image-1
მ. მჭედლიშვილი

აირების აბსორბცია

უაკ: 66.071.7

სალექციო კურსში „აირების აბსორბცია“, განხილულია სორბციული პროცესების სახეები, მათი როლი ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესებში, დიფუზია აირად და თხევად ფაზებში, როგორც ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი სორბციული პროცესების განხორციელებისას, მათ შორის აბსორბციული პროცესების კინეტიკის აღწერისას. წარმოდგენილია აბსორბერების და სკრუბერების სახეები და მათი კონსტრუქციული თავისებურებები დანიშნულების მიხედვით. მოყვანილია აბსორბციული პროცესების გაანგარიშებების მეთოდიკა სხვადასხვა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრანტებისთვის. იგი დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, სორბციული პროცესებით დაინტერესებულ პირებს.

image-1
მ. მჭედლიშვილი

სამეცნიეროკვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები ნაწილი 1

უაკ: 51.66

სალექციო კურსში, „სამეცნიერო კვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები“, განხილულია სამეცნიეროკვლევით მიღებული შედეგების დამუშავებაში გამოყენებული მათემატიკური მეთოდები, ცხრილების და გრაფიკების სახით, მათი წარმოდგენის ძირითადი პრინციპები. შედეგების განზოგადება და კავშირის დამყარება ცდისეულ შედეგებს შორის.
განხილულია უმცირეს კვადრატთა მეთოდის და გასაშუალების მეთოდის გამოყენება, წინასწარ ცნობილი ფუნქციური დამოკიდებულების ამსახველი განტოლების კოეფიციენტების გამოსათვლელად, პროგრამული უზრუნველყოფა უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოსაყენებლად. განხილულია ემპირიული ფორმულების სახეები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს ქიმიასა და ქიმიურ ტექნოლოგიაში კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავშირს. მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ამოცანები, მათი გადაწყვეტის გზები, მათ შორის პროგრამა Mathcad15-ის გამოყენებით.
გამოცემაგანკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს დაცვის ინჟინერიის და მეტალურგიის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. დახმარებას გაუწევს კვლევის შედეგების დამუშავების საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. ბერუაშვილი, გ. გუგულაშვილი

სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები (მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად)

უაკ: 621.86

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობების გაანგარიშების საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში „სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები“, „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

image
მ. ახობაძე, ნ. მჭედლიშვილი

მოდელირება და მართვა არამკაფიო მონაცემების დროს Fuzzy ტექნოლოგიები

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელო - ლაბორატორიული სამუშაოები - ეხება არამკაფიო მოდელირებისა და მართვის ალგორითმების შემუშავების საკითხებს MATLAB/Simulink სისტემის Fuzzy Logic Toolbox პაკეტის გამოყენებით. ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის ფართო სპექტრს: სოციალურ, ტექნიკურ, ეკონომიკურსა და სხვა სფეროებს.
წიგნი მოიცავს 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომლებიც ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულნი არიან მოდელირებისა და გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით.

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ლენტური კონვეიერის ჩვეულებრივი და ვაკუუმდოლური ამძრავები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 622.64:66.083.4

ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება „საკუთარი წევის ფაქტორის“ შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება.
კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც.
წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

საელმავლო წევის გაანგარიშება მეთოდიკური მითითებები საკურსო და სადიპლომო პროექტების შესასრულებლად

უაკ: 629.1/.7

მეთოდიკური მითითებების მიზანია დახმარება გაუწიოს სტუდენტებს საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენისას სამთო სატრანსპორტო მანქანების კურსში.
გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობის (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ბაგირული სატრანსპორტო დანადგარების გაანგარიშება მეთოდიკური მითითებები

უაკ: 624.55:624.071.2

მეთოდიკური მითითებები შემუშავდა სტუდენტების დასახმარებლად საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენისას სამთო სატრანსპორტო მანქანების კურსში.
გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობის (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image-1
თ. ქორთუა

სატელეკომუნიკაციო სიხშირეთა სპექტრის მართვისა და რეგულირების საფუძვლები (9kHz-300GHz) სიხშირეთა ფარგლებში

უაკ: 535.853:543.42

სალექციო კურსში განხილულია რადიოსიხშირეთა სპექტრის მართვის ადმინისტრაციული, თეორიული და პრაქტიკულ-ინჟინრული აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სიხშირული დიაპაზონების დახასიათებები; სიხშირეთა საერთაშორისო რეგულირება; რადიოსიხშირული დიაპაზონების დაყოფა სიხშირულ ზოლებად, პრაქტიკული გამოყენების მიზნით; რადიოსიხშირეთა გავრცელების მოდელები და მათი თავისებურებები; მოცემულია რადიოსიხშირული გეგმების შედგენა რადიოგამოსხივების კლასების შესაბამისი სისტემებისთვის; განხილულია რადიოსიხშირულ ზოლში სიხშირული არხების ფორმირება თანაბარი, არათანაბარი და ერთგვაროვანი განაწილების მეთოდებით, ასევე რადიოსიხშირული რესურსის მართვის და რეგულირების იურიდიული საფუძვლები, სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი; სიხშირეთა მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების ადმინისტრაციული და სპექტრული ინჟინერიის ამოცანების პრაქტიკული განხორციელება, სხვადასხვა სიხშირული დაგეგმარების გაანგარიშება.
სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის (ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები), რომლებიც შეისწავლიან რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვისა და რეგულირების თეორიულ, პრაქტიკულ და ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საფუძვლებს.