდილ მარიამს დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლო ენახა, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა. განგებამ მსოფლიოს რომელ კუთხეში აღარ გადაისროლა, მაგრამ საქართველოს ხილვა კი არ აღირსა.
მარიამის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, რადგან მასზე, ბოლო დრომდე ნაკლებად იწერებოდა. ჩვენ შევეცადეთ, მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღგვეწერა მარიამ კერესელიძის განვლილი გზა და მისი ნამოღვაწარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსაძიებელი და გამოსაკვლევი კიდევ ბევრია ამ უაღრესად საინტერესო ქალბატონის შესახებ, რაც იმედია სამომავლოდ განხორციელდება.
მასალების მოწოდებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ კერესელიძის ნათესავს - ლევან გლურჯიძეს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკს - გელა სულაძეს, ევროპაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს - გიორგი მამულიას და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს - მარიამ მარჯანიშვილს.

 

 

image-1
ი. ყრუაშვილი, ი. ინაშვილი

ნიადაგების ეროზიის პროგნოზირება სარწყავ მიწათმოქმედებაში

უაკ: 631.459.2

მონოგრაფიაში განხილულია ნიადაგ-გრუნტების წყლისმიერი ეროზიის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები; ნიადაგ-გრუნტებში ფიზიკურ-ქიმიური მიკროპროცესების გავლენა ეროზიაზე; ფილტრაციულ-კაპილარულ კანონზომიერებათა ჰიდროფიზიკური მახასიათებლები; თვითგარეცხვადი კალაპოტების ზღვრული წონასწორობის ჰიდრომექანიკური მოდელები; ბმული გრუნტის ზღვრული წონასწორობის მექანიკური მოდელი ჰიდროფიზიკური ფაქტორის გათვალისწინებით; ტურბულენტურ ნაკადში სიმღვრივის კონცენტრაციის გავლენა სიჩქარის განაწილების ეპიურაზე; ზედაპირული ჩამონადენის ჰიდრავლიკური რეჟიმის როლი ნიადაგ-გრუნტების ეროზიულ კანონზომიერებათა ფორმირებაში; ბუნებრივი კალაპოტების წყლისმიერი ეროზიული პროცესების საველე და ლაბორატორიული კვლევები. მონოგრაფიის ბოლოს მოცემულია ტექნიკური ტერმინოლოგია რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და სამშენებლო ფაკულტეტების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს სამელიორაციო სისტემების დაპროექტება-მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაინტერესებულ ინჟინრებს.

 

 

 

image-1
М. Цинцадзе, Г. Манвелидзе, А. Нариманидзе†, Н. Маисурадзе, Т. Гиоргадзе, И. Гвелесиани

ИЗОНИКОТИНОИЛГИДРАЗОН ФУРФУРАЛЬАЦЕТОНА (ЛАРУСАН) И ЕГО КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ С МЕТАЛЛАМИ

უაკ: 548.315

В монографии „Изоникотиноилгидразон фурфуральацетона (ларусан) и его координационные соединения с металлами“ приведены: краткая справка о методах исследования, данные по исследованию физико-химических свойств координационных соединений металлов с изоникотиноилгидразоном фурфуральацетона. С применением неводных (этанол, ацетон) или смешанных (вода-этанол) растворителей синтезировано 37 новых координационных соединений металлов с ларусаном. Установлена кристаллическая структура ларусана-моно­гидрата изоникотиноилгидразона фурфуральацетона. В книге также приведен анализ опубликованных структурных данных и теоретический (полуэмпирический) анализ колебаний координированных групп.
Данные о строении соединений получены при использовании современных физических и физико-хими­ческих методов исследования.
Монография предназначена для научных работников, химиков-неоргаников, магистрантов и студентов старших курсов химических специальностей.
Книга рассчитана на химиков, биологов, преподавателей высших учебных заведений, магистрантов и докторантов, и для всех заинтересованных лиц в этой области.
Обсуждение литературных данных и результатов ИК спектроскопии и рентгеноструктурного анализа (ведение и глава 1, 2,)  принадлежит д.х.н., проф. М.Цинцадзе; Разработка методики, условия синтеза и синтез координационных соединений (глава 1, 4 и 6) принадлежит к.х.н. Г.М. Манвелидзе и  к.х.н.  А.П. Нариманидзе; испытание противотуберкудезной активности координационных соединений -  к.х.н. Н.Л. Маисурадзе и -  к.м.н. И.О. Гвелесиани (глава 3); квантово-химическое исследование и обсуждение результатов (глава 5)  - к.х.н. Т.З. Гиоргадзе.

