image-1
ზ. არაბიძე, ა. აბშილავა

ნახშირმამდიდრებელი ფაბრიკების ტექნოლოგიური დაპროექტება

უაკ: 661.183.2

სახელმძღვანელოში განხილულია ნახშირის გამდიდრების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები და მოცემულია: მათი ანალიზი, რეკომენდაციები ნახშირის სხვადასხვა მეთოდით გამდიდრების ტექნოლოგიური სქემების შერჩევისა და გაანგარიშების შესახებ, ნახშირის გამდიდრების პროცესში გამოყენებული აპარატურის შერჩევისა და ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშების საკითხები. სახელმძღვანელოში აგრეთვე განხილულია ნახშირმამდიდრებელი ფაბრიკის ტექნოლოგიური დაპროექტების ნორმები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სამთო დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
ს.ა. ხომენკო, ე.ე. ცვეტკოვა, ი.მ. ბასოვეცი

სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტების ინგლისური ენიდან თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები

უაკ: 82.03

სახელმძღვანელო „სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტების ინგლისური ენიდან თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები“ შედგენილია ბელორუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის თანამშრომლების ს.ა. ხომენკოს, ე.ე. ცვეტკოვას, ი.მ. ბასოვეცის სახელმძღვანელოს საფუძველზე.
წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან, განიხილულია თარგმანის ლინგვისტური ასპექტები, მოიცავს სავარჯიშოებს თარგმანის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ავთენტურ სამეცნიერო და ტექნიკურ ტექსტებს, რომელთა მიზანია შესწავლილი ხერხების კომპლექსური გამოყენება თარგმანზე მუშაობისას.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებისათვის, რომელთა დამატებითი სპეციალობაა „ტექნიკური თარგმანი“.
სახელმძღვანელო ადაპტირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების თამარ მებუკის და ნინო ჯანჯღავას მიერ ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმანის სწავლებისათვის.

 

 

image-1
გ. ბუცხრიკიძე, პ. კოღუაშვილი, ჯ. ფანჩულიძე

მიწის ადმინისტრირება

უაკ: 711.142:711.14

მიწის, როგორც სახელმწიფოს უდიდესი რესურსის სწორად მართვისათვის, ამ დარგში არსებული საკანონმდებლო ბაზის ათვისების, მიწის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების პრინციპების ცოდნისათვის – აუცილებელია თანამედროვე სპეციალისტის მომზადება.
წინამდებარე სახელმძღვანელო – „მიწის ადმინისტრირება“ – საქართველოში იბეჭდება პირველად და განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დააინტერესებს სახელმწიფო მოხელეებს, ეკონომისტებს, იურისტებსა და ეკოლოგებს.
ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოს გამოცემა შეავსებს ამჟამად არსებულ ხარვეზს და შესაბამის წვლილს შეიტანს მომავალი სპეციალისტების მომზადების საქმეში.

 

 

image-1
ნ. ბოკუჩავა, დ. ჯინჭარაძე

კოსმეტოლოგია

უაკ: 646.7

სახელმძღვანელო „კოსმეტოლოგია“ შეიცავს ფართო საინფორმაციო მასალას, დავალებებს სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის. სპეციალურად შედგენილ ცნობარში წარმოდგენილია დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეები და თანამედროვე პრეპარატები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ დარგის სპეციალისტებისთვის. ნაშრომი საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოსმეტოლოგიის პრობლემებით.

 

 

image-1
მ. დავითაია

მსოფლიო არქიტექტურის ისტორია
ანტიკური სამყარო. ადრექრისტიანული და ბიზანტიური პერიოდები წიგნი მეორე

უაკ: 72.03

წიგნი არის სახელმძღვანელოების გამოცემათა სერიის ნაწილი, რომელიც მოიცავს მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. მასში განხილულია ძველი საბერძნეთის, ანტიკური რომის, ადრექრისტიანული და ბიზანტიური ხუროთმოძღვრების პერიოდები და ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
გ. წულეისკირი, მ. არაბიძე

სამშენებლო ხაზვა

უაკ: 614.841.33

სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია გამომუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტთან არსებული უმაღლესი სკოლების გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრის მსმენელთათვის.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე

დაპროგრამების ენა Python

უაკ: 681.3.06

სახელმძღვანელოში განხილულია დაპროგრამების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უნივერსალური ენის – პითონის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. მოცემულია ამ ენის ძირითადი კონსტრუქციები, მმართველი სტრუქტურები, ოპერატორები, ენაში ჩაშენებული ფუნქციები და მეთოდები, სამომხმარებლო ფუნქციები, მონაცემთა სტრუქტურები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამონაკლისების მართვის საკითხებს, ფაილურ სისტემას, მოდულებსა და პაკეტებს, ტექსტური ინფორმაციის დამუშავებას. განხილულია ობიექტზე ორიენტირებული პითონის კლასები და მემკვიდრეობის საკითხები.
წიგნი მოიცავს თეორიულ წინამძღვრებს და მასში აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.
გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ის ასათვისებლად.

 

 

image-1
დ. როგავა

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის საფუძვლები

უაკ: 551.49+624.131.1

განხილულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ასახავს მიწისქვეშა წყლების ფორმირებისა და გავრცელების, აგრეთვე გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოლოგიურ თავისებურებებს.
დახასიათებულია წყლის განაწილება ატმოსფეროში, მიწის ზედაპირსა და წიაღში, მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა, მათი წარმოშობა, მიწისქვეშა წყლების ტიპები და მათი კლასიფიკაცია, ბუნებრივი გამოსავლები მიწის ზედაპირზე, მინერალური და სამრეწველო წყლები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ჰიდროგეოლოგიური პირობები, მიწისქვეშა წყლების მოძრაობა და მათი მოდინება საკაპტაჟე ნაგებობებისაკენ, სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებისას მიწისქვეშა წყლებთან ბრძოლის მეთოდები, ჰიდროგეოლოგიური კვლევის თავისებურებები სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების დროს.
აგრეთვე განხილულია ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები და მოვლენები, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები და სახეობანი, ზოგადი ცნობები ბინარული სისტემის, მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ საინჟინრო-გეოლოგიის ამოცანები გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
ბ. მეფარიშვილი

მონაცემთა ბაზების დაპროექტება

უაკ: 681.3.06

სახელმძღვანელოში მონაცემთა ბაზების დაპროექტება“ მოცემულია თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში გამოყენებული მონაცემთა ბაზების თეორიისა და დაპროექტების საფუძვლების ძირითადი საკითხები. წარმოდგენილი სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.