image-1
მ. კოპლატაძე, თ. კუპატაძე

ტელეტრაფიკის თეორია

უაკ: 681.3.041/.048

სალექციო კურსში განხილულია კვლევისა და გაანგარიშების ძირითადი მეთოდები სხვადასხვა სტრუქტურის ტელეკომუნიკაციის სისტემებისათვის. განხილულია მოთხოვნათა ნაკადების მოდელები და სატელეკომუნიკაციო ქსელებში დატვირთვის პროგნოზირების თავისებურება. თეორიული მასალა ილუსტრირებულია გამოყენებითი ხასიათის ამოცანებით და მაგალითებით.
გამოცემა განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. კუპატაძე

შესავალი სპეციალობაში

უაკ: 681.3

სალექციო კურსში მოცემულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში გამოყენებულ ტერმინთაგანმარტება: კრედიტი, სასწავლო დატვირთვა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, სტუდენტის აქტივობის შეფასება, შუასემესტრული, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები, კრედიტის შესრულება, სტუდენტის დამოუკიდებლად მუშაობის საათები. დაწვრილებით არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის – „ტელეკომუნიკაცია“ აღწერა. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და დასაქმების ფორმულა, რომელიც კურსდამთავრებულს კარნახობს თუ რა კომპეტენციები (ცოდნა და მისი გამოყენების უნარი) უნდა ჰქონდეს, რომ იყოს მოთხოვნადი კომპანიის/ფირმისათვის.
ლექციების კურსში განხილულია ტელეკომუნიკაციის დარგთან დაკავშირებული ის გამოგონებები, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო; განმარტებულია დარგობრივი ტერმინები: ელექტროკავშირგაბმულობა; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ტელეკომუნიკაცია; ინფოკომუნიკაცია; აგრეთვე საინფორმაციო რევოლუციის ეტაპები, მისი ჩანასახიდან დღემდე და მათი დანიშნულება. განმარტებულია შინაარსობრივად ტელეკომუნიკაციის მეცნიერებასა და ტექნიკაში გამოყენებული ზომის ერთეულები და აღრიცხვის სისტემები.
სალექციო კურსი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სწავლების პირველი წლის სტუდენტებისათვის, აგრეთვე საშუალო სკოლების დამასრულებელი კლასების მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

 

 

image-1
თ. კუპატაძე, ე. აბჟინავა

გაზომვები სატელეკომუნიკაციო ტექნიკაში

უაკ: 389

სალექციო კურსში განხილულია გაზომვების მეტროლოგიური საფუძვლები, წრედების, სიგნალებისა და სატელეკომუნიკაციო აპარატურის პარამეტრების გაზომვის მეთოდები, სატელეკომუნიკაციო ტექნიკასა და მაუწყებლობაში გამოყენებულ სიხშირეთა  სრულ დიაპაზონში. დასაბუთებულია საზომი საშუალებებისადმი წაყენებული მოთხოვნები და წარმოდგენილია გაზომვის სტრუქტურული სქემები.
სალექციო კურსი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. ლომიძე, გ. ხელიძე

