უაკ: 621.73
მოცემულია მეთოდური მითითებანი და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების პრაქტიკული მაგალითები ბაკალავრიატისა და პროფესიული უმაღლესი სწავლების სტუდენტებისათვის ლითონების წნევით დამუშავებაში.
უაკ: 53
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი.განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისა და ასევე მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 624.012.35/46
განხილულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციები: საყრდენი კედლები; წიბოვანი საყრდენი კედლები (კონტრფორსული); მოცულობითი რკინაბეტონის კონსტრუქციები; რკინაბეტონის წყალსადაწნეო კოშკები; რკინაბეტონის მილები; სწორკუთხა მოხაზულობის მილები; რკინაბეტონის ღარები; ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გადაწყვეტისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.398
განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.
უაკ: 6813
აღწერილია ლაბორატორიულ ლაბორატორიული სამუშაოთა შესრულების მეთოდიკა ცხრილურ რედაქტორ Excel-სა და პრეზენტაციის რედაქტორ PowerPoint-ში. მასალა დაყოფილია ცალკეულ თემატურ ლაბორატორიული სამუშაოებად და შეისწავლება მრავალ კონკრეტულ მაგალითსა და საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების I კურსის სტუდენტთათვის ლაბორატორიული ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად დისციპლინებში: „საინფორმაციო ტექნოლოგიები“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები“, „ინფორმატიკა“.
უაკ: 687.1
განხილულია ციფრული პროგრამული მართვის თანამედროვე საკერავი მანქანები. შესწავლილია ფირმა Juki-ის, მინევრას, დიურკოპ-ადლერის, Shangon-ის ნახევრად ავტომატები; ორ და სამძაფიანი ჯაჭვური გვირისტის მანქანები; რობოტიზებული საკერავი მანქანები; სამკერვალო ნაწარმის კერვის პროცესში გამოყენებული მანიპულატორები; ნაწარმის გასაფორმებელი საქარგავი მანქანები და ავტომატები; უძაფო საკერავი მანქანები; საკერავი მანქანის გაუმართავი მუშაობის დიაგნოსტიკის საკითხები. განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს საკერავი მანქანის ძირითადი მექანიზმების დარეგულირებისათვის პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას.
უაკ: 513.71:658.26
წიგნში გაშუქებულია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ტექნოლოგიური ასპექტები, ენერგოსისტემის რეჟიმების მართვისა და ექსპლუატაციის საიმედოობის საკითხები, ქსელების დაპროექტების ელემენტები და ტექნოლოგიური კომპლექსების ელექტრომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების ეკონომიკური და ორგანიზაციული ასპექტები. წიგნი დაწერილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსების მენეჯმენტის“ მიმართულების ბაკალავრ-მაგისტრანტების საწავლო პროგრამების შესაბამისად. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, ამავე მიმართულების დოქტორანტებსა და მონათესავე მიმართულების ბაკალვრ-მაგისტრანტებს.
უაკ: 004.43
დამხმარე სახელმძღვანელო, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული და რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული, საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. ასევე, მოყვანილია Web-გვერდების შექმნის მრავალი მაგალითი და შესასრულებლად გამზადებულ პროგრამათა ტექსტები HTML ენის გამოყენებით. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, Web-გვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.