უაკ: 624.05
სალექციო კურსში აღწერილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ამჟამად მშენებლობაში. ბოლო წლებში ძველი ტრადიციული მეთოდების დახვეწასა და რადიკალურად გაუმჯობესებასთან ერთად, სისტემატურად ხდება ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და მათი სამშენებლო პრაქტიკაში დანერგვა. გაცილებით მეტი სიახლეა საშენი მასალების წარმოების მხრივ, რაც გამოწვეულია ამ სფეროში ნანოტექნოლოგიების განვითარებითა და კომპოზიციური მასალების მრავალმხრივი გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროს გაუტოლდა. წარმოდგენილია სრულიად ახალი ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ობიექტების მშენებლობის მაგალითები და სამომავლო პროექტები.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 622.1
სალექციო კურსში სასწავლო პროგრამის მიხედვით განხილულია მარკშეიდერული სამუშაოები კარიერებზე, სამარკშეიდერო სამსახურის ამოცანები წიაღისეულის მოპოვებისას კარიერული მეთოდით, წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული მარკშეიდერული ამოცანებისათვის საჭირო საყრდენი საფუძვლის მომზადება, ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, ჩატარებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, გეოდეზიურ აგეგმვებთან და კარიერებზე სამთო სამუშაოების მავნე ზეგავლენის შედეგად ქანთა მასივის ძვრისა და დეფორმაციების საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 007
სალექციო კურსში განხილულია ინფორმაციული მოდელები და ფოტომეტრიული პარამეტრები. ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიღება და ასახვა ელექტრონულ-სხივური მილაკებით. აღწერილია ინფორმაციული სიმბოლოების ფორმირების პრინციპები სატელევიზიო რასტრის საშუალებით. განხილულია ინფორმაციის ასახვის ციფრული მოწყობილობები, სიმბოლოების ასახვის მეთოდები ეკრანზე ბეჭდვით. მოცემულია სიმბოლოების ასახვის ფუნქციური და პროგრამულ-რასტრული მეთოდები.
მასალა დაყოფილია 15 ლექციად. შესრულებულია ზემოთ აღნიშნული საგნის ახალი პროგრამის სილაბუსის მიხედვით და მოიცავს 4 ფორმატის შესაბამის 74 გვერდს.
სალექციო კურსი განკუთვნილია „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.143
სალექციო კურსში განხილულია საკონსერვო საწარმოთა მოწყობილობები, მოცემულია მათი სტრუქტურულ-პრინციპული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების მეთოდური საფუძვლები. განხილულია საკონსერვო წარმოების მანქანა-აპარატურის სქემები.
გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.
სალექციო კურსში განხილულია ღვინის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მოცემულია მათი სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 001.891.57:539-022.532
სალექციო კურსის მიზანია ნანო- და მიკროტექნოლოგიური პროცესების, სტრუქტურებსა და სისტემებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების მეთოდების შესწავლა; ელექტრონული ხელსაწყოების პარამეტრების კვლევის, კომპიუტერული მოდელების შექმნის პრინციპების დაუფლება მათი პრაქტიკული გამოყენების მიზნით.
გამოცემა განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 004.67:910.27
სალექციო კურსში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების ცნება და ძირითადი კომპონენტები - მიმოხილვა, დანიშნულება და ფუნქციები; გეოინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა და კატეგორიები; გეოინფორმაციული სისტემების რუკები გეოინფორმაციული სისტემების და დისტანციური ზონდირების ინტეგრაციული კავშირები; გის-თვის მონაცემთა მოპოვების ძირითადი წყაროები; ცხრილური და ადგილმდებარეობითი ძიების წარმოება; კოორდინატების გამოყენებით ადგილმდებარეობის პოვნა.
სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.
სალექციო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. სალექციო კურსში სრულად არის განხილული ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია გეოინფორმაციული სისტემების პროფესიულ დონეზე შესწავლასთან: გეოინფორმაციული სისტემების მიმოხილვა, დანიშნულება და ფუნქციები, გეომონაცემთა ძიება-შენახვა, პერსონალური და ფაილური გეომონაცემების ბაზები, ობიექტთა კლასები - მათი შექმნა და რედაქტირება, ობიექტების სივრცითი გეორეფერენსირება, მეტამონაცემებთან მუშაობა, გეოპროცესინგის ინსტრუმენტების შესწავლა, გეომონაცემთა ანალიზის ძირითადი ინსტრუმენტების შესწავლა, რუკის მაკეტის შექმნა პროფესიულ დონეზე (წარწერები, ანოტაციები, კლასიფიკაციები), ობიექტთა კლასებისა და ატრიბუტების რედაქტირება, სივრცული და არასივრცული ცხრილების მართვა, სხვადასხვა ტიპის სივრცითი ამოცანების გადაწყვეტა გეოინფორმაციული ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით (პრაქტიკული პროექტების მაგალითების ჩვენებით), და ა.შ.
სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.
უაკ: 622.2
მეთოდური მითითებები დაეხმარება სტუდენტს სამთო მანქანების – საშახტო ამწევი მანქანის, საშახტო ჯალამბრისა და კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავის საკურსო პროექტის შესრულებაში. შესრულებული გაანგარიშების მიხედვით, აიგება დავალებით მოცემული მანქანის ძრავას მექანიკური მახასიათებლები ორივე სახის სამუშაო რეჟიმში, როგორც ძრავულში, ისე გენერატორულში. საკურსო სამუშაოს შესრულებისას, გაიანგარიშება სამთო მანქანების – საშახტო ამწევი მანქანის, საშახტო ჯალამბრისა და ერთმალიანი კიდული ბაგირგზების პროექტები. აიგება შესაბამისი მექანიკური მახასიათებლები.გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.