ჰიდროტურბინები და შექცევადი ჰიდრომანქანები

უაკ: 621.224:621.224.7

სალექციო კურსი „ჰიდროტურბინები და შექცევადი ჰიდრომანქანები“ შედგენილია ამავე დასახელების საგნის სასწავლო პროგრამის მიხედვით. მასში განხილულია თანამედროვე აქტიური და რეაქტიული ჰიდროტურბინების მუშაობის პრინციპები, ჰიდროტურბინის გამდინარე ნაწილში სითხის მოძრაობის კანონზომიერებები, ჰიდროტურბინის მუშაობის ძირითადი (ეილერის) განტოლების ანალიზი, ენერგიის ბალანსი და ხარჯის რეგულირება ჰიდროტურბინაში, ენერგეტიკული პარამეტრების განსაზღვრის თეორიული დამოკიდებულებები, ჰიდროტურბინების გეომეტრიული, კინემატიკური და დინამიკური მსგავსების კრიტერიუმები, სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინების მოდელების ენერგეტიკული და კავიტაციური გამოცდების მეთოდიკა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნივერსალური და საექსპლუატაციო მახასიათებლების აგება, ჰიდროტურბინების ჰიდრომექანიკური და ელექტროჰიდრავლიკური რეგულატორების ტიპები, მათი პრინციპული სქემები. ჰიდროტურბინების გაქანების ბრუნვის სიხშირის, ჰიდრავლიკური ღერძული ძალის, სრული ღერძული ძალის და რეგულირების (რეგულირების გარანტიების) გამოთვლა.
გაშუქებულია აგრეთვე ჰიდრომანქანების შექცევადობის პრინციპი, შექცევადი ჰიდრომანქანების დანიშნულება და მათი გამოყენების პირობები, მათი სახეობები (ღერძული, დიაგონალური, რადიალურ-ღერძული), კონსტრუქციული სქემები და მათი გაანგარიშების პირობები სატუმბო და სატურბინო რეჟიმებში.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია“ ჰიდროენერგეტიკის სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. დიდიძე

ნავთობის ქიმია

უაკ: 665.6

სალექციო კურსის მიზანია ნავთობის განსხვავებული შედგენილობის ფრაქციებში (დ.ს. - დ.დ.) - მდე, ინდივიდუალური ნაჯერი ნახშირწყალბადების (ძირითადად რელიქტების) შესწავლა. კვლევის ძირითადი მეთოდია აირთხევადი ქრომატოგრაფია და ქრომატომას-სპექტრომეტრია.
სალექციო კურსი შეიცავს წინასიტყვაობას და რვა თავს; საილუსტრაციო მასალა წარმოდგენილია 27 სურათით, 12 ცხრილით და 96 გვერდით.
სხვადასხვა ტიპის ნავთობის ინდივიდუალური ნაჯერი ნახშირწყალბადების კვლევის შედეგები მოცემულია სალექციო კურსის დასკვნით ნაწილში.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ხ. ამყოლაძე

რხევების გამოყენებითი თეორია

უაკ: 539.3:330.115

სალექციო კურსში განხილულია მექანიკური სისტემების რხევების სახეები და მანქანათა დინამიკა, ძირითადი მათემატიკური მოდელები და მათი ამოხსნის მეთოდები წრფივი, პარამეტრული და არაწრფივი მახასიათებლის შემთხვევაში, დეტერმინირებული და შემთხვევითი დატვირთვების მოქმედების დრო. მოცემულია  აგრეთვე თავისუფლების მრავალი ხარისხის მქონე და განაწილებული სისტემების რხევების საფუძვლები. მაგალითების სახით მოყვანილია საფრენი აპარატების, ჩარხების და ვიბრაციული მანქანების ძირითადი კვანძებისა და ნაწილების რხევების აღწერა და მიმოხილვა.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების სპეციალობების მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. ბერიძე, შ. კვირკველია

ფიჭური მობილური კავშირის ქსელების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 681.3

სალექციო კურსში მოცემულია მობილური კავშირის ქსელების დაპროექტების საკითხები. დღეისათვის არსებობს ქსელების ხუთი თაობა, კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიათა სახესხვაობები, ვერსიები. შესაბამისად, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციისადა ცოდნის მქონე ტექნიკური პერსონალი.
უნდა აღინიშნოს, რომ კურსში დაპროექტების საკითხები გამოყოფილია ტექნოლოგიების მიხედვით და ხაზგასმულია თუ რა არის საერთო ამ ტექნოლოგიებისათვის და რა არის სპეციფიკური კონკრეტული ტექნოლოგიისათვის. ნაჩვენებია თუ როგორია ძირითადი რესურსების განაწილების ალგორითმები, როგორ უნდა შეფასდეს ქსელის ხარისხობრივი მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მათი გაუმჯობესება. კურსის პრაქტიკულ ნაწილში თეორიულ/პრაქტიკულ გამოთვლებთან ერთად გამოყენებულია პროგრამული საშუალებები, ქსელების დაპროექტების კომპიუტერული ხელსაწყოები ასევე ვიზუალიზაციის მეთოდები რაც ამყარებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.
სალექციო კურსი იკითხება ბაკალავრიატის სტუდენტთა მომზადებისათვის ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებო პროგრამით, მეოთხე კურსზე.
გამოცემა განკუთვნილია არამარტო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, არამედ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.

