image-1
გ. ხვიჩია, მ. სილოგავა

საწარმოო პროცესები მანქანათმშენებლობაში მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.9.06

შედგენილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის საბაკალავრო-საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის „საწარმოო პროცესები მანქანათმშენებლობაში“ სილაბუსის შესაბამისად. განხილულია სახარატო, საბურღი, საფრეზი, საზეინკლო და საამწყობო სამუშაოთა შესრულების, ამ დროს გამოყენებული იარაღების, სამარჯვების, ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების გამოყენების საკითხები.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. ნიკოლაიშვილი

სამთო მანქანებისა და მოწყობილობების საიმედოობა და დაცვა

უაკ: 622.232

სახელმძღვანელოში განხილულია სამთო მანქანებისა და მოწყობილობების საიმედოობასთან დაკავშირებული ამოცანები, მათი შეფასების, გათვლისა და დაცვის მეთოდები; შემთხვევითი  სიდიდეების განაწილების კანონები და საიმედოობის კომპლექსური მახასიათებლების კრიტერიუმები, მანქანა-დანადგარებისა და მათი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და აღდგენადობის შესაძლებლობები (მოდელები), აგრეთვე მათზე მოქმედი ფაქტორების (დაღლილობა, ვიბრაცია, ხახუნი, ცვეთა, კოროზია, ადჰეზია) მოკლე ანალიზი. მოცემულია მანქანებისა და მოწყობილობების საიმედოობისა და ხარისხისადმი თანამედროვე მიდგომები. სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორის მიერ წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე წაკითხული ლექციების კურსი.

 

 

image-1
ო. მაღლაფერიძე

ეკონომიკური თეორიის საფუძვლები (სამი დიდი ეკონომისტი)

უაკ: 33

XVIII–XX საუკუნეები ეკონომიკის რევოლუციური აღმავლობის და მისი წესის ჩქარი ცვლილების პერიოდებია. სამივე ეს საუკუნე გამორჩეულია სამი დიდი ეკონომისტის  ა. სმიტის, კ. მარქსის, ჯ. ქეინსის მოღვაწეობით, რომლებიც განგებამ საუკუნეების მიხედვით თანმიმდევრულად მოავლინა დედამიწაზე. განათლებულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ გენიოსთა ბიოგრაფიები და შეხედულებები ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რასაც ეძღვნება ბ-ნ ო. მაღლაფერიძის მცირე ზომის, მაგრამ მდიდარი შინაარსის შრომა.

 

 

image-1
მ. ალმოევი, თ. ბოდოკია, გ. მუსელიანი

მეთოდიკური მითითებანი საკურსო პროექტ „სამრეწველო საწარმოს სათავსის ლუმინესცენციურნათურიანი სანათებით მუშა ელექტრული განათების მოწყობის“ შესასრულებლად

უაკ: 628.9.03

მოცემულია გამოსხივებისა და განათების თეორიაში მიღებული შუქტექნიკის ძირითადი ცნებები და განმარტებანი; ელექტრული განათების ძირითადი ელემენტების ტექნიკური პარამეტრები; შუქტექნიკური და ელექტროტექნიკური გაანგარიშების მეთოდები და განათების ქსელის სამონტაჟო სამუშაოების შესრულების წესი. მოყვანილია შესრულების თანამიმდევრობა, დანართში კი – ელექტრული განათების ანგარიშისათვის საჭირო მონაცემების ცხრილები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია „ელექტრომომარაგებისა და ელექტრომოწყობილობის“ მიმართულების სპეციალობის მაგისტრატურის, ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროქსელებისა და სამრეწველო დაწესებულების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს ელექტრული განათების სისტემის ექსპლუატაციისა და დაპროექტების დროს.

 

 

image-1
ვ. ზვიადაური

სამთო საწარმოთა ტრანსპორტის სპეციალური სახეობები ვიბრაციული მანქანები და მოწყობილობები

უაკ: 629.1/.7:622.6

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების სამთო ტექნოლოგიურ პროცესებსა და პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვიბრაციული მანქანები და მოწყობილობები. ასევე მანქანები ფხვიერი მასალის ჩატვირთვა-განტვირთვისა და მიწის სამუშაოებისათვის. აღწერილია მათი პრინციპული სქემები და მუშაობის პრინციპები.
წარმოდგენილია ზოგიერთი, პრაქტიკაში უფრო მეტად გამოყენებული, ვიბროამძრავები.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე იგი საინტერესო და სასარგებლო იქნება ვიბრაციული ტექნიკის სფეროში მომუშავე ინჟინრებისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ა. ვაშაკიძე, ნ. სიდამონიძე, ლ. ჯიქიძე

კომპიუტერული გრაფიკა რასტრული გრაფიკა
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია კომპიუტერული გრაფიკის ერთ-ერთი ნაირსახეობის, რასტრული გრაფიკის შესწავლა Adobe Photoshop - ის მაგალითზე.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული სისტემები და ქსელები“ მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს რასტრული გრაფიკის ყველაზე უფრო პოპულარული და გავრცელებული რედაქტორი Adobe Photoshop.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. იაშვილი, ლ. ნონიკაშვილი

ქსელური დაპროგრამება Java ენაზე

უაკ: 62-5

წიგნში განხილულია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის სა­ფუძვ­ლები, ქსელური კლა­სები და ინტერფეისები, დეიტაგრამები, აპლეტებთან და სერვლე­ტებთან მუ­შა­ობის საშუა­ლე­ბები Java და­პროგ­რამების ენაზე, სერვე­რული ფურ­ცლე­ბის დამუ­შავება, JSP ტექნოლოგია და მისი ძირი­თადი კონსტრუქ­ციები, Java-ს სერვე­რული ფურცლების კავშირი Java ბინებთან.
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა წიგნში ყოველი თავის დასას­რულს ბმულების სახით არის მითი­თე­ბუ­ლი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე ქსე­ლუ­რი დაპროგრამების ასათვი­სებ­ლად.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. ნონიკაშვილი

მრავალნაკადური დაპროგრამება Java ენაზე

უაკ: 681.3

წიგნში განხილულია მრავალნაკადური დაპროგრამების საკვანძო საკითხები. კერძოდ, Java-ნაკადების მოდელი, ნაკადების სიმრავლის შექმნა და მათი პრიორიტეტები, ნაკადების სინქრონიზაციის უზრუნველყოფა, ნაკადშორისი კომუნიკაციები და ურთიერთბლოკირება, სხვადასხვა ტიპის ნაკადთან და ფაილურ სისტემასთან მუშაობა.
წიგნში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა ბმულების სახით არის მითითებული ყოველი თავის დასასრულს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე მრავალნაკადური დაპროგრამების ასათვისებლად.

 

 

image-1
ნ. მაისურაძე, ქ. ქოიავა, ნ. ბერაძე

ნავთობგაზიანი ფენის ფიზიკა

უაკ: 622.276.031.53(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ნავთობშემცველი ქანებისა და ფლუიდების თვისებები, კოლექტორის ფილტრაციულ-მოცულობითი მახასიათებლები, ფენში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, ფენიდან ნავთობის გამოდევნის მექანიზმი, ფენზე ზემოქმედების მეთოდების ფიზიკური საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტთათვის.