image-1
ზ. ჯაფარიძე

საკონსერვო საწარმოთა მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში განხილულია საკონსერვო საწარმოთა მოწყობილობები, მოცემულია მათი სტრუქტურულ-პრინციპული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების მეთოდური საფუძვლები. განხილულია საკონსერვო წარმოების მანქანა-აპარატურის სქემები.

გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე

ღვინის საწარმოთა მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში განხილულია ღვინის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მოცემულია მათი სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.

გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.

 

 

image-1
ვ. გოგიჩაიშვილი

ნანო- მიკროსტრუქტურების და ტექნოლოგიური პროცესების კომპიუტერული მოდელირება

უაკ: 001.891.57:539-022.532

სალექციო კურსის მიზანია ნანო- და მიკროტექნოლოგიური პროცესების, სტრუქტურებსა და სისტემებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების მეთოდების შესწავლა; ელექტრონული ხელსაწყოების პარამეტრების კვლევის, კომპიუტერული მოდელების შექმნის პრინციპების დაუფლება მათი პრაქტიკული გამოყენების მიზნით.

გამოცემა განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. დიხამინჯია, ე. ხოხიაშვილი, თ. პაპაჩაშვილი

შესავალი გეოინფორმაციულ სისტემებში

უაკ: 004.67:910.27

სალექციო კურსში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების ცნება და ძირითადი კომპონენტები - მიმოხილვა, დანიშნულება და ფუნქციები; გეოინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა და კატეგორიები; გეოინფორმაციული სისტემების რუკები გეოინფორმაციული სისტემების და დისტანციური ზონდირების ინტეგრაციული კავშირები; გის-თვის მონაცემთა მოპოვების ძირითადი წყაროები; ცხრილური და ადგილმდებარეობითი ძიების წარმოება; კოორდინატების გამოყენებით ადგილმდებარეობის პოვნა.

სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.

 

 

image-1
ნ. დიხამინჯია, ე. ხოხიაშვილი, თ. პაპაჩაშვილი

გეოინფორმაციული სისტემები
ინსტრუმენტები და ფუნქციები

უაკ: 004.67:910.27

სალექციო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. სალექციო კურსში სრულად არის განხილული ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია გეოინფორმაციული სისტემების პროფესიულ დონეზე შესწავლასთან: გეოინფორმაციული სისტემების მიმოხილვა, დანიშნულება და ფუნქციები, გეომონაცემთა ძიება-შენახვა, პერსონალური და ფაილური გეომონაცემების ბაზები, ობიექტთა კლასები - მათი შექმნა და რედაქტირება, ობიექტების სივრცითი გეორეფერენსირება, მეტამონაცემებთან მუშაობა, გეოპროცესინგის ინსტრუმენტების შესწავლა, გეომონაცემთა ანალიზის ძირითადი ინსტრუმენტების შესწავლა, რუკის მაკეტის შექმნა პროფესიულ დონეზე (წარწერები, ანოტაციები, კლასიფიკაციები), ობიექტთა კლასებისა და ატრიბუტების რედაქტირება, სივრცული და არასივრცული ცხრილების მართვა, სხვადასხვა ტიპის სივრცითი ამოცანების გადაწყვეტა გეოინფორმაციული ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით (პრაქტიკული პროექტების მაგალითების ჩვენებით), და ა.შ.

სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.

 

 

image-1
მ. წერეთელი, ნ. რუხაძე, ი. წერეთელი

ამწევი მანქანის, საშახტო ჯალამბრისა და კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავის გაანგარიშება
მეთოდური მითითებები საკურსო პროექტების შესასრულებლად

უაკ: 622.2

მეთოდური მითითებები დაეხმარება სტუდენტს სამთო მანქანების – საშახტო ამწევი მანქანის, საშახტო ჯალამბრისა და კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავის საკურსო პროექტის შესრულებაში. შესრულებული გაანგარიშების მიხედვით, აიგება დავალებით მოცემული მანქანის ძრავას მექანიკური მახასიათებლები ორივე სახის სამუშაო რეჟიმში, როგორც ძრავულში, ისე გენერატორულში. საკურსო სამუშაოს შესრულებისას, გაიანგარიშება სამთო მანქანების – საშახტო ამწევი მანქანის, საშახტო ჯალამბრისა და ერთმალიანი კიდული ბაგირგზების პროექტები. აიგება შესაბამისი მექანიკური მახასიათებლები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. ცერცვაძე

მეტალურგიული საწარმოები და ეკოლოგია

უაკ: 669.618

სალექციო კურსი ,,მეტალურგიული საწარმოები და ეკოლოგია“ შედგება 15 საკითხისაგან. იგი მოიცავს სილაბუსში ასახულ შემდეგ საკითხებს: გარემოსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ ეკოლოგიურ პრობლემებს; გარემოს დაბინძურების მიზეზებს; მეტალურგიული საწარმოების ზეგავლენას გარემოზე; მეტალურგიული საწარმოების გავლენას ატმოსფეროზე, მეტალურგიული საწარმოებიდან ჩამდინარე წყლებს, მეტალურგიული საწარმოების მყარ ნარჩენებს; ნარჩენებსა და დაბინძურებას მეტალურგიულ საწარმოებში. ასევე, მეტალურგიული საწარმოებიდან ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხერხებს, ჩამდინარე წყლების განსაზღვრასა და კლასიფიკაციას, მისი გაწმენდის თანამედროვე ხერხებს; ატმოსფერული ჰაერის სანიტარიულ დაცვას.

განხილულია ეკოლოგიურად დამზოგი მეტალურგიის შექმნის ზოგადი პრინციპები და ეკოლოგიურად უსაფრთხო მდგრადი განვითარების კონცეფცია და სხვ. სალექციო კურსში ასახულია მეტალურგიული საწარმოების გავლენა გარემოზე. კერძოდ, ატმოსფეროს დაბინძურება არის მეტალურგიული გიგანტების მოქმედებით წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემების მთავარი მიზეზი, გამონაბოლქვი იწვევს ნიადაგის დაბინძურებას, მცენარეულობის განადგურებასა და ტექნოგენურ გაუდაბურებას მსხვილი ქარხნების ირგვლივ.

სალექციო კურსი განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მეტალურგიის საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image-1
გ. გაფრინდაშვილი

კერამიკის და ცეცხლგამძლე მასალების ტექნოლოგია

უაკ: 528

სალექციო კურსში განხილულია ფოტოგრამმეტრიული ბლოკის შექმნის პრინციპი Erdas-ის Imagine Photo­gram­metry-ში, გადაღების მარშრუტების და სურათების განლაგების წესები, სურათებზე წერტილების განლაგების პრინციპი, დამაკავშირებელი და საკონტროლო წერტილები, ტრიანგულაცია და რელიეფის ციფრული მოდელირება, ზედაპირის მოდელების კლასიფიკაცია, ავტომატური ციფრული მოდელის აგება (ATE, eATE მოდული) და შესწორება, სტერეოგამოსახულების ინსტრუმენტები, Break line, point - მათი დანიშნულება, Contour line - რელიეფი, Stereo Analyst - არსი, ინსტრუმენტები, ბლოკის გახსნა და ტოპოელემენტების დახაზვა.

გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. კაზარიანი

სერვერული გეოინფორმაციული სისტემები

უაკ: 004.67

სალექციო კურსი მოამზადა გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“.
გამოცემაში განმარტებულია სერვერული გეოინფორმაციული სისტემების დანიშნულება, არქიტექტურასა და სრული ფუნქციონალობის, გის სერვისების შექმნისა და სხვადასხვა სისტემაში მათი გამოყენების საბაზისო დონე. აგრეთვე გის სერვისების საფუძველზე, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, ვებაპლიკაცების საფუძვლის შექმნა.

სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსი-ტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.