უწინდელი: წინანდელი, ძველი – უწინდელი დრო: „შვილი არც უწინდელ ქმრის ხელში ჰყოლია“ (დ. კლდ.); უწინდებური: ძველებური – „მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური ქუდი“ (ილია); „ერეკლე მეფე ოთხმოცი წლის მოხუცი იყო და არა უწინდებური უძლეველი არწივი“ (ი. გოგებ.); შდრ.: უწინდებურად: ძველებურად – „ჭოტი ბაღჩაში უწინდებურად დანადირობდა“ (ი. გოგებ.).
უწყება: 1. ოფიც. სახელმწიფო დაწესებულებათა სისტემა, რომელიც ემსახურება მმართველობის რომელიმე დარგს (სახელმწიფო / სამთავრობო უწყება); 2. შეტყობინება, ცნობა; მოკლე მიწერილობა სადმე მიწვევის, გამოცხადების შესახებ (უწყება მიუვიდა); უწყისი: სახელობითი ოფიციალური სია რაიმეს გაცემა-მიღების შესახებ (ხელფასის უწყისი).
უხმო: 1. რაც ხმას არ გამოსცემს (უხმო ნაბიჯი); 2. უსიტყვო, უთქმელი: „ნეტავი მათ! მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას“ (აკაკი); 3. არჩევნებში – ხმის უფლების არმქონე, ხმაჩამორთმეული; უფლებაწართმეული, უუფლებო; უხმაურო: რაც ხმაურს არ იწვევს, რასაც ხმაური არ ახლავს (უხმაურო ლიფტი).
უჯერი: ქიმ. სითხე, რომელშიც ზღვრულ შესაძლებლობამდე არ არის გახსნილი რაიმე ნივთიერება (უჯერი ხსნარი); უჯერო: 1. რაც დსაშვები არ არის, დაუშვებელი (უჯერო ქცევა); 2. მოძვ. დაუჯერებელი, ურწმუნო.
ფამფალა: რაც ფამფალებს; მერყევი, მოქანავე; ფამფარა: ბოტან. მცენარე.
ფასეული (წინადადება...); ფასიანი (ჯილდო / გაკვეთილი). -
ფერადი: სხვადასხვა. ნაირ-ნაირი ფერისა; ჭრელი (ფერადი ყვავილები / საღებავები / ფანქრები / ქსოვილი...); ფერადოვანი: გადატ. მხატვრული, სასიამოვნო (ფერადოვანი მეტყველება).
ფიგურული: 1. რაიმე ფიგურის სახისა (ფიგურული შოკოლადი); 2. სპორტ. ფიგურული სრიალი; ფიგურალური: ხატოვანი (ფიგურალური თქმა / მეტყველება).
ფლოტი: 1. რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის კუთვნილი გემების, თვითმფრინავების ერთობლიობა (ინგლისის სამხედრო ფლოტი); 2. ერთ ზღვასა თუ მდინარეზე განლაგებული ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილი გემების ერთობლიობა (შავი ზღვის ფლოტი); ფლოტილია: გემების მცირე რაზმი (ფლოტილია სწრაფად მიიწევდა წინ).
ფუნდამენტური: 1. გამძლე, მყარი; 2. ღრმა შინაარსიანი, მაღალპროფესიონალური; 3. ძირითადი, მთავარი; ფუნდამენტალისტური: ფუნდამენტალისტისა თუ ფუნდამენტალიზმისთვის დამახასიათებელი (ფუნდამენტალიზმი – რელიგიური ორთოდოქსიის საერთო სახელწოდება).
ფუნქციური (მედ. ფუნქციური მოშლილობა; მათემ. ფუნქციური / ფუნქციონალური ანალიზი); ფუნქციონერული (ხედვა) (ფუნქციონერი: სახელმწიფო აპარატსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში რაიმე ფუნქციის შემსრულებელი).
ქართველი (ხალხი / ერი...); ქართული (დროშა / ლიტერატურა / ღვინო...).
ქვევით / ქვემოთ ჩადის, მაგრამ: როგორც ქვემოთ [და არა ქვევით] აღვნიშნეთ.
ქვიდან (საიდან? ქვიდან ჩამოხტა); ქვისგან (რისგან? ქვისგან ააშენა).
ღერი: ცალი (ასანთის / შეშის / თმის / ბალახის... ღერი); ღერო: მცენარის ძირითადი ორგანო, ტანი, რომელზედაც ტოტები და ფოთლებია გამოსხმული (სიმინდის... ღერო).
ღვივდება (ცეცხლი / ცომი...); ღივდება (თესლი).
ღირსი: შესაფერისი; საკადრისი (სიცოცხლის / ბედნიერების ღირსი); ღირსეული: ღირსების მქონე (ღირსეული მეგობარი / მეუღლე...).
ყველა: უკლებლივ, მთლიანად (ყველა მოვიდა); ყოველი: მრავლიდან თითოეული (ყოველი ჩვენგანი / თქვენგანი).
ყინულიანი (წყალი); ყინულოვანი (ოკეანე).
ყმა: 1. ისტ. ბატონის ყმა; 2. ისტ. პატრონის ქვეშევრდომი; 3. გადატ. მორჩილი, მსახური, ხელქვეითი (ყმად გაიხადა); 4. ძვ. რაინდი, მოყმე, ვაჟკაცი (კაი ყმა); 5. შინაყმა; ყრმა: ჩვილი ბავშვი, ყმაწვილი (ყრმის ტიკტიკი); სკოლის ასაკის ბავშვი; ჭაბუკი.