image-1
მ. მჭედლიშვილი, თ. ფალავანდიშვილი

გოგირდმჟავას ტექნოლოგია

უაკ: 54.661.2

სახელმძღვანელოში სილაბუსის (პროგრამის) შესაბამისად განხილულია გოგირდმჟავას, მისი წარმოების ნედლეულისა და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე ნახევარპროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, სხვადასხვა ნედლეულზე მომუშავე გოგირდმჟავას წარმოების ტექნოლოგიური სქემები და მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების თეორიული და პრაქტიკული მხარეები. გაშუქებულია გოგირდმჟავას წარმოების განვითარების თანამედროვე ტენდენციები. „გოგირდმჟავას ტექნოლოგია“ არის „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას ტექნოლოგიის“ საგნის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სპეციალობის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.

ნაშრომი განკუთვნილია და დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას წარმოების“ კურსის ათვისებაში, ისე გოგირდმჟავას წარმოებით და სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური გადამუშავების მეთოდებით დაინტერესებულ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

 

image-1
თ. სტურუა, თ. თოდუა, ბ. ტაბატაძე

ვებტექნოლოგიების საფუძვლები HTML5 & CSS3
მეორე გამოცემა

უაკ: 681.3

განხილულია ენა HTML-ის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული. მოცემულია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლებიც ვებდაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგინალური ვიზუალური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

განკუთვნილია ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და HTML და CSS ენების გამოყენებით ვებგვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

 

 

image-1
ლ. კლიმიაშვილი, დ. გურგენიძე, არ. ჩიქოვანი

ბეტონთმცოდნეობა

უაკ: 691.32

სახელმძღვანელოს მიზანია გავეცნოთ ბეტონთმცოდნეობის თანამედროვე თეორიას და პრაქტიკას, შევისწავლოთ სხვადასხვა შედგენილობისა და სახეობის ბეტონის დაპროექტება, სწორად შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ბეტონის სხვადასხვა სახეობა.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ის ასევე დაეხმარება სამშენებლო სფეროში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
ს. შავგულიძე, ნ. უღრელიძე, თ. მთვრალაშვილი

ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორიული საფუძვლები

უაკ: 621.391

სახელმძღვანელოში მოყვანილია ძირითადი ცნებები ბლოკური და უწყვეტი (ხისმაგვარი, გისოსისებრი, ხვევადი) კოდირების თეორიიდან, მათი აგების პრინციპები, ზოგიერთი ალბათური და დისტანციური მახასიათებლები, დეკოდირების ცნობილი ალგორითმები და ასეთი კოდების კონკრეტული მაგალითები. ნაშრომის პირველი ნაწილი (პარაგრაფები 2-11) განიხილავს ბლო-კურ კოდებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რიდსოლომონის კოდებზე, ხოლო ნაშრომის მეორე ნაწილი (პარაგრაფები 12-25) - უწყვეტ კოდებს.

წიგნი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ იმ სპეციალობის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომელთაც საქმე აქვთ ინფორმაციის გადაცემასთან, მიღებასა და დამუშავებასთან.

 

 

image-1
ი. აბულაძე, ნ. გაბაშვილი, თ. გაბაშვილი

დაპროგრამების ენა Python

უაკ: 681.06

სახელმძღვანელოში გადმოცემულია დაპროგრამების ენა Python-ის ფუნდამენტური საკითხები. დაწვრილებით არის მოცემული მასთან მუშაობის ყველა პრინციპი.

ამასთანავე, განხილულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი კონცეფცია. მოცემულია თეორიის შესაბამისი პროგრამული კოდები, რაც მასალის უკეთ ათვისების საუკეთესო საშუალებაა.

სახელმძღვანელოს მიზანია მკითხველს შეასწავლოს Python-ი მულტიპარადიგმული დაპროგრამების ენა. იგი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის. ასევე დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ პროგრამისტებს.

