უაკ: 622.323:622.324
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე ნავთობისა და გაზისმარაგებისა და რესურსების კლასიფიკაციისმიერ ბუდობის შესწავლაზე წაყენებული მოთხოვნები და მათი მომზადება სამრეწველო ათვისებისათვის; გამოსათვლელი და შესაფასებელი ობიექტების გამოყოფა, ნავთობის, გაზის, კონდენსატისა და სასარგებლო კომპონენტების, მარაგების გამოთვლისა და რესურსების შეფასების მეთოდები. გამოცემა განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის.
სალექციო კურსში მოცემულია ნავთობსარეწაო გეოლოგიის ამოცანები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, საწყისი გეოლოგიური და სარეწაო ინფორმაციის მიღების მეთოდები. განხილულია ფლუიდების თვისებები და ნახშირწყალბადის ბუდობის ენერგეტიკული მახასიათებლები; ნახშირწყალბადების ბუდობების გეომეტრიზაციის და სტატიკური მოდელირების არსი. ნახშირწყალბადების ბუდობების სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში მოდელირება, რომელიც საფუძველია საბადოს დამუშავების რეჟიმის და ნავთობგაცემის კოეფიციენტის გასაზრდელად გამოყენებული მეთოდების შერჩევისას. გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 69.035:622.232.8
სალექციო კურსში განხილულია სამთო საწარმოების: შახტების, მაღაროებისა და კარიერების ზედაპირზე განლაგებული სამთო-ტექნიკური შენობა-ნაგებობების კომპლექსი, რომლის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთლიანად საწარმოს გამართულ მუშაობას. აღწერილია შახტის ზედაპირის გენერალური გეგმის შედგენის პრინციპები და მოთხოვნები. სახელმძღვანელოში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კომპლექსში შემავალი შენობა-ნაგებობების განსხვავებულ პირობებში დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებს. მოცემულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების (დროებითი და მუდმივი ურნალები, გალერეები, ბუნკერები, საწყობები და სხვ.) გაანგარიშების მეთოდები და საანგარიშო გამოსახულებები. გამოცემა გარდა ბაკალავრიატის სტუდენტებისა, დიდ დახმარებას გაუწევს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტებს, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებსა და სამთო საწარმოებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 624.15:338.24
სალექციო კურსში განხილულია მშენებლობის ეკონომიკის ძირითადი საკითხები: ორგანიზაციული ფორმები და მართვის მეთოდები, საინვესტიციო პროცესების ორგანიზაცია და მართვა, სამშენებლო ორგანიზაციების პროდუქციის თვითღირებულება, ფასწარმოქმნის საფუძვლები და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა, სამშენებლო წარმოების შემოსავლები, სამშენებლო დაპროექტების ეკონომიკა და ორგანიზაცია, მშენებლობის ძირითადი ფონდები, სამშენებლო ორგანიზაციის საბრუნავი სახსრები, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიწოდების ორგანიზაცია, ლოგისტიკა მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციის სისტემაში, მშენებლობის შრომითი რესურსები, სახელმწიფოს როლი შრომითი ბაზრის რეგულირებაში, მშენებლობის სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ინფორმაცია წყაროების ანალიზის ჩასატარებლად და ინფორმაციის დამუშავების ძირითადი ხერხები. შესწავლილია დამკვეთ-მენაშენის, გენერალური მოიჯარისა და საპროექტო ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობები, საპროექტო გადაწყვეტილების ეკონომიკურობის შეფასება, საბრუნავი სახსრების სიდიდის განსაზღვრა, წარმოქმნის წყაროები და გამოყენების ეფექტურობა, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფის ფორმები, მეთოდები და მათი ეფექტურობა, შრომის ნაყოფიერების ზრდის ფაქტორები, გაზომვის მეთოდები და რეზერვები, სამშენებლო ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური კოეფიციენტები ა.შ. გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროგრამა „მშენებლობის მენეჯმენტის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 56
„ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის“ სალექციო კურსი სრული სახით პირველად იქნა შემუშავებული. წიგნში აღწერილია განამარხებულ ხერხემლიანთა სამყაროს ცალკეული ტიპები უმარტივესიდან პრიმატებამდე. განხილულია სკელეტის ფრაგმენტები, რომელიც მნიშვნელოვან დიაგნოსტიკას წარმოადგენს სისტემატიკისათვის. ლექსიების კურსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითოეული ტიპის კლასიფიკაციას. კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის კურსის პალეონტოლოგებისათვის და გამოსადეგია ყველა იმ დამწყები სპეციალისტისათვის, რომელიც იწყებს „ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის“ შესწავლას.
