უაკ: 691.32
სახელმძღვანელოს მიზანია გავეცნოთ ბეტონთმცოდნეობის თანამედროვე თეორიას და პრაქტიკას, შევისწავლოთ სხვადასხვა შედგენილობისა და სახეობის ბეტონის დაპროექტება, სწორად შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ბეტონის სხვადასხვა სახეობა.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ის ასევე დაეხმარება სამშენებლო სფეროში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 621.391
სახელმძღვანელოში მოყვანილია ძირითადი ცნებები ბლოკური და უწყვეტი (ხისმაგვარი, გისოსისებრი, ხვევადი) კოდირების თეორიიდან, მათი აგების პრინციპები, ზოგიერთი ალბათური და დისტანციური მახასიათებლები, დეკოდირების ცნობილი ალგორითმები და ასეთი კოდების კონკრეტული მაგალითები. ნაშრომის პირველი ნაწილი (პარაგრაფები 2-11) განიხილავს ბლო-კურ კოდებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რიდსოლომონის კოდებზე, ხოლო ნაშრომის მეორე ნაწილი (პარაგრაფები 12-25) - უწყვეტ კოდებს.
წიგნი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ იმ სპეციალობის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომელთაც საქმე აქვთ ინფორმაციის გადაცემასთან, მიღებასა და დამუშავებასთან.
უაკ: 681.06
სახელმძღვანელოში გადმოცემულია დაპროგრამების ენა Python-ის ფუნდამენტური საკითხები. დაწვრილებით არის მოცემული მასთან მუშაობის ყველა პრინციპი.
ამასთანავე, განხილულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი კონცეფცია. მოცემულია თეორიის შესაბამისი პროგრამული კოდები, რაც მასალის უკეთ ათვისების საუკეთესო საშუალებაა.
სახელმძღვანელოს მიზანია მკითხველს შეასწავლოს Python-ი მულტიპარადიგმული დაპროგრამების ენა. იგი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის. ასევე დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ პროგრამისტებს.
უაკ: 621.56/57
სახელმძღვანელოში განხილულია: საავტომობილო კონდიციონერების, ავტორეფრიჟერატორების, გემების მაცივრებისა და კონდიციონერების, სარკინიგზო ტრანსპორტის მაცივრებისა და კონდიციონერების და მაცივარ-კონტეინერების თანამედროვე კონსტრუქციები. მათი მუშაობის პრინციპები, ექსპლუატაცია და რემონტი.
გამოცემა განკუთვნილია საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავების და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 54
სახელმძღვანელოში მოცემულია ორიგინალის - „სურსათის ქიმიის“ რჩეული თავები. ორიგინალიდან ქართულ თარგმანში შესულია მე-7 და 9-23 თავები. თარგმანში არ შევიტანეთ 1-6 და მე-8 თავები, ვინაიდან აქ გადმოცემული მასალა დიდწილად ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის საკითხებს წარმოადგენს.
წიგნი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, ის სათანადო დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსაც. სახელმძღვანელოზე მუშაობა მოითხოვს ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის ცოდნას.
მთარგმნელები დიდ მადლობას უხდიან პროფესორებს გურამ ტყემალაძესა და მალხაზ ბერეჟიანს რედაქტირებაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც თარგმანზე არანაკლები საქმეა. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს - გვანცა წიწილაშვილს, ანა მჭედლიძეს და სოფი ხარაიშვილს, ასევე 54-ე სკოლის მოსაწავლე რეზი ქვარცხავას, ტექნიკური დახმარებისათვის.
თარგმნის პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო, რადგან დასაზუსტებული იყო ბევრი ტერმინი და ცნება, ამიტომ გარკვეული ხარვეზი შეიძლება კვლავ არსებობდეს.
მთარგმნელები მადლიერი ვიქნებით, თუ მოგვაწვდით იმ საგულისხმო შენიშვნებსა და შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა წიგნში შეგხვდეთ.
უაკ: 338.242.2
სახელმძღვანელო ეხება თანამედროვე მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა რისკის მენეჯმენტი. იგი განიხილება, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დისციპლინა და ცოდნის ახალი მიმართულება. მასში წარმოდგენილია რისკის მენეჯმენტის თანამედროვე, საკვანძო საკითხები: მეთოდოლოგია, ისტორია, ეკონომიკური რისკები, მათი სახეები, რისკების გამოვლენის მეთოდები, შეფასება და ანალიზი, რისკების მართვის საშუალებები და ა. შ. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საბანკო-საფინანსო და საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო რისკებს.
მეორე განახლებულ გამოცემაში დამატებულია შემდეგი საკითხები: საპროექტო რისკების მართვა; ოპერაციული რისკის შეფასება და გაზომვა; ჰეჯირება, დივერსიფიკაცია და ლიმიტირება; ადამიანების განწყობა რისკისადმი და სხვა.
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ასევე, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისათვის.
უაკ: 546
სახელმძღვანელოში განხილულია s- და p-ელემენტების და მათი ძირითადი ნაერთების დახასიათება, ნაერთების მიღების ხერხები, აღნიშნული ელემენტების მნიშვნელოვანი ნაერთები, განხილულია მათი გამოყენების სფეროები. გამოცემა მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული არაორგანული ქიმიის კურსის ყველა ძირითად საკითხს. გარდა ამისა მოყვანილია ისტორიული ცნობები ელემენტების და ნაერთების აღმომჩენების შესახებ. საკითხები წარმოდგენილია თანამედროვე დონეზე, განხილულია ზოგიერთი რეაქციის მექანიზმი, წიგნი აგებულია ისე, რომ სტუდენტს გაუადვილდეს პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება. გამოცემას თან ერთვის ქიმიური ნივთიერებების აღმნიშვნელი უსაფრთხოების სიმბოლოები და მათი განმარტება.
სახელმძღვანელო გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიის ფაკულტეტის, აგრეთვე სხვა სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ქიმიით დაინტერესებულ პირთათვის.