 

 

image-1
ი. აბულაძე, ნ. გაბაშვილი, თ. გაბაშვილი

დაპროგრამების ენა Python

უაკ: 681.06

სახელმძღვანელოში გადმოცემულია დაპროგრამების ენა Python-ის ფუნდამენტური საკითხები. დაწვრილებით არის მოცემული მასთან მუშაობის ყველა პრინციპი.

ამასთანავე, განხილულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი კონცეფცია. მოცემულია თეორიის შესაბამისი პროგრამული კოდები, რაც მასალის უკეთ ათვისების საუკეთესო საშუალებაა.

სახელმძღვანელოს მიზანია მკითხველს შეასწავლოს Python-ი მულტიპარადიგმული დაპროგრამების ენა. იგი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის. ასევე დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ პროგრამისტებს.

 

 

image
თ. ისაკაძე

მობილური სამაცივრო სისტემები

უაკ: 621.56/57

სახელმძღვანელოში განხილულია: საავტომობილო კონდიციონერების, ავტორეფრიჟერატორების, გემების მაცივრებისა და კონდიციონერების, სარკინიგზო ტრანსპორტის მაცივრებისა და კონდიციონერების და მაცივარ-კონტეინერების თანამედროვე კონსტრუქციები. მათი მუშაობის პრინციპები, ექსპლუატაცია და რემონტი.

გამოცემა განკუთვნილია საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავების და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

 

image-1
ჰ. დ. ბელიტცი, ვ. გროში, პ. შიბერლე. მთარგმნ.: გ. ქვარცხავა, ვ. უგრეხელიძე

სურსათის ქიმია
რჩეული თავები

უაკ: 54

სახელმძღვანელოში მოცემულია ორიგინალის - „სურსათის ქიმიის“ რჩეული თავები. ორიგინალიდან ქართულ თარგმანში შესულია მე-7 და 9-23 თავები. თარგმანში არ შევიტანეთ 1-6 და მე-8 თავები, ვინაიდან აქ გადმოცემული მასალა დიდწილად ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის საკითხებს წარმოადგენს.

წიგნი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, ის სათანადო დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსაც. სახელმძღვანელოზე მუშაობა მოითხოვს ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის ცოდნას.

მთარგმნელები დიდ მადლობას უხდიან პროფესორებს გურამ ტყემალაძესა და მალხაზ ბერეჟიანს რედაქტირებაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც თარგმანზე არანაკლები საქმეა. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს - გვანცა წიწილაშვილს, ანა მჭედლიძეს და სოფი ხარაიშვილს, ასევე 54-ე სკოლის მოსაწავლე რეზი ქვარცხავას, ტექნიკური დახმარებისათვის.

თარგმნის პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო, რადგან დასაზუსტებული იყო ბევრი ტერმინი და ცნება, ამიტომ გარკვეული ხარვეზი შეიძლება კვლავ არსებობდეს.

მთარგმნელები მადლიერი ვიქნებით, თუ მოგვაწვდით იმ საგულისხმო შენიშვნებსა და შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა წიგნში შეგხვდეთ.

 

 

image-1
ნ. ლაზვიაშვილი

რისკმენეჯმენტი
მეორე განახლებული გამოცემა

უაკ: 338.242.2

სახელმძღვანელო ეხება თანამედროვე მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა რისკის მენეჯმენტი. იგი განიხილება, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დისციპლინა და ცოდნის ახალი მიმართულება. მასში წარმოდგენილია რისკის მენეჯმენტის თანამედროვე, საკვანძო საკითხები: მეთოდოლოგია, ისტორია, ეკონომიკური რისკები, მათი სახეები, რისკების გამოვლენის მეთოდები, შეფასება და ანალიზი, რისკების მართვის საშუალებები და ა. შ. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საბანკო-საფინანსო და საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო რისკებს.

მეორე განახლებულ გამოცემაში დამატებულია შემდეგი საკითხები: საპროექტო რისკების მართვა; ოპერაციული რისკის შეფასება და გაზომვა; ჰეჯირება, დივერსიფიკაცია და ლიმიტირება; ადამიანების განწყობა რისკისადმი და სხვა.

წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ასევე, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისათვის.