მოსარჩელე: ვინც სარჩელს აღძრავს სასამართლოში (საპირისპ. მოპასუხე); მოსარჩლე: ვინც ესარჩლება ვინმეს; ქომაგი, მფარველი.
მოსაშუშავი, მოსაშუში (ხახვი); მოსაშუშებელი (ჭრილობა).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინც სწავლობს, მაგრამ მოწაფეს სხვა მნიშვნელობაც აქვს: ვინმეს მოძღვრებისა თუ პრაქტიკული საქმიანობის მიმდევარი. გამგრძელებელი (ქრისტეს მოწაფეები).
მოუთმენლად: ისე, რომ ვერ ითმენს: „მოხუცი მოუთმენლად მივარდა აბგას“ (ნ. ლორთქ.); სულმოუთქმელად: ისე, რომ სული არ მოუთქვამს; შეუსვენებლად, ძლიერ სწრაფად: „ბიჭმა ერთი ჩაფი ღვინო სულმოუთქმელად დაცალა“ (ნ. ლორთქ.).
მოშუშული (ხახვი / ხორცი...); მოშუშებული (ჭრილობა / წყლული).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინც ან რაც ცურავს (მოცურავე. მცურავი ბავშვი / ბატები...), მაგრამ მათ განსხვავებული მნიშვნელობებიც აქვთ – მოცურავე: ცურვის მცოდნე, ოსტატი (მოცურავეებმა წარმატებას მიაღწიეს); მცურავი: წყლის ზედაპირზე მოტივტივე (მცურავი ნაფოტი); შდრ.: მცურავი: გველი.
მოწამე: ვინც ეწამება, მარტვილობს; მოწმე: ვინც დაესწრო ან შეესწრო შემთხვევას; მნახველი.
მოწყვეტს (ყვავილს); მოსწყვეტს (მზერას ქალს).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია (მოხვედრა, მოხვედრება მიზანში / ნიშანში...), მაგრამ მოხვედრას სხვა მნიშვნელობაც აქვს (უნივერსიტეტში მოხვედრა; ჯარში / კომპანიაში... მოხვედრა).
მჟავა (აზოტისა / გოგირდისა...); მჟავე (გემო); შდრ.: კიტრის / კომბოსტოს... მჟავე.
მრავალწერტილი: პუნქტ. მრავალწერტილი (...) გამოიყენება გაწყვეტილი სიტყვის ან დაუმთავრებელი ფრაზისა თუ წინადადების ბოლოს, მათ შორის ციტატის არასრულად მოყვანისას; მრავალი წერტილი (ნინომ თეთრ წინსაფარზე მელნის მრავალი წერტილი შეამჩნია).
მრუდე: ის, რაც გამრუდებულია, არასწორი მრუდე ხაზი); მრუდი (ტემპერატურის მრუდი).
მუმია: 1. ხრწნისაგან დაცული ადამიანის გვამი ან ცხოველის ლეში; 2. გადატ. მეტისმეტად გამხდარი ადამიანი; 3. გადატ. უსიცოგხლო, მოდუნებული ადამიანი: „მირიანი იჯდა მუმიასავით“ (რ. გვეტ.); მუმიო (//მუმიე): ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტი (გამოიყენება სამკურნალოდ).
მუშტი: მოკუმშული ხელის მტევანი; მჯიღი: „კაი იმას, ვისაც ჩალხოს მოქნეული მუშტი მოხვდებოდა“ (ვაჟა); მუშტა: 1. ხარაზების იარაღი ლანჩის დასატკეპნად: „სარტყელში გამაგრებული ჰქონდათ ხარაზებს მუშტა“ (ი. გრიშ.); 2. სპეც. სხვადასხვა შვერილი (მუშტის მსგავსი), რომელიც ბიძგებით ამოძრავებს მანქანის მექანoზმს.
მცდელობა: მოსინჯვა; ცდა რაიმე მოქმედების შესასრულებლად (ხშირად – წარუმატებელი); ცდა: 1. მოქმედება რაიმეს შესასრულებლად (რისი განხორციელებაც საეჭვოა): „ცდა ბედის მონახევრეა“; 2. მოვლენის გამოკვლევა ხელოვნურ პირობებში; ექსპერიმენტი (ცდის დაყენება / ჩატარება); 3. ლოდინი (ცდა არ ღირს, წავიდეთ).
მცნება: დიდაქტიკური აზრის (ზნეობრივი ხასიათის გამონათქვამების) შემცველი წინადადება: მაგ., ათი მცნება; „მოჰყევ დავითის მცნებასა“ (დ. გურამ.).; ცნება: ერთი სიტყვის მნიშვნელობა (მაგ., სამშობლოს ცნება).
მჭამელი: 1. ვინც ან რაც ჭამს; 2. ვინც კარგი, მადიანი ჭამა იცის, ჭამის მოყვარული; მჭამელა: კანის, ტყავის, ძვლის დამაზიანებელი ავადმყოფობა.
ნააბანოები: ვინც იბანავა; აბანოში ნამყოფი (ნააბანოები ბავშვი...); ნააბანოევი: ადგილი, სადაც ადრე აბანო იყო.
ნავარჯიშები: ვინც ან რაც ავარჯიშეს; ვინც ივარჯიშა; ნავარჯიშევს [და არა ნავარჯიშებს): ვარჯიშის შემდეგ.
ნაზამთრი, ნაზამთრალი, ნაზამთრები: ვინც ან რამაც ზამთარი გამოიარა, ზამთარგამოვლილი; ნაზამთრევს [და არა ნაზამთრებს): ზამთრის შემდეგ.