 

 

image-1
ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, დ. შარაბიძე

მიწოდებათა ჯაჭვის მენეჯმენტი

უაკ: 658.78(075)

მონოგრაფიაში დამუშავებულია საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკის სისტემის მიწოდებათა ჯაჭვების ორგანიზაციულ-ფუნქციური სტრუქტურის კვლევის მეთოდოლოგია, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი შექმნისა და განვითარების პრინციპები.
SCM-ის კონცეფცია არის ბიზნესის სტრატეგია მიწოდებათა ჯაჭვში. საქმიანობის ყველა სახის დაგეგმვა და მართვა წარმოადგენს ინტეგრალური ლოგისტიკის კონცეფციის ბუნებრივ გავრცელებასა და განვითარებას ფუნქციათა და ორგანიზაციათა შორის ლოგისტიკის კოორდინაციის თვალსაზრისით. SCM არის საკვანძო ბიზნესპროცესების მართვა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილი მასალა დაფუძნებულია მიწოდებათა ჯაჭვის მართვის ლოგისტიკის ოპერაციების ჩატარების სისტემური მართვის უცხოურ გამოცდილებაზე. მათი უნიკალურობა და ორიგინალობა ლოგისტიკის ორგანული პრობლემების კომპლექსური განხილვა და გადმოცემაა მიწოდებათა ჯაჭვების კოორდინირებული და ინტეგრალური ურთიერთკავშირი. განხილულ დებულებებს გარდა აკადემიური დანიშნულებისა სამეცნიერო მეთოდოლოგიური მნიშვნელობაც აქვს: მასში გადმოცემულია ეროვნული საექსპორტო პროდუქციის გლობალური მიწოდებათა ჯაჭვის აგების მეთოდოლოგიური საფუძვლები ინტერმოდალიზმის, სატრანსპორტო დერეფნებისა და მიწოდებათა ჯაჭვების კონტეინერმზიდებით საკონტინენტთაშორისო ტრანსპორტების ასპექტში.
მონოგრაფია შედგება შვიდი ნაწილისაგან: შესავალი მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში; კონკურენცია ლოგისტიკის საფუძველზე განვითარებულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; ოპერაციები ლოგისტიკაში; მიწოდებათა ჯაჭვების ინტეგრაცია; მიწოდებათა ჯაჭვების საკვანძო ბიზნესპროცესების მართვის საფუძვლები: საინფორმაციო სისტემები მიწოდებათა ჯაჭვებში, მომავლის ლოგისტიკა.
მონოგრაფია სრულყოფილად აღწერს მიწოდებათა პროცესში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს. იგი ხელს შეუწყობს მიწოდებათა პროცესში მომავალი ლოგისტიკის პერსონალის შემდგომ პროფესიულ ზრდას ახალი, მოწინავე მომავლის შექმნის თვალსაზრისით.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სატრანსპორტო ლოგისტიკის, ბიზნესადმინისტრირების, სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მონოგრაფია ორიენტირებულია საქმიანი ადამიანების ფართო აუდიტორიაზე, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვასთან, წარმოებასთან, ხელმძღვანელობასთან, თანამშრომლებთან, სატრანსპორტო-საექსპედიციო ფირმების, კომპანიათა მწარმოებლების, სავაჭრო კომპანიების, განსაკუთრებით შესყიდვების განყოფილების, მიწოდებისა და ლოგისტიკის განყოფილების მენეჯერებთან.

 

 

image-1
შ. გაგოშიძე

წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების ანალიზური მეთოდები

უაკ: 531.717.8:532.59

მონოგრაფია ეძღვნება წყლის დამყარებული ტალღური მოძრაობების თეორიულ კვლევას ზღვებისა და მდინარეების სანაპირო არეებსა და გრძივი განფენილობის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში (წყალსაცავებში, არხებში და ა.შ.). მონოგრაფიაში განხილული ამოცანები წყდება პირდაპირი და ასიმპტოტური მეთოდების გამოყენებით. მიღებულია სრულიად ახლებური შედეგები ზღვის ტალღების რეფრაქციისა და დინებებზე ტალღების გავრცელების წრფივ თეორიაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ სფეროში ქართულ ენაზე ფაქტობრივად არ არსებობს ორიგინალური ნაშრომი, უნდა მივიჩნიოთ, რომ მონოგრაფია, მასში განხილული თემატიკით, განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის. მასში მიღებული შედეგები მიზანშეწონილია საფუძვლად დაედოს საქართველოში პირველი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას საზღვაო და სამდინარო ჰიდრომშენებლობაში.
ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო გრანტ FR35/9-120/14-ის ფარგლებში.

 

 

image-1
ნ. თურქია, ვ. ბანცაძე

სიმეტრიული და არასიმეტრიული დამყარებული რეჟიმები ელექტრულ სისტემებში

უაკ: 512.83

წიგნის პირველ ნაწილში განხილულია დამყარებული რეჟიმების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც იყენებს მატრიცული ალგებრისა და ტოპოლოგიური ანალიზის ელემენტებს, აწარმოებს რეჟიმის პარამეტრების გაანგარიშებას ძაბვის სხვადასხვა საფეხურიან ქსელში ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით.
მეორე ნაწილი ეთმობა არასიმეტრიული რეჟიმების ანალიზსა და მისი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი მეთოდი განსხვავებულია არსებული მეთოდებისაგან. იგი იძლევა ერთდროული არასიმეტრიული დაზიანების ანალიზისა და გაანგარიშების საშუალებას.
მოცემული რთული ავარიული რეჟიმების გაანგარიშების მეთოდი იყენებს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კოსტანიანის მიერ შემოთავაზებულ პრინციპს – არაერთ ფაზა დაზიანებების წარმოდგენა ერთფაზა დაზიანებების ზედდებით. დამუშავებული გვაქვს ამ მეთოდის შემდგომი განვითარება და სათანადო მათემატიკური აპარატი, მიღებული გვაქვს ერთდროული ასიმეტრიების აღმწერი მათემატიკური მოდელი.
მონოგრაფია განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, დ. შარაბიძე

სატრანსპორტო ლოგისტიკისა და მიწოდებათა ჯაჭვის ეფექტიანობის მეთოდოლოგიური საფუძვლები

უაკ: 658.7(075)

მონოგრაფიაში განხილულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში გადაზიდვისა და დასაწყობების, დაპროექტებისა და ორგანიზაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
მოცემულია მიწოდებათა ჯაჭვის განსაზღვრა და დახასიათება. შესწავლილია მიწოდებათა ჯაჭვი, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური სისტემა, მისი ჩამოყალიბების თანამიმდევრობა, მოყვანილია მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, შესაძლო რისკები მიწოდებათა ჯაჭვის მუშაობის დროს.
მონოგრაფია სრულყოფილად აღწერს მიწოდების პროცესში ყველა ბიზნესპროცესს, რაც ხელს შეუწყობს მიწოდებათა ჯაჭვში მიმდინარე ბიზნესპროცესებს და მათი მომავალი ლოგისტიკის პროფესიულ ზრდას. ეს პროცესი ძალზე აქტუალურია მომავალი პროფესიონალების შემდგომი ზრდისთვის.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის, მიწოდებათა ჯაჭვის, ბიზნესის მართვის, გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის მაგისტრანტებისა და პროფესორ მასწავლებლებისათვის. იგი გამოადგებათ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს.

 

 

image-1
ლ. გრიგალაშვილი

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

უაკ: 657:657.63

მონოგრაფიაში გამოკვლეულია საქართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და აუდიტის თანამედროვე მდგომარეობა და შემოთავაზებულია მისი სრულყოფის წინადადებები; გაანალიზებულია უცხოეთში არსებული სააღრიცხვო და ფინანსური კონტროლის სისტემები, ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრების ნაშრომები, რეფორმის განხორციელების საკითხებში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილება და ამის საფუძველზე შემუშავებულია გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა.
ნაშრომი გარკვეულ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს და ზოგადად აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური კონტროლის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.