 

 

image-1
თ. რუხაძე

სპირტის ტექნოლოგია

უაკ: 663.5

სალექციო კურსში „სპირტის ტექნოლოგია“ მოკლედ განხილულია სპირტის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, სპირტის ტექნოლოგიის მიზანი და ამოცანები. დახასიათებულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სპირტის ხარისხზე ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბებამდე. დახასიათებულია სპირტის მისაღებად გამოყენებული ძირითადი ნედლეული, მათი საწარმოში მიღება, შენახვა, გადამუშავება, კლასიფიკაცია.
განხილულია ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი უბნები. მკითხველისთვის საწარმოო პროცესების თანამიმდევრობა ადვილი გასაგები რომ იყოს, სალექციო კურსში მოცემულია პრინციპული ტექნოლოგიური სქემები და ძირითადი უბნების ტექნოლოგიური სქემები. ასევე განხილულია შესაბამისი ტექნოლოგიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი, რათა შემდგომში წარმოებაში პრაქტიკული საქმიანობისას გამარტივებული იყოს ამ მანქანა-დანადგარების ოპერირება და მთლიანად საწარმოო პროცესების მართვა.
წარმოების პრინციპული ტექნოლოგიური სქემა, ცალკეული უბნების ტექნოლოგიურ სქემებთან ერთად, უადვილებს მკითხველს სრული ტექნოლოგიური პროცესის ადვილად შესწავლას. სრული ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს საშუალებას აძლევს რეალურად  მთლიანობაში წარმოიდგინოს საწარმოო მასშტაბი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს  წარმოების სწორად მართვას. კონკრეტული უბნის ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს გაუადვილებს ადვილად დაინახოს პრობლემა, რაც შემდგომში დაეხმარება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. 
გამოცემა მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. გათვალისწინებულია ტექნიკური მიმართულების სწავლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. რუხაძე

საქაროზის ტექნოლოგია

უაკ: 547.458.2

სალექციო კურსი „საქაროზის ტექნოლოგია“ მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. მასში მოკლედაა განხილული საქაროზის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, შქრის ტექნოლოგიის მიზანი და ამოცანები. დახასიათებულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს საქაროზის ხარისხზე ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბებამდე. დახასიათებულია საქაროზის მისაღებად გამოყენებული ძირითადი ნედლეული, მათი საწარმოში მიღება, შენახვა, გადამუშავება, კლასიფიკაცია.
განხილულია ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი უბნები. მკითხველისთვის საწარმოო პროცესების თანამიმდევრობა ადვილი გასაგები რომ იყოს, სალექციო კურსში მოცემულია პრინციპული ტექნოლოგიური სქემები და ძირითადი უბნების ტექნოლოგიური სქემები. ასევე განხილულია შესაბამისი ტექნოლოგიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი, რათა შემდგომში წარმოებაში პრაქტიკული საქმიანობისას გამარტივებული იყოს ამ მანქანა-დანადგარების ოპერირება და მთლიანად საწარმოო პროცესების მართვა.
წარმოების პრინციპული ტექნოლოგიური სქემა, ცალკეული უბნების ტექნოლოგიურ სქემებთან ერთად, უადვილებს მკითხველს სრული ტექნოლოგიური პროცესის ადვილად შესწავლას. სრული ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს საშუალებას აძლევს რეალურად  მთლიანობაში წარმოიდგინოს საწარმოო მასშტაბი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს  წარმოების სწორად მართვას. კონკრეტული უბნის ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს გაუადვილებს ადვილად დაინახოს პრობლემა, რაც შემდგომში დაეხმარება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. 
გამოცემა მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის.გათვალისწინებულია ტექნიკური მიმართულების სწავლების სტუდენტებისათვის.