ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ
დარგებსა და საწარმოებში
(შრომის კერძო ჰიგიენა)

image-1

უაკ 613.6

ISBN 978-9941-20-901-7

216 გვერდი

დამტკიცების თარიღი 29.03.2017


 

ნაშრომში განხილულია შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა), რომელიც შრომის ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გაანალიზებულია შრომითი საქმიანობის ხასიათი მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, გარემოს მავნე, საშიში და სხვა საწარმოო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომუშავეთა ჯანმრთელობაზე, მოცემულია ამ ფაქტორებისა და შრომის პირობების შეფასების თანამედროვე კრიტერიუმები. შეფასებულია ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო მოწყობილობისა და სამუშაო ოპერაციების ხასიათი, შრომის პირობები და ხასიათი, ცალკეული პროფესიული ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავადობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწარმოო პროცესებს, პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის ხარისხს, შრომის რეჟიმს, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის შესაძლებლობას, აგრესიულ ნივთიერებებთან კანის კონტაქტის შესაძლებლობას, მიკროკლიმატს, ხმაურს, ვიბრაციას, ულტრაბგერას, სხვადასხვა სახის გამოსხივებას, მოწყობილობის განლაგების მართებულობას, მისი მომსახურების მოხერხებულობას, მანათი მოწყობილობების მდგომარეობას, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობების ეფექტურობას და ა.შ. განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის კავშირს შრომის პირობებთან. კომპლექსურადაა განხილული მრეწველობის ცალკეულ დარგში შრომის პირობების ზემოქმედება მომუშავეთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული წარმოებისათვის რეკომენდებული გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და „გარემოსდაცვითი ინჟინერია“ სტუდენტებისათვის, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“  სტუდენტებისათვის.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები