უაკ: 76:62
სახელმძღვანელოში აღწერილი და განხილულია ყველა სიახლე, რომელიც „AutoCAD 2019-ის“ ვერსიაში არის მოცემული, მათ შორის - collaborate (თანამშრომლობა), ასევე AutoCAD Web & Mobile-ში შენახვა, შენახული ფაილების გახსნა და ამ სიახლეებთან მუშაო¬ბის პრინციპი. AutoCAD 2019 საშუალებას გვაძლევს მოდელირების შედეგები პირდაპირ გავაგზავნოთ 3D პრინტერზე, შესაძლებელია 3D სკანერთან მუშაობაც.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.
უაკ: 800.8:681.3
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს Oracle SQL ენის ძირითადი DML, DDL, DჩL კომპონენტების შესწავლას. მასში განხილულია მონაცემთა ძირითადი ტიპები, რიცხვითი, სტრიქონული და თარიღის ტიპის ოპერაციები, მონაცემთა აგრეგირება, ცხრილების შეერთება, მონაცემთა წარმოდგენა იერარქიული სახით, ქვემოთხოვნების შედგენა, მონაცემთა განახლების ოპერაციები და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ზოგიერთი საშუალება. მასში ასევე გადმოცემულია მონაცემთა ბაზის აგების ძირითადი პრინციპები, მონაცემთა დამუშავების ენაზე გამოკითხვების შედგენის ძირითადი კონცეფციები და ტერმინოლოგია, ეფექტური გამოკითხვების კონსტრუირების გზები.გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებისათვის. წიგნი სასარგებლო იქნება როგორც თეორიული საკითხების გაცნობისა და ათვისებისათვის, ისე პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით პრაქტიკულ დავალებას სავარჯიშოების სახით.
უაკ: 666.994(075.8)
სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოს, ევროპული და რუსეთის სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ძირითადი დებულებები, რომლებიც ეხება ცემენტებისადმი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, მათი გამოცდის მეთოდებს. აქვეა ამ მოთხოვნებისა და მეთოდების შედარებითი ანალიზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მასალის ხარისხი. მოცემულია ძირითადი დებულებების განმარტებები, ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალი.წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის „სამშენებლო ნორმების საფუძვლების“ კურსის შესასწავლად, გამოადგებათ სამშენებლო დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აიმაღლონ ცოდნა ევროპულ ნორმატიულ სამშენებლო დოკუმენტაციაში.
უაკ: 532
სახელმძღვანელოში განხილულია შემდეგი საკითხები: სითხეებისა და გაზების ფილტრაცია, დარსის კანონი და მისი მოქმედების საზღვრები, უკუმშველი სითხეების ერთგანზომილებიანი ფილტრაცია წყალწნევითი რეჟიმის პირობებში, სითხის ბრტყელი დამყარებული ფილტრაცია, ჭაბურღილების ინტერფერენცია, ეკვივალენტური ფილტრაციული წინააღმდეგობის მეთოდი, ჭაბურღილის ჰიდროდინამიკური არასრულყოფილების გავლენა დებიტზე, სითხის უდაწნეო ფილტრაცია ფოროვან გარემოში, უწყლო ნავთობის მოპოვება იზოტროპული ფენიდან, სითხის ფილტრაცია არაერთგვაროვანი შეღწევადობის ფენაში, კუმშვადი სითხეებისა და გაზების დამყარებული ფილტრაცია, ჭაბურღილის გამოკვლევა სითხის მოდენის დამყარებულ და არადამყარებულ რეჟიმში. თითოეულ თეორიულ საკითხზე მოცემულია ამოცანები და მათი ამოხსნის თანამიმდევრობა. სახელმძღვანელოში განხილული ამოცანები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნავთობისა და გაზის საბადოს დამუშავების დაპროექტებისას, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ნავთობ გაზმომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 669.168
წიგნში ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად გადმოცემულია ელექტროთერმული პროცესებით ფეროშენადნობების მიღების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განხილულია ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებები, ლითონური და ოქსიდური სისტემების მდგომარეობის დიაგრამები, ოქსიდების აღდგენის კარბოთერმული და ლითონთერმული რეაქციების თერმოდინამიკა და კინეტიკა. მოყვანილია ფეროშენადნობების მიღების თანამედროვე პროცესების კლასიფიკაცია და მათი სტანდარტიზაციის პრინციპები. აღწერილია სხვადასხვა დიდი და მცირე, ფეროშენადნობისა და ტექნიკურად სუფთა ლითონების გამოდნობის ტექნოლოგიები მძლავრ და საშუალო სიმძლავრის დახურულ მადანაღმდგენელ ღუმლებში.მოცემულია ფეროშენადნობთა წარმოებაში გამოყენებული ნედლი მასალების და აღმდგენლების დახასიათება და მათი ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, შენადნობების მიღების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები და წარმოების ეფექტურობის გაზრდის ძირითადი მიმართულებები. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა უკანასკნელ წლებში ავტორთა მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რომლებიც ეხება ფეროშენადნობებში წამყვანი ელემენტების სასარგებლო გამოყენების გაზრდას და დნობის პროცესების ოპტიმიზაციას.სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეს ამ დარგში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკურ და სამეცნიერო პერსონალს.
უაკ: 004.65
სახელმძღვანელოში გადმოცემულია Microsoft SQL Server გარემოში მონაცემთა ბაზების დაპროექტებისა და პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული Transact SQL ენის საფუძვლები, მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების მართვის საკითხები, ფუნქციებთან, შენახულ პროცედურებთან, ინდექსებთან, წარმოდგენებთან, კურსორებთან და ტრიგერებთან მუშაობის პრინციპები. განხილულია ოპერაციები სიმრავლეებზე, საერთო ცხრილური გამოსახულებები, მონაცემების რეორგანიზების საკითხები. გაშუქებულია ცხრილებს შორის კავშირები და ქვემოთხოვნები. გადმოცემულია ადმინისტრირების საშუალებები. მესამე გამოცემაში დამატებულია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. აღწერილია გრაფიკული საშუალებებით მონაცემთა ბაზებთან, ცხრილებთან, ფუნქციებთან, პროცედურებთან, წარმოდგენებთან, ინდექსებთან მუშაობის საკითხები. წიგნს ახლავს მაგალითები და სავარჯიშოები.
გამოცემა განკუთვნილია როგორც კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ისე დაპროგრამების შემსწავლელთათვის.
უაკ: 624.012.35/46
სახელმძღვანელოში განხილულია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების ზოგიერთი სპეციფიკური საკითხი, კერძოდ, რკინაბეტონის თეორიის აქტუალური პრობლემები, სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმალური დაპროექტება, შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგი კონსტრუქციები და მათი გაანგარიშება მოქმედი ეროვნული სეისმური ნორმების მიხედვით, აგრესიულ გარემოში მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციები, სტატიკურად ურკვევი კონსტრუქციების გაანგარიშების კლასიკური და თანამედროვე მეთოდები, ზღვრული წონასწორობის თეორია და სხვა.გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს მეცნიერებსა და ინჟინერ-დამპროექტებლებს.
უაკ: 347
სახელმძღვანელოში განხილულია კვლევის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც აუცილებელია საჯარო მართვის თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების გამოსაკვლევად. კურსი შეიცავს კვლევების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და ძირითადი მეთოდების დეტალურ აღწერას, მათ შორის თვისებრივ, რაოდენობრივ და შერეულ მეთოდებს, კვლევის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების სპეციფიკურ საკითხებს, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის მეთოდებსა და კვლევის ანგარიშის გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნებს. გამოცემა განკუთვნილია საჯარო მართვის სპეციალობის სტუდენტებისათვის, მაგრამ, იმავდროულად განხილული კვლევების მეთოდოლოგია სასარგებლო იქნება ახალგაზრდა მკვლევრთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვლევებით როგორც საჯარო მართვის ამოცანების, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა გამოსაკვლევად სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნესის სფეროებში.
უაკ: 51
სახელმძღვანელოში „ლებეგის ზომა“ მოცემულია ლებეგის ზომის კლასიკური აგების მეთოდები და შესაბამისი დამხმარე მასალა. წიგნი განკუთვნილია მათემატიკის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.