უაკ: 622.14
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო პროცესების კომპლექსი, რომელიც სრულდება ფენოვან საბადოთა მიწისქვეშა დამუშავებისას: საწმენდი სამუშაოების ტექნოლოგიური სქემები სხვადასხვა სამთო-გეოლოგიურ პირობებში, მიწისქვეშა ტრანსპორტის პროცესები, გვირაბების შენახვა, განიავება. ბრძოლა აირსა და მტვერთან. მოყვანილია აგრეთვე მონაცემები ნახშირის შახტებზე ცალკეული პროცესების დაპროექტებისა და მუშაობის ორგანიზაციის შესახებ. გამოცემა განკუთვნილია სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
სალექციო კურსში „შენადნობთა სისტემებში მიმდინარე ფაზური გარდაქმნების კომპიუტერული მოდელირება“ სრულყოფილად არის გადმოცემული ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკურ-კომპიუტერული მოდელირების როლი ეკონომიურად ლეგირებული, ოპტიმალური ფაზური შედგენილობების შენადნობთა შემუშავების პროცესში და მისი უპირატესობა მინიმალური რაოდენობის ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობით. აგრეთვე გაშუქებულია მრავალკომპონენტიანი შენადნობების თერმოდინამიკური კვლევის საკითხები კომპიუტერული მოდელირებით და მათი ფაზური დიაგრამების აგების მეთოდოლოგია ექსპერიმენტულ ანალოგებთან შედარების კრიტერიუმით. აღნიშნულ მეთოდიკაში აღსანიშნავია კატასტროფების თეორიის სტანდარტული ფორმების გამოყენება გიბსის თერმოდინამიკური პოტენციალის პოლინომიური ფორმის დადგენისას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფაზური დიაგრამების გამოთვლის სიზუსტეზე. გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 577.4
სალექციო კურსში მოცემულია ძირითადი საერთო ეკოლოგიური წარმოდგენები, განხილულია პალეოეკოლოგიის საერთო საკითხების თანამედროვე კონცეფციები, რომლებიც დაკონკრეტებულია ხერხემლიანების, ხმელეთისა და წყლის მცენარეების, აგრეთვე ზღვის უხერხემლოების პალეოეკოლოგიური კვლევების მასალებით. გადმოცემულია პალეოეკოლოგიური კვლევების მეთოდიკა და ტექნიკა. განხილულია გლობალური პალეოეკოლოგიის საკითხები და ძველი ორგანიზმების დიდი ჯგუფების გადაშენების პრობლემა. ლექციების კურსის მეორე ნაწილი ეთმობა ტაფონომიის პრობლემებს და ტაფონომიური კვლევების მეთოდებს. განხილულია ნამარხი ორგანიზმების ადგილსაპოვნელის წარმოშობის ძირითადი კანონზომიერება. მოცემულია ტაფონომიური, პალეოეკოლოგიური და აქტუოპალეონტოლოგიური კვლევების მეთოდები. მოტანილია სხვადასხვა გენეზისის ადგილსაპოვნელების ტაფონომიური ანალიზის მაგალითები. გამოცემა განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის საინტერესო იქნება ასევე გეოლოგების ფართო წრისათვის, სტრატიგრაფების, პალეონტოლოგებისა და ლითოლოგებისათვის.
უაკ: 621.396.4:521.6
სალექციო კურსში განხილულია მე-5, მე-6 და მე-7 თაობების მობილური კავშირის ტექნოლოგიური გადაწყვეტების ძირითადი თავისებურებანი, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები და შესაბამისი მომსახურების სახეები. ცალკეული თაობის ქსელების ადგილი და როლი მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარებასა და სრულყოფაში. გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგის-ტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.