image
Иосиф Бацикадзе, Манана Арабидзе, Георгий Цулейскири

МЕТОДИЧЕСКИЕ УКАЗАНИЯДЛЯ РЕШЕНИЯ МЕТРИЧЕСКИХ ЗАДАЧ
ЧАСТЬ I

უაკ: 515.91

Концепция  вспомогательного учебника разработана и опробирована в  департаменте инже­нерной графики и  технической  механики  Грузинского  Технического  Университета.

Методические   указания  предназначены  для  студентов  следующих  факультетов: строитель­ного,  энергетики и телекоммуникаций, горно-геологического, химической технологии и металлургии, транспортного и машиностроения, архитектуры, урбанистики и дизайна  и  аграрного.

 

 

image
ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე, გ. წულეისკირი

მეთოდიკური მითითებები მეტრული ამოცანების ამოსახსნელად
I ნაწილი

უაკ: 515.91

დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.

მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ირ. გელეიშვილი, მ. დემეტრაძე, ნ. ბაგრატიონი

სამრეწველო წარმოებების უნარჩენო ტექნოლოგია

უაკ: 66

ეკოლოგიური უსაფრთხოება და უნარჩენო ტექნოლოგია, დედამიწაზე მიმდინარე პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება სტუდენტების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მთელ რიგ საკითხებში.

დამხმარე სახელმძღვანელოში, „სამრეწველო წარმოებების უნარჩენო ტექნოლოგია“, განხილულია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნისა და მათი გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლები. კერძოთ, მყარი ნარჩენების გადამუშავების ჰიდროდინამიკური პროცესები, თბომცვლელი პროცესები, თერმული მეთოდები, დიფუზიური პროცესები, ქიმიური და ბიოქიმიური პროცესები. აგრეთვე, ზოგიერთი თხევადი ნარჩენის გადამუშავების ხერხი, ბიოგაზის მიღების და გამოყენების ხერხი. მსოფლიო პრაქტიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ტენდენციები.

დამხმარე სახელმძღვანელო, დაეხმარება, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს და ინჟინრებს, აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს და მაგისტრანტებს - ნარჩენების მართვის, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლასა და გამოყენებაში.

 

 

image-1
თ. ეთერაშვილი

ამოცანების და სავარჯიშოების კრებული საინჟინრო ფიზიკაში

უაკ: 62/53

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია გავლილ სალექციო მასალასთან დაკავ-შირებული საკითხები, და საშუალებას იძლევა, შეჯამდეს მიღებული ცოდნის ის მინიმუმი, რომელიც საჭიროა დასმული ამოცანის გადასაწყვეტად. განხილულია ასევე ისეთი საკითხებიც, რომელიც ეხება ზოგადი, ატომური, ოპტიკური, ქვანტური, მყარი სხეულებისა და დიფრაქციულ ფიზიკას. თეორიული ამოცანების გარდა, მოცემულია ლაბორატორიაში ჩასატარებელი პრაქტიკული სამუშაოებიც.

განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. ასევე გამოადგება, მასალათმცოდნობითა და მასალათა ინჟინერიით დაინტერესებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
შ. ლომიძე, მ. მარდაშოვა

მეწყრული ფერდობების მდგრადობის შეფასების მეთოდები

უაკ: 551.343

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მეწყრული ფერდობების მდგრადობის გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.

ისეთი მთაგორიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ფერდობების მდგრადობის სწორად შეფასების საკითხი რაციონალურ მიდგომას მოითხოვს, რამდენადაც საინჟინრო ნაგებობების მეტი ნაწილი დანაწევრებული რელიეფის პირობებში შენდება. საქართველოს ტერიტორია აქტიური მეწყრული მოვლენების გავრცელების რეგიონია. მეწყრების გააქტიურებასთანაა დაკავშირებული ეკომიგრანტების დიდი რაოდენობა ისეთი მთიანი რაიონებიდან, როგორიცაა სვანეთი, რაჭა, აჭარა. ფერდობების მდგრადობის შეფასების მეთოდები ობიექტების მაგალითზე უზრუნველყოფს ანგარიშის მაღალ სიზუსტეს და პროცესის განვითარების პროგნოზის შესაძლებლობას. მოცემულია მასალა ემყარება სადღეისოდ ამ დარგში არსებულ სამამულო და უცხოურ გამოცდილებას.

განხილულია მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა საინჟინრო გეოდინამიკის განხრით კარგ სამსახურს გაუწევს როგორც სტუდენტებს, ისე ამ ხაზით მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
გ. ჯაფარიძე, ალ. მეტრეველი, გ. მერაბიშვილი, ავ. ცეცხლაძე

მანქანების ექსპერტიზა
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 007.62

 

 

image-1
ლ. ავალიშვილი, ნ. შარაშენიძე

რკინაბეტონის კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე ერთმასიანი რხევადი სისტემის საანგარიშო მოდელით
მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის გაანგარიშების მაგალითი მაგისტრანტებისათვის სამშენებლო სპეციალურ კონსტრუქციებში

უაკ: 693.9.624.042.7

წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია რკინაბეტონის კარკასული შენობის გაანგარიშების მაგალითი სეისმურ ზემოქმედებაზე; დადგენილია ჩარჩოზე მოქმედი სეისმური ძალა; განსაზღვრულია სვეტში აღძრული ძალვები (M, N) სეისმური ძალის გათვალისწინებით; შერჩეულია სვეტის გრძივი მუშა არმატურის კვეთი. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან სეისმური რაიონებისათვის.

ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტე-ბისათვის; ასევე დახმარებას გაუწევს ინჟინერ-დამპროექტებლებსა და ინჟინერ-პრაქტიკოსებს.

 

 

image-1
ზ. ლაზარაშვილი

მარცვლეულის გადამუშავების ტექნიკა და ტექნოლოგია

უაკ: 664.7

სალექციო კურსში წარმოდგენილია მარცვლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია. განხილულია ამ საწარმოებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები, მოწინავე ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათი ეფექტურად მუშაობის და ექსპლუატაციის მეთოდები.

ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსაც. გარდა ამისა, წარმოდგენილი სალექციო კურსით შესაძლებლია ისარგებლონ სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებმა და დარგის სპეციალისტებმა.

 

 

image-1


სასურსათო ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში წარმოდგენილია სასურსათო ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობები, მათი კლასიფიკაციები ფუნქციური ნიშნით. განხილულია მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები, მოწყობილობათა კინემატიკური, ძალოვანი და თბური გაანგარიშების საფუძვლები.

ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურისა და პროფესიული განათლების სტუდენტებს. საინტერესო იქნება კვების მრეწველობის შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.