უაკ: 613.6
ნაშრომში განხილულია შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა), რომელიც შრომის ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გაანალიზებულია შრომითი საქმიანობის ხასიათი მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, გარემოს მავნე, საშიში და სხვა საწარმოო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომუშავეთა ჯანმრთელობაზე, მოცემულია ამ ფაქტორებისა და შრომის პირობების შეფასების თანამედროვე კრიტერიუმები. შეფასებულია ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო მოწყობილობისა და სამუშაო ოპერაციების ხასიათი, შრომის პირობები და ხასიათი, ცალკეული პროფესიული ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავადობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწარმოო პროცესებს, პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის ხარისხს, შრომის რეჟიმს, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის შესაძლებლობას, აგრესიულ ნივთიერებებთან კანის კონტაქტის შესაძლებლობას, მიკროკლიმატს, ხმაურს, ვიბრაციას, ულტრაბგერას, სხვადასხვა სახის გამოსხივებას, მოწყობილობის განლაგების მართებულობას, მისი მომსახურების მოხერხებულობას, მანათი მოწყობილობების მდგომარეობას, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობების ეფექტურობას და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის კავშირს შრომის პირობებთან. კომპლექსურადაა განხილული მრეწველობის ცალკეულ დარგში შრომის პირობების ზემოქმედება მომუშავეთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული წარმოებისათვის რეკომენდებული გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და „გარემოსდაცვითი ინჟინერია“ სტუდენტებისათვის, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 338.24(02)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ლოგისტიკის მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური აპარატი, ლოგისტიკის მნიშვნელობა ეკონომიკაში, ლოგისტიკურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები, სატრანსპორტო საშუალებები და მათი გამოყენება ლოგისტიკაში, სასაწყობო მეურნეობის მნიშვნელობა და ფუნქციები ლოგისტიკაში, საინფორმაციო სისტემების ჩართულობა და მნიშვნელობა მეცნიერებაში.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 630.0.36
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტყესაკაფი სამუშაო პროცესების კომპლექსური მექანიზაციის ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიის საკითხები. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ხეების საჭრელი მანქანების, მოწყობილობების და მექანიზმების – მათ შორის ჯაჭვური სახერხი აპარატის – ტიპების კონსტრუქციების აღწერას, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესწავლას და მწარმოებლურობის განსაზღვრის მეთოდიკის ჩამოყალიბებას. მოცემულია საბაგირო მორსათრევი დანადგარების სქემები და კონსტრუქციები, მათ შორის ავტორთა კოლექტივის მიერ დამუშავებული და შექმნილი ცალმხრივი და ორმხრივი განივგადასატანი საბაგირო მორსათრევი დანადგარების ბაგირ-ბლოკური სქემები. მოცემულია აგრეთვე ბენზოხერხებით ხეების როკებისაგან გაწმენდის ტექნოლოგია, მუშაობის წესები და თავისებურებები. განხილულია ტყესაკაფზე შოლტების დამორვის, დახარისხების და დაშტაბელების საერთო მოთხოვნები, თავისებურებები და წესები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.
უაკ: 515.69:513.75
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია აფინური ასახვის, პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობის საფუძვლები და მათი გამოყენება აქსონომეტრიაში.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლას.ნაშრომის გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და საინჟინრო გრაფიკის შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირებს.
უაკ: 681.3.06.
სახელმძღვანელოში აღწერილია ძირითადი პროგრამების საკმარისი რაოდენობა, რომელთა დანიშნულებაა Arduino-ს მოდულთან მუშაობა. ისწავლიან რა ამ მიკროკონტროლერთან მუშაობას აღნიშნული პროგრამების (მაგალითების) შესწავლის გზით, სტუდენტები და მოსწავლეები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შექმნან საინტერესო და სასარგებლო ელექტრონული მოწყობილობები, მათ რიცხვში ავტომატიკის მოწყობილობები და რობოტები.მოცემულია აგრეთვე Arduino-ს შეერთების ძირითადი სქემები სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტებთან (ღილაკები, ოპტოწყვილები, პოტენციომეტრი და ფოტორეზისტორები, შუქდიოდები და ნათურები, რელეები, ზუმერი, ველიანი ტრანზისტორი, „ტულპანის“ ტიპის გასართი გამაძლიერებელით, დინამიკი, კვების წყარო, სიმისტორი, RGB შუქდიოდი, მუდმივი ძაბვის ელექტროძრავა, ენკოდერები, სიგნალის დონის გარდამქმნელები, მიკროფონი, სერვოძრავა, შუქრიოდური მატრიცები და ინდიკატორები, რეზისტორები).წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის შესაბამისი სპეციალობის უმცროსი კურსის სტუდენტებისთვის, მაგრამ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სკოლის მოსწავლეებისა და რადიომოყვარულების მიერაც; იგი შეიძლება საინტერესო იყოს აგრეთვე იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც მუშაობენ არა მარტო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არამედ სხვა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასწავლიან მუშაობას მიკროკონტროლერებსა და მათ დაპროგრამებას.
უაკ: 513
მეთოდიკური მითითებები შეესაბამება არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „ჩრდილები და პერსპექტივის“ კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე ყველა იმ პირისათვის, ვინც ამ საკითხითაა დაინტერესებული.
უაკ: 669.33
სახელმძღვანელო სტუდენტს გააცნობს ზოგიერთი პროცესის თეორიის და პრაქტიკის იმ ძირითად დებულებებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე ფერადი ლითონების მიღების თეორიასა და პრაქტიკაში. მთავარი ყურადღება ეთმობა განსახილველი პროცესების ჩატარების მეთოდიკის აღწერას, მიღებული შედეგების დამუშავებას და პრაქტიკულ გამოთვლებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის, „ფერადი ლითონების მეტალურგიის“ მიმართულების ბაკალავრებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.
უაკ: 621
ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა დამყარებულია ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის სისტემატურ და ოპერატიულ კონტროლზე. ყველაზე სრულყოფილად ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ტესტირების გამოყენებით.ტესტირების სტანდარტული მეთოდი წარმოადგენს ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის დონის შეფასების საუკეთესო საშუალებას.დამხმარე სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე დოქტორანტების ცოდნის შესაფასებლად საგნებში „მანქანათმცოდნეობა“ და „მანქანათა ნაწილები“.
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპანია ITEAD STUDIO-ს ერთ-ერთი საინტერესო პროექტი – ფერადი, თხევადკრისტალური დისპლეი სახელწოდებით Nextion HMI პანელი, შეხების რეზისტული სენსორითა და საკუთარი ჩაშენებული კონტროლერით, რომლის მართვაც ხდება „Nextion HMI“UART-ის გამოყენებით. ამ პანელის პროექტი წარდგენილ იყო კრაუდფანდიგურ პლატფორმაზე Indiegogo და განცხადებული 20000 დოლარის ნაცვლად მოაგროვა 45000 დოლარზე მეტი.ამ დისპლეის, მიუხედავად თავისი დემოკრატიული ფასისა, აქვს მძლავრი შესაძლებლობები, რომლებიც ძალზე მჭიდროდ უახლოვდება სამრეწველო HMI პანელების შესაძლებლობებს, ხოლო მისი რედაქტორი წარმოადგენს პრაქტიკულად სრულფასოვან SCADA სისტემას. პროგრამა FLProg-ის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მასში ინტეგრირებულია ამ პანელის გამოყენების შესაძლებლობები და ამიტომ, ამ დამხმარე სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტებს თუ როგორ უნდა ამ პანელთან მუშაობა და როგორ იმართოს იგი FLProg პროგრამის გამოყენებით და პირიქით.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.