უაკ: 530.1
სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი. მოცემულია მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის და თერმოდინამიკის, ელექტრობის, მაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომისა და ატომბირთვის ფიზიკური საფუძვლები; წარმოდგენილია ლოგიკური კავშირი კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკას შორის.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობის (არაფიზიკოსი) სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოში გადმოცემული მასალა უზრუნველყოფს სტუდენტის მომზადებას მომიჯნავე დისციპლინების ათვისებაში.
უაკ: 658.382
სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო გარემოს ექსტრემალური და ზეექსტრემალური პირობები, როდესაც პროფესიული საქმიანობის დროს ადამიანზე მოქმედებს სხვადასხვა ბუნების (ფიზიკური, ქიმიური, ინფორმაციული და ბიოლოგიური, სტრესული) ფაქტორი და რომლის მავნე მოქმედებაც განაპირობებს ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების მობილიზებას. ექსტრემალური საწარმოო პირობები გარკვეულ ვითარებაში იწვევს ტრავმას, ცალკეულ შემთხვევებში - ჯანმრთელობის უეცარ გაუარესებას.
წიგნში აღწერილია საწარმოო ექსტრემალური პირობებით ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებები და მათი თავიდან ასაცილებლად შემუშავებული თანამედროვე მიდგომები, სამკურნალო-პროფილაქტიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 543.06;543.21.9
უაკ: 519.4(075.8)
სახელმძღვანელოში მოცემულია ორნიშნა ბულის ალგებრის ელემენტები, მისი თეორემების გამოყენება და ბულის გამოსახულებათა გამარტივება კარნოს რუკების საშუალებით, აგრეთვე ლოგიკური სქემები და ძირითადი ლოგიკური ვენტილები.დაწვრილებითაა განხილული მულტიპლექსერის ტიპები, მულტიპლექსერის ფუნქციონირების სიმბოლური აღწერა,
მულტიპლექსერებზე კომბინაციური ლოგიკური სქემის დაპროექტება და დემულტიპლექსერები.
განკუთვნილია ინფორმატიკით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 621.6
სახელმძღვანელოში ასახულია დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემების გაანგარიშების ძირითადი საკითხები. განხილულია იდეალური და ბუნებრივი გაზის თვისებები და შედგენილობა. მოყვანილია გაზის წვის თეორიული საკითხები, გაზსადენების კლასიფიკაცია, ჰიდრავლიკური გაანგარიშებისა და გაზის ხარჯის განსაზღვრის მეთოდები. აღწერილია გაზმომარაგების სისტემების, დანადგარებისა და აღჭურვილობის შერჩევის ძირითადი საკითხები, გაზის ქსელებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმები, გაზის სანთურების და წნევის რეგულატორების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და კლასიფიკაცია
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენ-ტებისათვის.
უაკ: 6293.113
სახელმძღვანელოში განხილულია როგორც საერთო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი მოწყობილობა და კლასიფიკაცია, ისე სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობების სახეები და ზოგადი კონსტრუქციები. იმავდროულად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ალტერნატიულ ენერგიაზე (ეთილის სპირტი, წყალბადი, ჰიბრიდული, ელექტრობა) მომუშავე ავტომობილების მოკლე აღწერილობა, მუშაობის პრინციპი და თავისებურებანი.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისთვის. იგი საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მუშაკებსაც გაუწევს დიდ დახმრებას.
უაკ: 65.012.8
სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოებში სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ცნებები, სამრეწველო საწარმოების, სათავსებისა და მოწყობილობების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა: ნედლეულისა და მასალების ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა; საწარმოო სათავსები და მოწყობილობა.
სანიტარიული უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკული ღონისძიებებია: საწარმოო სათავსების რაციონალური დაგეგმარება-განთავსება; სამუშაო ადგილების ორგანიზაცია; სავენტილაციო, განათების, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, გათბობის, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და მათი უავარიო ფუნქციონირება; მომუშავეების უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო-სანიტარიული მოწყობილობებით.
მოცემულია კონკრეტული საწარმოების სათავსებში გამოყენებული სავენტილაციო სისტემები, მათი სპეციფიკა, მავნე გამონაბოლქვიდან ჰაერის გაწმენდის საშუალებები და მეთოდები, საწარმოო სათავსების განათების თავისებურებები, განათების როლი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაში.
აღწერილია საწარმოებში რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო სანიტარიული წესები, გამოსხივების წყაროებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანიტარიულ-ტექნიკური სისტემები, ნარჩენების ჩამარხვის მეთოდები, ასევე სხვადასხვა პროფესიული პათოლოგიის წარმოქმნის მიზეზი, კლინიკური სურათი და თავიდან აცილების პროფილაქტიკური ღონისძიებები.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საწარმოო უსაფრთხოების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 541.64
სახელმძღვანელო მოიცავს მაკრომოლეკულების ფიზიკისა და ქიმიის სასწავლო პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებულ ყველა საკითხს. მაკრომოლეკულების სტრუქტურების ფორმირება გავლენას ახდენს მაკრომოლეკულური ნაერთების თვისებებზე, ამიტომ აღნიშნული კურსის მთავარი თეორიული და პრაქტიკული ამოცანაა პოლიმერების ფუნდამენტურ მახასიათებლებსა და თვისებებს შორის კავშირების გამოვლენა, მათი მართვის უნარი პოლიმერების სინთეზისა და გადამუშავების პირობებში, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრული თვისებების მქონე პოლიმერების მიზანმიმართული სინთეზი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე დახმარებას გაუწევს როგორც ქიმიური, ისე ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის ყველა საფეხურის სტუდენტს, ასევე ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსა და მეცნიერ-მკვლევრებს, რომლებიც პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების სფეროში მუშაობენ.
უაკ: 502/504
სახელმძღვანელოში განხილულია გარემოს ინჟინერიის ძირითადი თემები, რომლებიც ეყრდნობა ფუნდამენტურ სამეცნიერო და საინჟინრო პრინციპებს. აღწერილია თითოეული თემის თეორიული ასპექტები, გარემოს დაცვასთნ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. ფართოდ არის წარმოდგენილი ვიზუალური მასალა.
დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის საქმიანობის შედეგს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სისუფთავის ხარისხზე. მოყვანილია უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, ამ და მომიჯნავე სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის.