უაკ 575.7:632.125
ISBN 978-9941-28-144-0 (PDF)
184 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია ტექნოსფეროში მიმდინარე პროცესები და ეკოსისტემაზე მათი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გამოიწვია გარემოს ნაწილობრივი, ხოლო არაერთ შემთხვევაში – სრული დეგრადაცია. განხილულია ადამიანის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ბუნების გარდაქმნისა და კომფორტული ხელოვნური გარემოს შექმნისაკენ და რომელიც ხშირად გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და სოციალური განვითარების გვერდითი შედეგები იწვევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას, ანომალიურ ბუნებრივ და ტექნოგენურ სიტუაციებს. ადამიანის საქმიანობით, დემოგრაფიული აფეთქებით და ბუნებრივი გარემოს ტექნოგენური დეგრადაციით გამოწვეული პრობლემები დაკავშირებულია ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხეებთან. ადამიანის საქმიანობა უარყოფითად აისახება დედამიწის ქერქზე, ატმოსფეროსა და კლიმატზე, ჰიდროსფეროსა და წყლის ბალანსზე, ნიადაგის საფარზე, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროზე.სალექციო კურსში განხილულია ადამიანის საბინადრო გარემოსა და ეკოსისტემაზე მოქმედი ტექნოგენური ფაქტორები და მათი მავნე ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემაში მიმდინარე დეგრადაციული პროცესები, ამ პროცესების მნიშვნელობა და აქტუალურობა და აღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანის გზები.გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის.