image-1
გ. ბაღათურია, ო. ბაღათურია, შ. დოღონაძე, გ. იაშვილი, თ. იაშვილი

კვლევის მეთოდების საფუძვლები საჯარო მმართველობის ამოცანებში

უაკ: 347

სახელმძღვანელოში განხილულია კვლევის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც აუცილებელია საჯარო მართვის თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების გამოსაკვლევად. კურსი შეიცავს კვლევების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და ძირითადი მეთოდების დეტალურ აღწერას, მათ შორის თვისებრივ, რაოდენობრივ და შერეულ მეთოდებს, კვლევის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების სპეციფიკურ საკითხებს, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის მეთოდებსა და კვლევის ანგარიშის გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
გამოცემა განკუთვნილია საჯარო მართვის სპეციალობის სტუდენტებისათვის, მაგრამ, იმავდროულად განხილული კვლევების მეთოდოლოგია სასარგებლო იქნება ახალგაზრდა მკვლევრთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვლევებით როგორც საჯარო მართვის ამოცანების, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა გამოსაკვლევად სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნესის სფეროებში.

image-1
ალ. კირთაძე

ლებეგის ზომა

უაკ: 51

სახელმძღვანელოში „ლებეგის ზომა“ მოცემულია ლებეგის ზომის კლასიკური აგების მეთოდები და შესაბამისი დამხმარე მასალა.
წიგნი განკუთვნილია მათემატიკის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.

image-1
†დ. ბასილაია, მ. წვერავა, ნ. ბარათელი

საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგია

უაკ: 54,66

სახელმძღვანელოში მკითხველი გაეცნობა საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ფართო სპექტრს, ამ მიმართულების სასაქონლო პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელ მაჩვენებლებს, წარმოების ზოგად ტექნოლოგიურ ხედვებს.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სახელმძღვანელო გამოსაცემად მომზადებულია მისი ერთ-ერთი ავტორის, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ დინარა ბასილაიას გარდაცვალების შემდეგ. ამ გამოცემით, პატივს მივაგებთ უნიჭიერესი მეცნიერისა და უსათნოესი ქალბატონის ხსოვნას.

image-1
ნ. დოლიძე

რადიაციული უსაფრთხოების ფიზიკური საფუძვლები

უაკ: 535.23:621.039.553

სახელმძღვანელოში განხილულია რადიაციული უსაფრთხოების საკითხები; განმარტებულია რადიოაქტიურობის არსი, რადიაციის სახეები, ნივთიერებასა და ცოცხალ ორგანიზმზე მათი ზემოქმედების ფიზიკური ასპექტები; მოცემულია რადიაციის სპეციალური საზომი ერთეულები და მათ შორის დამოკიდებულება; მოყვანილია დასხივების დასაშვები ზღვრული დოზები, რადიოაქტიური დასხივების რისკის დონეები. სახელმძღვანელოში განიხილება ბირთვული იარაღის გამოცდები, ატომური ენერგეტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღწერილია ბირთვული რეაქტორისა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი. მოყვანილია რადიოაქტიური დასხივების უსაფრთხოების ზომები მოსახლეობისათვის, დასხივების შეზღუდვის ღონისძიებათა ჩამონათვალი, სანქციები რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევისთვის; განხილულია თანამედროვეობის ორი დიდი კატასტროფის „ჩერნობილისა“ (1986 წ) და „ფუკუშიმა I-ის“ (2011წ) აეს-ების ავარიის გამომწვევი მოზეზები და შედეგები. 
გამოცემა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის; ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც.

image-1
ბ. შანშიაშვილი

სისტემების იდენტიფიკაცია
II ნაწილი

უაკ: 62.505

სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში გარკვეული ადგილი ეთმობა მართვადობისა და დაკვირვებადობის კრიტერიუმებისა და შესაბამისი მათემატიკური აპარატის განხილვას.
ნაჩვენებია უწყვეტი და დისკრეტული არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცისას კვაზიგაწრფევების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.
განხილულია წრფივი და არაწრფივი დაკვირვებადი სისტემების პარამეტრებისა და მდგომარეობის ერთდროული თანამიმდევრული შეფასებისთვის ინვარიანტული ჩადგმის მეთოდის გამოყენების თავისებურებები.
წრფივი არასტაციონარული სისტემების იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია სინუსოიდურ სიგნალზე რეაქციის საფუძველზე და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის შებრუნებულ ამოცანებთან დაკავშირებით.
არაწრფივი დინამიკური სისტემების სტრუქტურული და პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია უწყვეტ ბლოკურად ორიენტირებულ მოდელთა სიმრავლეზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერი მუშაკების, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.

image-1
ნ. დოლიძე

რადიაციული უსაფრთხოების ფიზიკური საფუძვლები

უაკ: 535.23:621.039.553

სახელმძღვანელოში განხილულია რადიაციული უსაფრთხოების საკითხები; განმარტებულია რადიოაქტიურობის არსი, რადიაციის სახეები, ნივთიერებასა და ცოცხალ ორგანიზმზე მათი ზემოქმედების ფიზიკური ასპექტები; მოცემულია რადიაციის სპეციალური საზომი ერთეულები და მათ შორის დამოკიდებულება; მოყვანილია დასხივების დასაშვები ზღვრული დოზები, რადიოაქტიური დასხივების რისკის დონეები. სახელმძღვანელოში განიხილება ბირთვული იარაღის გამოცდები, ატომური ენერგეტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღწერილია ბირთვული რეაქტორისა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი. მოყვანილია რადიოაქტიური დასხივების უსაფრთხოების ზომები მოსახლეობისათვის, დასხივების შეზღუდვის ღონისძიებათა ჩამონათვალი, სანქციები რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევისთვის; განხილულია თანამედროვეობის ორი დიდი კატასტროფის „ჩერნობილისა“ (1986 წ) და „ფუკუშიმა I-ის“ (2011წ) აეს-ების ავარიის გამომწვევი მოზეზები და შედეგები.
გამოცემა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის; ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც.

image
თ. ბახტაძე, ა. კობიაშვილი

მონაცემთა სტრუქტურები და დაპროგრამება

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციფიკაცია, ვერიფიკაცია, ვალიდაცია, კორექტულობა, ალგორითმის კომპლექსურობა და სტრუქტურული ბლოკ-სქემები, ხისა და გრაფის წარმოდგენა. მთლიანად მასალის აღსაქმელად საკმარისია მხოლოდ სკოლის მათემატიკის ელემენტარული კურსის მინიმალური ცოდნა და მკითხველის სიბეჯითე. ალგორითმების ჩასაწერად გამოყენებულია ბლოკ-სქემები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ იციან არც დაპროგრამება და არც ინფორმატიკა.

მ. ხომასურიძე

ღვინის ზადი და ნაკლი

უაკ: 663.2/.3

სახელმძღვანელოში განხილულია ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები, ველური მიკროფლორის ზეგავლენა ღვინის ხარისხზე, ღვინისათვის დამახასიათებელი დეფექტები: ზადი, ნაკლი, მიკრობიოლოგიური დაავადებები, მათი პრევენცია და შესაძლებლობის შემთხვევაში, ღვინის გამოსწორების მეთოდები.
სახელმძღვანელო მოიცავს ხარისხოვანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების, რთველის დაგეგმვის, ღვინის შედგენილობის მართვის, მჟავიანობის რეგულირების, გოგირდის დიოქსიდის, საფუვრის წმინდა კულტურის, მუხის კასრისა და მისი ალტერნატიული მასალების გამოყენების მეთოდების მიმოხილვას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, მეღვინეებისათვის, სომელიეებისა და ღვინის დეგუსტატორებისათვის.