სოლიდური: 1. მაგარი, მტკიცე; საიმედო, საფუძვლიანი (სოლიდური ნაგებობა / ნაშრომი...); 2. დინჯი, სერიოზული; ხანში შესული, შუახნისა (სოლიდური კაცი); 3. მნიშვნელოვანი, დიდი (სოლიდური თანხა); სოლიდარული: 1. ვინმეს შეხედულების, მოქმედების მიმართ თანაგრძნობით გამსჭვალული; ვინმესთან ერთსულოვანი, შეთანხმებული; 2. სამართ. საერთო პასუხისმგებლობის პრინციპზე დამყარებული.
სონატა: მუს. ერთი ან ორი საკრავისათვის დაწერილი მუსიკალური ნაწარმოები (ჰაიდნის / მოცარტის / ბეთჰოვენის... სონატა); სონეტი: ლიტ. თოთხმეტსტრიქონიანი ლექსი რითმების თავისებური განლაგებით (შექსპირის სონეტები).
სრულად (ყველაფერი სრულად ჩაიბარა / დაწერა...); სრულიად (სრულიად გაუგებარი; სრულიად არ ეშინია).
სრულყოფა: 1. რაიმეს უნაკლოდ, უზადოდ ქცევა; დახვეწა, გაუმჯობესება, განვითარება (შემდგომი სრულყოფა); 2. დამთავრება, დასრულება, ამოწურვა (საქმის სრულყოფა); სრულყოფილება: სრულყოფილის თვისება (სრულყოფილი – საუკეთესო).
სტიუარდი: ოფიციანტი სამგზავრო გემზე ან თვითმფრინავში; სტიუარდესა: სტიუარდი ქალი.
სწყენს (ბავშვს საჭმელი); სწყინს (სტუდენტს კრიტიკა).
ტაქტი: 1. მუსიკალური მეტრული ერთეული; 2. რაიმე ერთგვაროვანი მოძრაობის ყოველი ნაწილი; დრო თანაბარ დარტყმებს შორის; 3. გადატ. თავის დაჭერის უნარი, ზომიერების გრძნობა, თავდაჭერილობა; ტაქტიკა: 1. სამხ.ბრძოლის მომზადების (წარმოების) თეორია და პრაქტიკა; 2. გადატ. საზოგადოებრივი, პოლიტიკური ბრძოლის ხერხებისა და საშუალებების ერთობლიობა.
ტიპი: 1. რაიმეს ნიმუში, სახე (ახალი ტიპის არმია...); 2. ლიტ. პირის განზოგადებული სახე (ვაჭრის... ტიპი); 3. საუბ. თავისებური ხასიათის ან გარეგნობის ადამიანი (უცნაური ტიპი); 4. ბიოლ. მცენარეთა და ცხოველთა დაჯგუფების ერთეული (ძუძუმწოვართა... ტიპი); ტიპაჟი: ტიპისთვის დამახასიათებელ თვისებათა მქონე პირი (კარგი ტიპაჟია).
ტოლფარდი: 1. შესაფერი, რაიმეს მიმართ თანასწორი (ერთმანეთის ტოლფარდები); 2. სპეც. პროპორციული; ტოლფერდა: სპეც. ტოლი ფერდების მქონე (ტოლფერდა სამკუთხედი / ტრაპეცია).
შტორმი: ქარიშხალი (ზღვაზე); შტურმი: გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღეგად.
ტრავმული, ტრავმატული: ტრავმით გამოწვეული (ტრავმა – მედიც. ორგანიზმის ქსოვილების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით: დაჭრით. დაჟეჟვით, დაწვით...); ტრავმირებული: ვინც, რამაც ტრავმა განიცადა.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინც არ საქმიანობს, ვინც დროს უქმად ატარებს; უქნარა: „უსაქმო კაცისათვის მუდამ უქმეაო“ (ანდაზა); უსაქმური ქალები მთელ დღეს ჭორაობაში ატარებენ, მაგრამ უსაქმოს განსხვავებული მნიშვნელობაც აქვს: ვინც უსაქმოდ დარჩენილა; დაუსაქმებელი: გიორგიმ სამსახური დაკარგა და უსაქმოდ დარჩა, რის გამოც ძალიან განიცდიდა.
უახლესი: ყველაზე ახალი (უახლესი ტექნიკა / აღმოჩენა / გამოცემა); უახლოესი: ყველაზე ახლოს მყოფი, ახლობელი; ახლოს მდებარე (უახლოესი მეგობარი / წარსული / სუპერმარკეტი).
უბანავია (იბანავებს; იბანავა): უბანავია (თვითონ); უბანავებია (აბანავებს; აბანავა): უბანავებია (ბავშვი).
უბრალოება: ბრალის. დანაშაულის უქონლობა; სიმართლე (ადამიანის უბრალობა); უბრალოება: სისადავე; უბრალოს თვისება (უბრალოება ყველას ამშვენებს).
უგონო: გულწასული (კაცი უგონოდ ეგდო; უგუნური: უჭკუო (უგუნური გადაწყვეტილება / ლაპარაკი / ქცევა...).
უდაბლესი: ძალიან დაბალი (უდაბლესი კაცი / ხე...); უმდაბლესი: განვითარების მიხედვით უმარტივესი; პრიმიტიული (უმდაბლესი ტიპები მცენარეებისა / ცხოველებისა); შდრ.: უდაბლესი სალამი, მაგრამ უმდაბლესი სული.
უვარჯიშია (ივარჯიშებს; ივარჯიშა): უვარჯიშია (თვითონ); უვარჯიშებია (ავარჯიშებს; ავარჯიშა): უვარჯიშებია (ბავშვი).
უთამაშია (ითამაშებს; ითამაშა): უთამაშია (თვითონ); უთამაშებია (ათამაშებს; ათამაშა): უთამაშებია (ბავშვი).
უთვალო (კაცი); უთვლო (ბეჭედი).