შტურვალი: ბორბლისებური საჭე (გემის, თვითმფრინავის, კომბაინის...); შტურმანი: ხომალდებისა და თვითმფრინავების მიმოსვლის საქმის სპეციალისტი, რომელიც იღებს სათანადო კურსს და აღნიშნავს მოძრაობას.
ჩადის: ზემოდან ქვემოთ მიდის (კიბეზე ჩადის); შდრ.: მზე ჩადის; სჩადის: შვრეგა. აკეთებს: „რას სჩადით! – შემოუძახა...“ (ვაჟა).
ჩაკერილი: რაც ჩაკერეს; გაკერილი (ჩაკერილი შარვალი / კაბა...); ჩაკერებული: 1. რაც ჩააკერეს; კერვით ჩამაგრებული: „გიომ კარგად გაარჩია მხედრის მხრებზე ჩოხაში ჩაკერებული ნიშანი“ (ლ. ქიაჩ.); 2. საუბ. ჩართული, ჩამატებული (მოთხრობაში ჩაკერებული ლექსი).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია (ჩანთიანი / ჩანთოსანი კაცი...), მაგრამ: ჩანთოსანი (მრ. ჩანთოსნები): ზოოლ. ძუძუმწოვარი ხოველების ერთი სახეობა (კენგურუ...).
ჩაუცვამს (ჩაიცვამს; ჩაიცვა): ჩაუცვამს (თვითონ); ჩაუცმევია (ჩააცმევს; ჩააცვა): ჩაუცმევია (ბავშვისთვის).
ჩაციებული: 1. დაჟინებული (ჩაციებული ცქერა); 2. შეჩენილი, გადაკიდებული (ჩაციებული კაცი); ჩაცივებული (ღვინო / საზამთრო...).
ჩაძვრება (თაგვი სოროში); ჩასძვრება (ბავშვს შარვალი).
ჩაძრობა (შარვლისა); ჩაძრომა (სოროში); შდრ.: სულში ჩაძრომა.
ჩაწვდენა (ხელისა / ჯოხისა...); ჩაწვდომა (სულის სიღრმეში ჩაწვდომა; საქმეში ღრმად ჩაწვდომა).
ჩაჭედვა: 1. ჭედვით ერთი რამის მეორეში მჭიდროდ ჩასმა (სოლის ჩაჭედვა მორში); 2. დახშვა, გაუქმება (ფანჯრის / კარის ჩაჭედვა); ჩაჭედება: ზევიდან რაიმეს დაკვრით ჩარჭობა, ჩასობა (ლურსმნის ჩაჭედება).
ჩახშული (გული / წრე..); ჩახშობილი (აჯანყება...).
ჩემებური: 1. მე რომ ვიცი, ისეთი; ჩემთვის დამახასიათებელი: „მინდოდა ერთი ჩემებური სიმღერა დამეძახა“ (ვაჟა); ჩემეული: ჩემი ნაქონი (ჩემეული ნივთები).
ჩიკორი: 1. „ქვის დიდი გუნდა“ (საბა); 2. ქვის ან ხის სათამაშო სამიზნე; 3. ბზრიალა; ჩიკორა: პატარა ტანისა (ჩიკორა კაცი).
ცდომილება: სპეც. განსხვავება რიცხვსა და მის მიახლოებით მნიშვნელობას შორის, ნამდვილ სიდიდესა და გაზომვით მიღებულს შორის (აბსოლუტური / დასაშვეგი... ცდომილება); ხდომილება: ის, რაც ცდის შედეგად შეიძლება მოხდეს (შესაძლო / თავსებადი... ხდომილება).
ცენტრალური (მოედანი / გათბობა / ნერვული სისტემა / ამოცანა...); ცენტრალისტური (მიდგომა / ხედვა...); ცენტრალიზებული (სახელმწიფო / განაწილება...).
ცერემონია: ოფიციალური ზეიმი, ღონისძიება (პრიზის გადაცემის ცერემონია); შდრ. საუბ. „დაუსრულებელი ცერემონიები მოთმინებას უკარგავდა უბრალოებას მიჩვეულ ჩრდილოელს“ (ს. კლდ.); ცერემონიალი: ოფიციალურ ღონისმიებათა ერთობლიობა (ოსკარის გადაცემის ცერემონიალი).
ცვლა და ცვალება ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – შეცვლა, გარდაქმნა: „ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად შენის გუნების ცვლისადა“ (ვაჟა); „მეფემ სჯულის ცვალებით შესწირა სული დიდებულ საქმეს“ (ვ. ბარნ.); მაგრამ ცვლა: 1. გამოცვლა: „კოდალებსაც ადგილის ცვლა მოუნდათ“ (თ. რაზიკ.); 2. გაცვლა, გაცვლა-გამოცვლა (საქონლის ცვლა); შდრ.: პირველი / მეორე ცვლა (სკოლაში, უნივერსიტეტში...); ღირსეული ცვლა; ნივთიერებათა ცვლა; ჟამთა ცვლა.
ცივილური: არასამხედრო, სამოქალაქო (ცივილური ტანსაცმელი); ცივილიზებული: ცივილიზაციას ზიარებული, კულტურული (ცივილიზებული ქვეყანა).
ციფრული (ფოტოაპარატი...); ციფრობრივი (მაჩვენებლები...).