image
გ. მურჯიკნელი, ზ. აზმაიფარაშვილი

ძალური ელექტრონიკა და ინტელექტუალური ელექტროამძრავები

უაკ: 621.38

სახელმძღვანელოში განხილულია ძალური ელექტრონიკის ძირითადი საკითხები. კერძოდ, აღწერილია ძალური ნახევარგამტარული ელემენტების (დიოდების, ტირისტორების, ტრანზისტორების) აგებულება და მოქმედების პრინციპი, მართვადი და უმართავი გამმართველები, ავტონომიური ინვერტორები, ელექტრული ენერგიის გარდაქმნისა და გადართვის საკითხები და სხვ.

წიგნში განხილულია აგრეთვე თანამედროვე ინტელექტუალური ელექტროამძრავები, რომლებიც ელექტრომანქანების, აპარატებისა და მათი მართვის სისტემების ერთობლიობაა. ამას გარდა, მითითებულია, რომ აღნიშნული მოწყობილობები მრეწველობაში მექანიკური ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ხდება ელექტრული ენერგიის გარდაქმნა მექანიკურად და პირიქით.

სახელმძღვანელო შესრულებულია მაღალ დონეზე და შეესაბამება ზემოთ მოყვანილი საგნის სილაბუსს. იგი დაწერილია სტუდენტებისათვის გასაგები ენით და იძლევა იმის საშუალებას, რომ სტუდენტებმა უკეთ აითვისონ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალური საგანი.

image-1
ლ. ჯიქიძე

თეორიული მექანიკის კურსი
სტატიკა, კინემატიკა

უაკ: 531.8

image
ირ. ინაშვილი, ირ. დენისოვა, კ. ბზიავა, ირ. კლიმიაშვილი, ალ. ბაგრატიონ-დავითაშვილი

წყლის რესურსების მონიტორინგი

უაკ: 502/504

სახელმძღვანელოში განხილულია დიფუზური წყაროებით გამოწვეული წყლის დაბინძურების მონიტორინგი. აღწერილია მონიტორინგის სისტემების დაპროექტების ხერხები. დიდი ყურადღება ეთმობა მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს.

განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. დიდ დახმარებას გაუწევს წყლის რესურსების მართვისა და მონიტორინგის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და მეცნიერებს.

image-1
ლ. გვერდწითელი, თ. შარაშიძე

ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა

უაკ: 556:631.4

სახელმძღვანელოში განხილულია მრეწველობის სხვადასხვა დარგის მიხედვით ჰიდროსფეროს დამაბინძურებელი წყაროები და ნივთიერებები, წყალუზრუნველყოფისა და ჩამდინარე წყლის ხარჯის განსაზღვრა. მოცემულია ჩამდინარე წყლის დამაბინძურებელი კომპონენტებისაგან გამწმენდი ტექნიკური საშუალებები, აპარატები და მათი შერჩევის კრიტერიუმები. ასევე განხილულია ნიადაგის დაცვის ტექნიკური საშუალებები.

განკუთვნილია გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.

image-1
ჯ. გრიგალაშვილი

დაპროგრამება TIA Portal-ში S7-1200/S7-1500

უაკ: 681.5

სახელმძღვანელოში განხილულია STEP 7 V13, რომელიც დაფუძნებულია TIA Portal-ის დაპროექტების ერთიანი სამუშაო გარემოს ფუნქციურ შესაძლებლობებზე და აქვს ინტუიციურად გასაგები, ეფექტური და მომავალზე ორიენტირებული, შიმატიც პროგრამირებად კონტროლერების ბაზაზე დაფუ-ძნებული ავტომატიზაციის პროექტების დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა. იგი წარმოდგენი-ლია ორი ვერსიის სახით:
• SIMATIC STEP 7 Professional V13 – რომელიც არის SIMATIC-ის S7-1200, S7-300, S7-400, WinAC პროგრამირებადი კონტროლერების დაპროექტების სისტემა. იგი ოპტიმალურად მხარს უჭერს აგრეთვე SIMATIC-ის ახალი სერიის S7-1500-ის ლოგიკურ პროგრამულ კონტროლერებს;
• SIMATIC STEP 7 Basic V13 – რომელიც არის საკუთრივ SIMATIC-ის S7-1200 პროგრამირებადი კონტროლერებისათვის განკუთვნილი დაპროექტების სისტემა.

ნაშრომში გამოყენებულია შინაარსის გადმოცემის ორიგინალური მიდგომა. კონკრეტულად, აღე-ბულია შიემენს AG-ს ახალი თაობის კონტროლერებიდან ორი უახლესი მოდელი - S7-1200/ S7-1500 ხაზგასმულია მათი უპირატესობანი ძველ მოდელებთან - S7-300/S7-400 შედარებით. მოცემულია მათი გამოყენების რეკომენდაციები, მოყვანილია მაგალითები და მითითებულია ბმულები წარმოქმ-ნილ შესაძლო კითხეებზე პასუხის გაცემისათვის.

ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა S7-1200 პროგრამული ლოგიკური კონტროლერების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს, კერძოდ განხილულია: კონტროლერის Ethernet შეერთება კომპიუტერთან, კონტროლერის დაკავშირება პროგრამასთან, IP მისამართის დადგენა, ახალი პროექტის გახსნა, პროექტში ახალი მოწყობილობის დამატება, მოწყობილობის გამართვა, პროგრამის შექმნა ორი რიცხვის გამრავლების მაგალითზე, პროგრამის კომპილაცია და კონტროლერში ჩატვირთვა, პროგრამის ტესტირებები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის

image-1
ბ. შანშიაშვილი

სისტემების იდენტიფიკაცია

უაკ: 62.505

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია მართვის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - სისტემების იდენტიფიკაციის ძირითადი ცნებები, ამოცანები, მართვადობისა და დაკვირვებადობის კრიტერიუმები და სხვა ზოგადი საკითხები. აღწერილია წრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაციის კლასიკური მეთოდები სიხშირული, გარდამავალი, იმპულსურ-გარდამავალი, კორელაციური ფუნქციების გამოყენების საფუძველზე და ასევე რეგრესიული მეთოდები.

მოცემულია წრფივი არასტაციონარული დინამიკური სისტემების იდენტიფიკაციის ამოცანები სიხშირულ არეში და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნა შებრუნებულ ამოცანებთან დაკავშირებით, ასევე არაწრფივი დინამიკური სისტემების იდენტიფიკაციის ამოცანები სიშირულ არეში, რეგრესიული ანალიზის, კვაზიგაწრფევების, ინვარიანტული ჩადგ-მისა და სტოქასტიკური აპროქსიმაციის მეთოდების გამოყენების საფუძველზე.

სახელმძღვანელო შედგენილია ავტორის მიერ ადრე გამოცემული I (2009 წ.) და II ნაწილების (2019 წ.) გადამუშავებისა და დამატებების საფუძველზე. კერძოდ დამატებულია მეხუთე თავის 5.6, 5.7, 5..8 პარაგრაფები, მეცხრე თავის 9.2 პარაგრაფი და მეათე თავი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისათვის, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.

image-1
მ. მჭედლიშვილი, თ. ფალავანდიშვილი

გოგირდმჟავას ტექნოლოგია

უაკ: 54.661.2

სახელმძღვანელოში სილაბუსის (პროგრამის) შესაბამისად განხილულია გოგირდმჟავას, მისი წარმოების ნედლეულისა და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე ნახევარპროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, სხვადასხვა ნედლეულზე მომუშავე გოგირდმჟავას წარმოების ტექნოლოგიური სქემები და მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების თეორიული და პრაქტიკული მხარეები. გაშუქებულია გოგირდმჟავას წარმოების განვითარების თანამედროვე ტენდენციები. „გოგირდმჟავას ტექნოლოგია“ არის „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას ტექნოლოგიის“ საგნის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სპეციალობის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.

ნაშრომი განკუთვნილია და დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას წარმოების“ კურსის ათვისებაში, ისე გოგირდმჟავას წარმოებით და სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური გადამუშავების მეთოდებით დაინტერესებულ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

image-1
თ. სტურუა, თ. თოდუა, ბ. ტაბატაძე

ვებტექნოლოგიების საფუძვლები HTML5 & CSS3
მეორე გამოცემა

უაკ: 681.3

განხილულია ენა HTML-ის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული. მოცემულია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლებიც ვებდაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგინალური ვიზუალური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

განკუთვნილია ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და HTML და CSS ენების გამოყენებით ვებგვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.