image-1
მ. წიქარიშვილი, ლ. ბერიძე, გ. მეტრეველი, მ. ვარდიაშვილი

ტექნიკური დიაგნოსტიკა (თეორია და პრაქტიკა)

უაკ: 616-07

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მშენებლობის და მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსი დაეხმარება სტუდენტს, გამოიმუშაოს პრაქტიკული ჩვევა კონკრეტული ამოცანების ამა თუ იმ კონსტრუქციის და მანქანა-დანადგარების დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლის დროს.
დამხმარე სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
ი. ბაზღაძე

ქიმიური ნაერთების გავლენა ბიოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე

უაკ: 54.04

დამხმარე სახელმძღვანელოში „ქიმიური ნაერთების გავლენა ბიოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმზე“ განხილულია ქიმიური ელემენტებისა და მათი ნაერთების მოხვედრის გზები ბიოსფეროსა (ატმოსფერულ ჰაერში, ჰიდროსფეროში, ნიადაგში) და ცოცხალ ორგანიზმებში (ჰიდრობიონტში, ხმელეთის ცხოველებში, ადამიანებში), მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, დისბალანსის მიზეზები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ასათიანი

სახვითი ხელოვნების ნიმუშთა მხატვრულ- სტილისტური ანალიზი

უაკ: 7:688

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლიანი გაცნობა-შესწავლის შედეგად, თქვენ ჩაწვდებით ხელოვნების ანბანს, საწყის საფეხურს იმ რთული მეცნიერებისას, რასაც ხელოვნება ჰქვია, გაერკვევით მის დარგებსა და მასში შემავალ ჟანრებში, შეიმეცნებთ ხელოვნებათმცოდნეობის  ძირითად კრიტერიუმებს, ფუნქციასა და დანიშნულებას, მის განმსაზღვრელ ნიშან-თვისებებს. თქვენთვის ნათელი ხდება სახვითი (და არა მხოლოდ მისი) ხელოვნების ნამუშევრების აღქმა და „დანახვა“. სრულყოფილი საზრისიანობის უნარის გამომუშავება ხდება მხოლოდ ნაწარმოებთა ღრმა ანალიზის საფუძველზე. ამისთვის კი საჭიროა ხელოვნების ნაწარმოებებში მუდმივი ჩართულობა, რაც „აშალაშინებს“ თვალს, გონებას და აფართოებს აზროვნების არეალს.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი, მ. ჟღენტი, ზ. ისააკიანი, ი. გელაშვილი

მეცნიერული კვლევის საფუძვლები ხის დამუშავების ტექნოლოგიასა და სატყეო საქმეში

უაკ: 674

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და დამუშავების ძირითადი მეთოდები. განხილულია ემპირიული ფორმულების პარამეტრების განსაზღვრა უმცირეს კვადრატთა მეთოდითა და ემპირიული მონაცემების მოგლუვების საკითხები წრფივი და განმეორებითი მოგლუვებისას.
მოცემულია ძირითადი ცნებები კორელაციური დამოკიდებულებების შესახებ, გამოთვლილია კორელაციის ემპირიული კოეფიციენტები და მიღებულია რეგრესიის ემპირიული წრფის განტოლებები.
წიგნი განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ დოქტორანტებმაც.

 

 

image-1
ნ. ჯავახიშვილი

სავარჯიშოები გეგმილურ ხაზვაში

უაკ: 741/744

მეთოდურ მითითებებში გახილულია ხაზთა ტიპების, შეუღლების, ზომების დასმის, აგრეთვე მოდელის მოცემული ორი ხედის მიხედვით მესამე ხედის აგების მაგალითები და მათი ამოხსნა. მოცემულია თეორიული მასალა აღნიშნული მაგალითების შესასრულებლად.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლა. ასევე შეიძლება გამოიყენონ უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებმა და ხაზვით დაინტერესებულმა პირებმა.

 

 

image-1
თ. შეროზია, გ. ნარეშელაშვილი, ვ. კეკელია

შესავალი ორგანიზაციული მენეჯმენტის ფუნქციების ალგორითმიზაციაში მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია სხვადასხვა სახის ორგანიზაციული მართვის ობიექტების დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზის პრაქტიკული ამოცანები. მოცემულია მათი აღწერა, განსაზღვრულია საწყისი მონაცემები, მისაღები შედეგები, მათემატიკური მოდელები და ალგორითმები; დოკუმენტის ფორმები, საწყისი და საანგარიშო შედეგების ჩასაწერად; განსაზღვრულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა, რომელთა საფუძველზეც შეიძლება განხორციელდეს მათი ავტომატიზაცია.
წიგნი განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიის (მართვის ავტომატიზებული სისტემების) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე

დაპროგრამების ალგორითმული ენა C# მეთოდიკური მითითებები
ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 62-5

ნაშრომში განხილულია 15 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის წარმოდგენილია თეორიული წანამძღვრები და აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.
მოცემული მეთოდიკური მითითებანი განკუთვნილია დაპროგრამების ალგორითმული ენა C#-ის ასათვისებლად.

 

 

 

image-1
ნ. ნავაძე, ო. გელაშვილი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 656 13. 072

თანამიმდევრულად, იერარქიის შესაბამისად არის განხი­ლული  ძირითადი ნორმატიული აქტების მთავარი მოთხოვნები, მიღების და ძალაში შესვლის წესები, რომელთა პრაქტიკულად განხორ­ციელება დიდად გარანტირებულს გახდის საავტომობილო ტრანს­პორტის სფეროში საშემსრულებლო და ტექნოლოგიური პრო­ცესების სამართლებრივად წარმართვას, რაც უაღრესად მნიშ­ვნე­ლოვანია როგორც დარგის ხელმძღვანელი მუშაკები­სათვის, ისე სისტემაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერ­სონალის და მათ­თან დაკავშირებული ფიზიკური თუ იური­დიული პირებისათვის.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულებების სტუ­დენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
მ. მესხი, გ. ჭიაურელი

გამოყენებითი გეოდეზიის პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 528.48 (076.5)

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლე თეო­რიულ წანამძღვრებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული ხა­სიათის ცნობები საინჟინრო ნაგებობათა მიმოკ­ვლევის, დაპროექტებისა და ექს­პლუატაციის პერიოდებში შესა­სრულებელ სამუშაოებზე.
ყურადღება გამახვილებულია საინჟინრო ობიექტების გეო­დეზიური მომსახუ­რებისათვის საჭირო გეგმური და სასიმაღლო საყრდენი ქსელების პროექტების შეფასების მიახლოებით და ზუსტ მეთოდებზე.
განხილულია შენობა-ნაგებობათა გეოდეზიური უზრუნ­ველ­ყოფისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოები მსხვილი საინ­ჟინრო ობიექტების–ხიდების, ჰიდრო­ტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბებისათვის.
განკუთვნილია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო საინ­ჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმატიკის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრი­ატისა და მაგისტრატუ­რის სტუდენტებისათვის.