image-1
თ. ჭეიშვილი

სამედიცინო დანიშნულების მასალების და ნაკეთობების ტექნოლოგია

უაკ: 615.478

სალექციო კურსში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ბიომასალები. განიხილება ძვლის ენდოპროთეზირებაში გამოყენებული ბიომასალების (ბიოკერამიკა და ბიომინა) მიღების საფუძვლები და ტექნოლოგია, სტომატოლოგიური ფაიფურის, ფოსფატური გამაგრების და ახალი ბიოტექნიკური სტომატოლოგიური ცემენტის, სტომატოლოგიური მეტალოკერამიკის მიღება-გამოყენების თავისებურებანი.

გამოცემა გამიზნულია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ პროგრამა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულებით.

 

 

image-1


სილიკატების ზოგადი ტექნოლოგია
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 546.629.3

დამხმარე სახელმძღვანელო დისციპლინაში „სილიკატების ზოგადი ტექნოლოგია“ შექმნილია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისა“ და „ქიმიის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

ლაბორატორიული სამუშაოების დანიშნულებაა, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს სილიკატების ტექნოლოგიის ძირითადი დარგების: მინის, კერამიკისა და მჭიდა მასალების ზოგადი ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები. ექსპერიმენტის გზით სილიკატების ზოგადი ტექნოლოგიის აღნიშნული დარგების დამახასიათებელი მაჩვენებლების შესწავლა და განსაზღვრა დიდ დახმარებას გაუწევს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს საგნის ზოგადი საკითხების უკეთ დაუფლებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.

გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ის სასარგებლო იქნება მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და შესაბამისი დარგის საწარმოთა ახალბედა სპეციალისტებისთვის.

 

 

image
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, გ. გუგულაშვილი

კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების სერვისი

უაკ: 621

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობის სერვისი, მოცემულია ტექნოლოგიური მოწყობილობის რემონტისა და მონტაჟის საკითხები.

გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებმა.

 

 

image-1
რ. მორჩილაძე, †ა. ბალიაშვილი, ა. შარვაშიძე, ლ. ლომსაძე

ვაგონების ელექტროენერგიით მომარაგების სისტემები და მომხმარებლები

უაკ: 629. 45/46 0645 (075.8)

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის საკითხებს. მასში გადმოცემულია სამგზავრო პარკის და რეფრიჟერატორული სატვირთო ვაგონების ელექტრომოწყობილობათა ელექტროენერგიით მომარაგების სისტემები, დენზე მომუშავე მომხმარებლების ძირითადი მახასიათებლები, ექსპლუატაციის წესები და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ელექტროენერგიით კვების ხელსაწყოები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ექსპლუატაციისას და მომსახურე პერსონალი უნდა ფლობდეს მათი გამოყენების ტექნოლოგიას, ასევე შრომის დაცვისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებს.

გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის (მოდული „სარკინიგზო ტრანსპორტი“) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ სარკინიგზო კოლეჯის სავაგონო მეურნეობის მექანიკოსის სპეციალობის სტუდენტებს და სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მუშაკებს.

 

 

image-1
მ. ანდღულაძე

ნავთობის გადამუშავების ზოგადი ტექნოლოგია

უაკ: 665.63

სალექციო კურსში აღწერილია ნედლი ნავთობის მოპოვების, დამუშავების, ტრანსპორტირების, დამუშავებული ნავთობის პირველადი, მეორეული და ღრმა გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები და რეჟიმები.

ნავთობი განხილულია როგორც ერთ-ერთი ძირითადი ენერგორესურსი, მრავალი ორგანული ნივთიერების წარმოების და მრეწველობის არაერთი დარგის ნედლეულით უზრუნველყოფის უშრეტი წყარო. განხილულია აგრეთვე წარმოებული ნავთობპროდუქტების საექსპლუატაციო თვისებები და მათი გამოყენების პერსპექტივები ყოფა-ცხოვრებასა და მრეწველობაში.

კურსი მოიცავს ჩემი თანაავტორობით 2005 წელს ქართულ ენაზე გამოცემული პირველი სახელმძღვანელოს „ნავთობის გადამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლები“ მასალის ნაწილს და 2005 წლის შემდეგ ნავთობგადამუშავების სფეროში უახლესი პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების და მიმართულებების განხილვა-აღწერას.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების: „ქიმია“ და „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“ სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. ცუცქირიძე

AGDD/XML გეომეტრიული აღწერების კონვერტაცია სტანდარტულ გრაფიკულ ფაილში (wrl) ATLAS-ის დეტექტორისათვის

უაკ: 004

დამხმარე სახელმძღვანელოში დეტალურად არის გადმოცემული AGDD/ XML გეომეტრიული აღწერების კონვერტაციის პროცედურა სტანდარტულ გრაფიკულ ფაილში (wrl). პირველ თავში აღწერილია კონვერტაციისათვის აუცილებელი რესურსების მომზადების ეტაპები, სადაც მიმოხილულია შესაბამისი პროგრამის ინსტალაცია და მასთან ლინუქსის დისტრიბუციის დაკავშირების გზა. მეორე თავში აღწერილია უშუალოდ კონვერტაციის პროცედურა, რომელიც ხორციელდება ორ ეტაპად: XML-დან GDML ფაილის მიღება და GDML ფაილის კონვერტაცია wrl ფორმატის ფაილში.

CERN-ში მიმდინარე ATLAS-ის ექსპერიმენტთან ერთად ასევე ხორციელდება აღნიშნული ექსპერიმენტის მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა მოდელირების პაკეტი. მოდელირების პაკეტებს ATLAS-ის დეტექტორის გეომეტრიული აღწერები მიეწოდება AGDD/XML ფაილის სახით.

გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის დაპროგრამება Python-ზე

უაკ: 004.43

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის დაპროგრამების საშუალებები ენა Python-ზე. თეორიულ წანამძღვრებს თან სდევს პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.

გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ზე გრაფიკული ინტერფეისის მქონე პროგრამების შემუშავების შესწავლის მსურველთათვის.

 

 

image-1
ი. კახნიაშვილი

ფერადი ლითონების მეორეული მეტალურგია

უაკ: 669.2/8

სალექციო კურსში ფართოდაა გაშუქებული მეორეული ალუმინის, სპილენძის, ტყვიის კალის, ნიკელის, ოქროს და ვერცხლის მეორეული მეტალურგიის ძირითადი პროცესები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პლატინაშემცველი შლამის და მეორეული პლატინაშემცველი ნედლეულის გადამუშავების საკითხებს.

წიგნში ყურადღება გამახვილებულია მეორეული ფერადი ლითონების ნედლეულის წყაროებზე, მათი გადამუშავებისათვის მომზადების მეთოდებსა და წარმოების მეტალურგიულ პროცესებზე.

გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ი. კახნიაშვილი

დარიშხანის და ანთიმონის წარმოება

უაკ: 661.641

სალექციო კურსში „დარიშხანისა და ანთიმონის წარმოება“ ყურადღება გამახვილებულია დარიშხანის და ანთიმონის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ნედლეულის წყაროებზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ნედლეულზე, მათი გადამუშავების პირო- და ჰიდრომეტალურგიულ პროცესებზე. განხილულია დარიშხანის და ანთიმონის გამოყენების სფეროები.

გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.