უაკ: 624.05
ნაშრომში განხილულია საინვესტიციო-სამშენებლო პროექტების არსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და თავისებურებები. დამუშავებულია შესაბამისი მართვის სისტემური მოდელი. შემოთავაზებულია საინვესტიციო-სამშენებლო პროექტების შეფასებისა და რანჟირების ექსპერტული მეთოდები და მოდელები არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის შესაძლებლობების გამოყენებით. გამოყენებულია პროექტული ანალიზის მეთოდები, შესაბამისი მეთოდოლოგიური რეკომენდაციებისა და თანამედროვე პრაქტიკული სტანდარტების საზღვრებში.
ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საინვესტიციო-სამშენებლო პროექტების მართვის საკითხებით და არსებული გამოწვევების ეფექტური გადაწყვეტის თანამედროვე მეთოდებით.
უაკ: 72
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება იაპონელი არქიტექტორის, კიშო კუროკავას თეორიების _ მეტაბოლიზმის, მეტამორფოზის, სიმბიოზის განხილვასა და ანალიზს, იაპონური არქიტექტურის ტრადიციებთან კონტექსტში. მისი შემოქმედების განხილვამ ახალი ხედვით წარმოაჩინა მსგავსი საინტერესო პარადიგმები ქართულ კულტურასა და არქიტექტურაში, ქართული რეალობის შესაბამისად. კიშო კუროკავას ნამოღვაწარის შესწავლას მიეძღვნა მრავალი ნაშრომი და წარმოდგენილი მონოგრაფია.
განკუთვნილია არქიტექტორებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 536.421.5
მონოგრაფიაში განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები B4C-TiC-TiB2-SiC-BN-Al2O3-SiAlON-C სისტემაში და მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები კერამიკული კომპოზიტების კონსოლიდაციის პროცესში. მოცემულია მასალის თვისებების დამოკიდებულება შერეული და მყარფაზური შეცხობის პროცესში: კარბიდების, ბორიდების, ნიტრიდების და სილიციდების ბაზაზე მიღებული კომპოზიტებისათვის. შესწავლილია კომპოზიტების მორფოლოგიური თვისებები ელექტრონულ-მიკროსკოპული, რენტგენოსტრუქტურული და ოპტიკური კვლევების საფუძველზე, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. წარმოდგენილია ზ. კოვზირიძის მიერ შექმნილი მათემატიკური ფორმულები: დაშლის დაძაბულობის ენერგიის ფორმულა, მასალათა მექანიკური მოდულის ფორმულა, აღნიშნული ფორმულები დატესტილია წარმოდგენილ სხვადასხვა სტრუქტურული შედგენილობის მასალებზე.
განკუთვნილია ყველა იმ ფაკულტეტის და ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ვისაც აქვს შეხება მასალებთან, შეიძლება გამოიყენონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებმა.
უაკ: 691.54
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ცემენტისფუძიანი ტრადიციული და ახალი სამშენებლო კომპოზიციური მასალების ბლანტდრეკადობის კვლევა.
შექმნილია და შემუშავებულია ცემენტისფუძიანი კომპოზიტების ტენგამტარობის, ამ კომპოზიტების ტენისმიერი დეფორმაციების (შეკლება, გაჯირჯვება), ცემენტისფუძიანი კომპოზიტების ცოცვადობის მექანიზმი და მათი ბირთვების უნივერსალური მოდელები, რომლებიც ითვალისწინებს დატვირთვის სახეს, მასალის სტრუქტურას, ტენშემცველობას, ასაკსა და ტემპერატურას, ასევე შემუშავებულია ცვალებადი ტენიანობის თხელკედლიანი კონსტრუქციების (გარსები, ფილები) თეორია.
მონოგრაფია განკუთვნილია მეცნიერი და ინჟინერ-ტექნიკური მუშაკე-ბისთვის, დოქტორების, მაგისტრებისა და სხვა სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ცემენტისფუძიანი სამშენებლო კომპოზიციური მასალების სიმტკიცისა და მათგან შექმნილი კონსტრუქციების ტექნოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური საკითხების კვლევით, დაპროექტებითა და გაანგარიშებებით.
უაკ: 003.35
მონოგრაფიაში განხილულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ციფრული ტრანსფორმაციის ზოგადთეორიული და პრაქტიკული საკითხები: ციფრული საზოგადოების, როგორც გლობალიზაციის, ახალი ეტაპის გენეზისი, ციფრული ტექნოლოგიები, როგორც ციფრული საზოგადოების განვითარების მთავარი ინსტრუმენტები და ინფორმაცია – ძირითადი რესურსები; ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის თავისებურებები, სახელმწიფოს ციფრული განვითარების სტრატეგიები და პროგრამები, ციფრული ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირების, განათლებისა და დასაქმების ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული პლატფორმების, კლასტერებისა და ორეულების წარმოშობის წანამძღვრები და თავისებურებები, ციფრული ქალაქების, ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დიპლომატიის, ციფრული კულტურისა და ეთიკის საკვანძო საკითხები და ადამიანის უფლებები ინტერნეტში.
მონოგრაფია განკუთვნილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ციფრული ტრანსფორმაციით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 93/99
The research shows the results of the educational and scientific expedition of the professors and students of the Technical University of Georgia carried out on June 5-12, 2014 in terms of determining the location of Khandzta Monastery built in the 8th century.
The opinion is put forward about the existence of two Khandzta monasteries - old and new - one of which was built in the 8th century (782) by Grigol Khandzteli, the other - in the first half of the 10th century (no later than 941) by Georgian Kuropalates (Byzantine title of some Georgian kings) Ashot Kukh and Gurgen. It is established that old Khandzta, due to the loss of the status of the ecclesiastical metropolis and thus its importance, lost its name with the passage of time and was called Nuka Cathedral.
On November 4, 2014, the author reported the results of the research presented in the book to Ilia II, His Holiness and Blessed Catholicos-Patriarch of Georgia and Reverend Anania, Metropolitan of Manglisi and Tetritskaro.
The book represents the second edition of the study of the text of the poetic epic created by the Georgian people about the last powerful king of Kartl-Kakheti Erekle II and the results of the study of its theoretical-scientific foundations.
The scientific value of the paper is determined by two important circumstances:
The book is intended for specialists and general readers.
უაკ: 628.1:626.822:574
Монография состоит из трёх глав, выполненных по функциональному принципу, содержание которых широко обсуждалось на международном научно- техническом семинаре. В основу положено системное изложение результатов научно-исследовательских работ и инновационных технологий, которые разработаны учеными Грузии, Польши, Израеля, Армении и Беларуси для строительства и инженерии окружающей среды. Издание может быть полезно широкому кругу лиц, как специалистам в области строительства и инженерии окружающей среды, так и научным работникам, преподавателям высших учебных технических заведении, бакалаврам, магистрантам и докторантам соответствующих дисциплин. Монография может быть использова как дополнительное пособие в учебном процессе..
უაკ: 627.212
მონოგრაფიაში განხილულია პორტში ნავმისადგომის ნაგებობების კომპლექსური დიაგნოსტიკის გამოყენების მეთოდური უზრუნველყოფა და მოდელირების მეთოდოლოგიის დამუშავება ექსპლუატაციის საიმედოობის, სიმტკიცისა და სტაბილურობის დასადგენად, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
მონოგრაფია განკუთვნილია საინჟინრო დარგში მომუშავე მეცნიერი მუშაკებისთვის, სამშენებლო პროფილის დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის.