უაკ: 271.222(479.22)
IV–V საუკუნეებში საქართველოს ეკლესიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრი საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VIII–X საუკუნეები, როდესაც ეროვნული სულისკვეთება გამოიკვეთა და თანდათან ფრთები შეისხა ნაციონალურმა თვითშეგნებამ. ეს იყო ერთგვარი გამოპასუხება წინა საუკუნეებში არსებული ეროვნულ-ეკლესიური ჩაგვრისა. კერძოდ, VI და VII საუკუნეებში ჩვენში გაბატონებულმა სასანიდურმა სპარსეთმა და მის შემდეგ არაბულმა სახალიფომ დათრგუნა ეროვნულ-მართლმადიდებელი მიმართულება ქართული და ალბანური ეკლესიებისა, რადგანაც ეს დამპყრობლები განსაკუთრებულად მფარველობდნენ სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას ცდილობდნენ მის გაბატონებას ქართლის დაპყრობილ ნაწილსა (ტაოსა და ე.წ. „გუგარქში“) და ალბანეთში. მართლაც, VII ს. ბოლოსა და VIII ს. დასაწყისში არაბთა ხელშეწყობით სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ალბანეთის ეროვნული საკათალიკოსო, აკრძალა ალბანურენოვანი ღვთისმსახურება და მის ადგილას დააწესა სომხურენოვანი, ასევე მოიქცა გუგარქსა და ტაოშიც, აქაც სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და აქაურ ქართველობას დაუნერგა სომხურენოვანი ღვთისმსახურება. ამ უკანონობას წინ გმირულად აღუდგა ქართლის კათალიკოსი კირიონ I. მან ურთულეს ეპოქაში მოახერხა და გუგარქის ქართველობას კვლავ აღუდგინა ქარ-თულენოვნება. კირიონის ღვაწლის გავლენით ტაოს ქართველობამაც VIII ს. 80-იან წლებში აღიდგინა ქართულენოვანი ღვთისმსახურება და დაუბრუნდა დედაქართული ეკლესიის წიაღს. აქაური, ტაოს „ქართველთა სამეფო“ იმდენად გაძლერდა, რომ მეფე დავით კურაპალატის კარზე პირველ მღვდელმთავარს „აღმო-სავლეთის კათალიკოსისა“ და პატრიარქის ტიტულიც კი ჰქონდა („აღმოსავლეთს“ უწოდებდნენ იმ ტერიტორიას, რომელსაც მალევე, XI ს.-ში, „იბერიის თემი“ (θέμα 'Ιβηρίας) დაერქვა). მის გარდა საქართველოს ეკლესიის მძლავრ ფრთას ქმნიდა VIII საუკუნისათვის ჩამოყალიბებული ქართული საეკლესიო ერთეული – აფხაზეთის საკათალიკოსო. წიგნში გარკვეულია, რომ კონსტანტინოპოლის ლაზიკის (ფასიდის) ეპარქია მოიცავდა არა დასავლეთ საქართველოს, არამედ ყოფილ ქართულ რეგიონს, მდებარეს ტრაპეზუნტიდან ვიდრე ჭოროხამდე, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება.დიდება და მადლობა უფალს.
იბეჭდება პროფესორ ივანე გორგიძის საერთო რედაქციით
ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 და თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის 20 წლისთავს.
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მრავალტომეული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ წარმოადგენს ქართული ეკლესიის სრული ისტორიის ვრცლად და თანამიმდევრულად გადმოცემის პირველ ცდას. ამ ფუნდამნეტურ ნაშრომში საინტერესოდაა ნაჩვენები საქართველოს ეკლესიის ისტორია, მისი კავშირი როგორც სხვა ქვეყნების ქრისტიანულ ეკლესიებთან, ისე ქართულ საზოგადოებასთან. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის როლისა და მისი მნიშვნელობის გააზრებას საქართველოს ისტორიაში. მრავალტომეულში გადმოცემულია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება უძველესი ხანიდან XXI საუკუნემდე.
ყველა ეს ტომი რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, ამჟამად კი პირველად იბეჭდება ერთად თავმოყრილი, ზოგადი სახელით, ვინაიდან ერთობლიობაში წარმოადგენს საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიას.
დიდება და მადლობა უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, რომლის სადიდებლადაც დაიწერა ეს ათტომეული.
უაკ: 21.26.27
ნაშრომში იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის საწყისებიდან განხილულია ბიზნესისადმი რელიგიის მიმართების საკითხთა წრე. ამ რელიგიათა კანონიკური წესების, მათი ცნობილი სასულიერო პირთა ქადაგებათა ფონზე წარმოდგენილია ბიზნესის რელიგიურ ფასეულობებთან „შეხების“ ნიშნულები. ეს ყოველივე კი იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის რელიგიის ღირებულებებების პარალელურ რეჟიმში განხილვით ხდება.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორთათვის, და ასევე იმ მკითხველთათვის, რომელთაც ბიზნესის რელიგიურ-ზნეობრივი პარადიგმა აინტერესებს.
უაკ: 662.76
ნაშრომი ეძღვნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს. შესწავლილია ამ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარებისა და მიწოდების თავისებურებები, მათი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. დასაბუთებულია საქართველოს შესაძლებლობები რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების გაზრდის საქმეში. არსებული გეოლოგიური სტრუქტურები და დიდი მოცულობის საერთაშორისო დანიშნულების მიწისქვეშა გაზსაცავთა სისტემის მშენებლობის შესაძლებლობები დამოკიდებულია მისი გაზით შევსებისა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებზე.
ნაშრომი განკუთვნილია გაზის ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, ასევე უმაღლესი განათლების სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 667
მონოგრაფიაში განხილულია სპეციალური სეისმოდამცავი სისტემები, რომელთა მუშაობის პრინციპი გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა. სეისმოზემოქმედების დროს, მათი დამცავი ფუნქციებიდან გამომდინარე, შედგენილი კლასიფიკაციის მიხედვით, წარმოდგენილია ასეთი სისტემის მოწყობისა და დამონტაჟების პროცესი. სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი უახლეს მიღწევებს სეისმომედეგ მშენებლობაში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 336.7
მონოგრაფიაში ასახულია არამდგრად ეკონომიკურ გარემოში საბანკო სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტები. ლოგიკური თანამიმდევრობითაა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფინანსური სფეროს კონცეფციები და პრობლემები გლობალიზაციის პირობებში, ბანკის ფინანსურ მდგრადობაზე მოქმედი ფაქტორები და უზრუნველყოფის მექანიზმები თანამედროვე ეტაპზე, ბანკის ფინანსური მდგრადობის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა, ბანკების ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის მნიშვნელობა არამდგრად ეკონომიკურ გარემოში, შვეიცარიისა და საქართველოს საბანკო სისტემების თანამედროვე მდგომარეობა, კლიმატთან დაკავშირებული რისკების გავლენა საბანკო სისტემის ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე, საბანკო სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები: მდგრადობის ამაღლება და ტრანსფორმაციის დაჩქარება, აგრეთვე საქართველოს საბანკო სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივები.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის საბანკო საქმის კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით, ხოლო საბანკო სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარების შემოთავაზებული ასპექტები და მიმართულებები დახმარებას გაუწევს საბანკო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების, საზედამხედველო ღონისძიებების დახვეწის, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე კლიმატთან დაკავშირებული რისკების გავლენის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 628.1:626.822:574
В монографии представлены семь глав, выполненных по функциональному принципу, содержание которых широко обсуждалось международном научно-техническом семинаре. В основу положено системное изложение результатов научно-исследовательских работ и инновационных технологий, которые разрабоаны учеными Грузии, Польши, России, Украины, Узбекистана, Армении и Беларуси для водохозяйственного строительства, управления водным хозяйством, развития систем забора, подачи и распределения воды, очистки сточных вод, утилизации осадков, экономики строительства, менеджмента городского хозяйства, строительных материалов, композитов, строительных конструкций и строительной механики. Издание может быть полезно широкому кругу лиц, как инженерам-специалистам в области инженерии окружающей среды и строительство, так и научным работникам, преподавателям высших учебных технических заведении, бакалаврам, магистрантам и докторантам соответствующих дисциплин. Оно может быть использовано как дополнительное пособие в учебном процессе.
უაკ: 665.66
მონოგრაფიაში განხილულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თანამედროვე პრობლემები. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბლანტი სითხეების მილსადენებზე ენერგოდანახარჯების შემცირების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. დადგენილია ნავთობტერმინალიდან ტანკერში პროდუქტის ჩასხმის პროცესის ოპტიმალური რეჟიმები, ოფშორული ტერმინალიდან ტანკერში ნავთობის ჩატვირთვის პროცესების დროის შემცირება და ნავთობის ტრანსპორტირების საწარმოო ციკლის ოპტიმიზაციის მოდელირება, ტერმინალის სისტემის პარამეტრების შესწავლასა და შერჩევაზე დაყრდნობით. ასევე განხილულია მაგისტრალური ნავთობსადენების სხვადასხვა რეჟიმით ექსპლუატაციისას გაჟონვის ლოკაციის და მასური ხარჯის განსაზღვრა გაუმჯობესებული მეთოდით. შემოთავაზებულია მაგისტრალური ნავთობსადენის ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხერხი, საიმედოობის გათვალისწინებით.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო სისტემების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამეურნეო კომპლექსის ფუნქციონირებისათვის, ზემოხსენებული საკითხები საინტერესო იქნება ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწე სამეცნიერო, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.