უაკ: 629.113/.115
კრებულში მოცემულია მანქანის, ასევე მისი შემადგენელი დეტალებისა და კვანძების, დინამიკური გაანგარიშების მეთოდიკა მანქანის დინამიკური მოდელის შექმნის გზით. ჩამოყალიბებულია დინამიკური მოდელის შექმნის სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ მანქანის ნაწილების გამარტივების, აგრეთვე დაჯგუფება-სტანდარტიზაციის გზით. მოცემულია გაანგარიშებები სხვადასხვა დატვირთვის და სტანდარტული გეომეტრიული ფიგურების შემთხვევაში. ჩამოყალიბებულია შესაქმნელი დინამიკური მოდელისგამარტივების მეთოდიკა. წარმოდგენილია დინამიკური მოდელის შექმნის და მისიდინამიკური გაანგარიშების მაგალითები. მოცემულია სხვადასხვა პირობებში მანქანისდინამიკური მოდელის შექმნის ამოცანები.გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 615.014.2:615.3
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე წარმოდგენები მედიცინის სფეროში გამოყენებულ პოლიმერულ მასალებსა და მათ საფუძველზე შექმნილ ნაკეთობებზე, მოცემულია პოლიმერული მასალების ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ფორმირებულია მოთხოვნები მათ მიმართ და ნაჩვენებია მედიცინის სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენების თავისებურებანი, ასევე - პოლიმერული წამლების სპეციფიკა და მათი გამოყენების მნიშვნელობა, დიზაინისა და მოქმედების ძირითადი პრინციპები; ღრმად არის განხილული წამლის კონტროლირებადი გამოყოფის სისტემები, მიკროკაფსულირების პროცესის მნიშვნელობა, მიკროკაფსულირებული და ნანოკაფსულირებული წამლები. დეტალურად არის წარმოდგენილი მედიცინის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული ქირურგიული მასალები და მათი თავისებურებანი, მუდმივი და დროებითი იმპლანტების დასამზადებელი პოლიმერული მასალები, პოლიმერული დამფარავები კანის დაზიანებულ ქსოვილთათვის, ქირურგიის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული გასაკერი მასალები,რბილი ან ძვლოვანი ქსოვილების შემაკავშირებელი პოლიმერული წებოები; ზემოთ ჩამოთვლილი პოლიმერული მასალების დეზინფექციის მეთოდები და წარმოების სპეციფიკა.საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ კურსში, ასევე განხილულია საქართველოში წარმოებული პოლიმერული პრეპარატები და ქირურგიული ნაკეთობები.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლების საკითხები. განხილულია კომპიუტერის განვითარების ისტორია, აღწერილია კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები. ასევე თვლის სისტემები და ლოგიკური სქემების აგების საკითხები, კომპიუტერული ქსელები და კომპიტერული ქსელის ელემენტები. ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის კომპიუტერების კლასიფიკაცია და თანამედროვე ტენდენციები მათი განვითარების სფეროში.გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების I კურსის სტუდენტებისათვის.
უაკ: 66.071.7
სალექციო კურსში „აირების აბსორბცია“, განხილულია სორბციული პროცესების სახეები, მათი როლი ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესებში, დიფუზია აირად და თხევად ფაზებში, როგორც ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი სორბციული პროცესების განხორციელებისას, მათ შორის აბსორბციული პროცესების კინეტიკის აღწერისას. წარმოდგენილია აბსორბერების და სკრუბერების სახეები და მათი კონსტრუქციული თავისებურებები დანიშნულების მიხედვით. მოყვანილია აბსორბციული პროცესების გაანგარიშებების მეთოდიკა სხვადასხვა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე. გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრანტებისთვის. იგი დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, სორბციული პროცესებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 51.66
სალექციო კურსში, „სამეცნიერო კვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები“, განხილულია სამეცნიეროკვლევით მიღებული შედეგების დამუშავებაში გამოყენებული მათემატიკური მეთოდები, ცხრილების და გრაფიკების სახით, მათი წარმოდგენის ძირითადი პრინციპები. შედეგების განზოგადება და კავშირის დამყარება ცდისეულ შედეგებს შორის. განხილულია უმცირეს კვადრატთა მეთოდის და გასაშუალების მეთოდის გამოყენება, წინასწარ ცნობილი ფუნქციური დამოკიდებულების ამსახველი განტოლების კოეფიციენტების გამოსათვლელად, პროგრამული უზრუნველყოფა უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოსაყენებლად. განხილულია ემპირიული ფორმულების სახეები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს ქიმიასა და ქიმიურ ტექნოლოგიაში კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავშირს. მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ამოცანები, მათი გადაწყვეტის გზები, მათ შორის პროგრამა Mathcad15-ის გამოყენებით. გამოცემაგანკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს დაცვის ინჟინერიის და მეტალურგიის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. დახმარებას გაუწევს კვლევის შედეგების დამუშავების საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.
უაკ: 621.86
მეთოდიკურ მითითებებში განხილულია სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობების გაანგარიშების საფუძვლები.გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში „სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები“, „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელო - ლაბორატორიული სამუშაოები - ეხება არამკაფიო მოდელირებისა და მართვის ალგორითმების შემუშავების საკითხებს MATLAB/Simulink სისტემის Fuzzy Logic Toolbox პაკეტის გამოყენებით. ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის ფართო სპექტრს: სოციალურ, ტექნიკურ, ეკონომიკურსა და სხვა სფეროებს.წიგნი მოიცავს 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომლებიც ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულნი არიან მოდელირებისა და გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით.
უაკ: 622.64:66.083.4
ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება „საკუთარი წევის ფაქტორის“ შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება.კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც.წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 629.1/.7
მეთოდიკური მითითებების მიზანია დახმარება გაუწიოს სტუდენტებს საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენისას სამთო სატრანსპორტო მანქანების კურსში. გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობის (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.