პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
საშიში – საშინელი

საშიში: შიშის მომგვრელი, სახიფათო (საშიში ავადმყოფობა / ცხოველი); საშინელი: 1. სა­ზარელი (საშინელი ურჩხული / ხმა...); 2. აუტანელი. გაუსაძლისი. შემაწუხებელი, მოუთმენელი (საშინელი ამინდი / პირობები / სიძვირე / ტკივილი...).


 
საშუალი – საშუალო

საშუალი (საშუალი გვარის ზმნა; საშუალი ქართული); საშუალო (არითმეტიკული / ხელფასი / განათლება / მოსავლიანობა).


 
საშური – შესაშური

საშური: საჩქარო, სასწრაფო, დასაშურებელი: „კნიაზო, წამო! რაღას იცდი, გვიგვიანდება, დრო საშურია“ (ილია); შესაშური: შურის აღმძვრელი, სახარბიელო, შესაშურებელი: „ფრინველთ, მცენარეთ ცხოვრება გამიხდა შესაშურია“ (ვაჟა).


 
საცოლე – საცოლო

საცოლე: ვინც ცოლად უნდა ითხოვონ; საცოლო: ვისაც ცოლის შერთვა შეჰფერის.


 
საძილე – საძინებელი

აძილე (არტერია / ტომარა / წამალი...); საძინებელი (ოთახი).


 
საწვიმარი – საწვიმური

საწვიმარი: 1. წყალგაუმტარი ქსოვილის სამოსელი; 2. ქოლგა; 3. წვიმის მომყვანი (საწვიმარი ღრუბელი); 4. წვიმის წყლისთვის განკუთვნილი; წვიმის წყლის სადენი (საწვიმარი მილი); საწვიმური: შენობის სახურავზე გაკეთებული თუნუქის ძაბრი, რომლითაც სახურავზე დაგროვებული წვიმის წყალი ჩადის საწვიმარ მილში.


 
სახალხო – ხალხური

სახალხო (გმირი / მოძრაობა / კრება; საკუთრება / შემოსავალი / მეურნეობა; დემონსტრაცია / ლექციები); შდრ.: სახალხო მხატვარი; სახალხო არტისტი; ხალხური (შემოქმედება / პოეზია / ცეკვები...).


 
სახელი – სახელწოდება

სახელი (ადამიანისა / ცხოველისა / ფრინველისა / მცენარისა); სახელწოდება (ქვეყნისა / ქალაქისა / ქუჩისა / ჟურნალისა / ფილმისა / რომანისა).


 
სახელმწიფო – სახელმწიფოებრივი

სახელმწიფო (ზედსართავის მნიშვნელობით): ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაწესებულება (სახელმწიფო თეატრი / გადასახადი / უნივერსიტეტი...); სახელმწიფოებრივი: სახელმწიფოს კუთვნილი, სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, სახელმწიფოსთან დაკავშირებული (სახელმწიფოებრივი ინტერესები / საქმიანობა / მიდგომა...).


 
სახელო – სახელური

სახელო (კაბისა / პიჯაკისა...); სახელური (კარისა...).


 
საჯარო – საჯარისო

საჯარო (ბიბლიოთეკა / განხილვა / ვაჭრობა / ლექცია / სკოლა...); საჯარისო (ნაწილები / შენაერთი / ფორმირება; წესდება...).


 
საჰაერე – საჰაერო

აჰაერე: სპეც. ჰაერის მიწოდების მარეგულირებელი სარკმელი ღუმელში; საჰაერო: ჰაერში (ცაში) მოქმედი, არსებული (საჰაერო სივრცე / ბრძოლა / გზა / ტრანსპორტი / განგაში...).


 
სეკუნდი – სეკუნდა

სეკუნდი: 1. კუთხისა და რკალის საზომი ერთეული, უდრის გრადუსის 1/360 ნაწილს; აღი­ნიშ­ნება ასე: 90"; 2. მოძვ. წამი; სეკუნდა: მუს. დიატონიკური გამის მეორე საფეხური; ინტერ­ვალი ორ მეზობელ საფეხურს შორის (დიდი / მცირე სეკუნდა).


 
სემინარიული – სემინარული

სემინარიული (ცხოვრება / რეჟიმი); ემინარული (მეცადინეობა).


 
სენიორი – სინიორი

სენიორი: 1. ესპანეთში – ბატონი; 2. მსხვილი მემამულე შუა საუკუნეების დასავლეთ ევრო­პაში; სინიორი: იტალიაში – ბატონი.


 
სეპარატული – სეპარატისტული

ეპარატული: ომის დროს კოალიციაში მყოფი სახელმწიფოს მიერ მოწინააღმდეგესთან დადებული ზავი მოკავშირეების თანხმობის გარეშე (ეპარატისტული ზავი); სეპარატისტული: პოლიტ. სეპარატისტისთვის დამახასიათებელი; სეპარატიზმთან დაკავშირებული (სეპარა­ტიზმი – გამოყოფისკენ სწრაფვა; სახელმწიფოს ერთი ნაწილის გამოყოფისა თუ ავტონომიის სტატუსის მინიჭებისათვის გამიზნული მოძრაობა): სეპარატისტული დამოკიდებულება / მთავრობა.


 
სერვიზი – სერვისი

სერვიზი: სადილის, ჩაის, ყავის... ჭურჭლის მთელი კომპლექტი; სერვისი: მომსახურება.


 
სექტორი – სექცია

სექტორი: 1. მათემ. წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია რკალითა და ორი რა­დიუსით; 2. რაიმე მოედნის, ფართობის ნაწილი, რაიონი; 3. დაწესებულების, ორგანიზაციის, სასწავლებლის ან სახალხო მეურნეობის ფუნქციონირების ერთ-ერთი სფერო, სახე (ქართული სექტორი; კერძო სექტორი); სექცია: 1. სავაჭრო დაწესებულების ერთ-ერთი (ერთგვარი საგნებით მოვაჭრე) ნაწილი (პარფიუმერიის სექცია); 2. რომელიმე დაწესებულების, ორგანიზაციის, განყოფილების წრე, ჯგუფი (სპორტული / ლიტერატურული სექცია); 3. კონფერენციის ქვეგან­ყო­ფილება; 4. მ ე დ ი ც. გვამის გაკვეთა.


 
სიდაბლე – სიმდაბლე

იდაბლე: დაბლის თვისება, დაბალი ტანის ქონა; სიმდაბლე: 1. მოკრძალება, მოწიწება; მორჩილება; 2. ზნე­დაცემულობა, უპატიოსნება, სულმდაბლობა.


 
სიმპტომური [// სიმპტომატური] – სიმპტომატიკური

სიმპტომური [// სიმპტომატური]: 1. რაც სიმპტომს წარმოადგენს; რაიმეს მომასწავებელი, ნიშან­დობლივი (სიმპტომი – რაიმე დაავადების ან მოვლენის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი); 2. რაც მიმართულია დაავადებათა სიმპტომების – და არა მათი გამომწვევი მიზეზების – წინააღმდეგ (სიმპტომური / სიმპტომატური მკურნალობა); სიმპტომატიკური: სიმპტო­მატიკისთვის დამახასიათებელი (სიმპტომატიკა – მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ): სიმპტომატიკური კვლევა.